მედალი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის

მედალი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედალი. დამტკიცებულია 2008 წლის 16 აპრილს, თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის მიერ.[1] სისტემის სამხედრო მოსამსახურეებს მედლით აჯილდოვებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. გაიცემა I, II და III ხარისხის. I ხარისხის მედალი დამზადებულია ოქროს შეფერილობის, II ხარისხისა — ვერცხლისს შეფერილობის, III ხარისხისა კი — ბრინჯაოს შეფერილობის ლითონისაგან. ჯილდოვდებიან თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეები შესაბამისად 15, 10 და 5 წლის უმწიკვლო სამსახურისათვის, როდესაც მათ მიმართ, განვლილი სამსახურის პერიოდში წახალისებების რაოდენობა აღემატება დისციპლინური გადაცდომების რაოდენობას და დაჯილდოების პერიოდში მასზე არ მოქმედებს რაიმე სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.[2]

მედლის ავერსზე ვარსკვლავში მოთავსებულია საქართველოს სახელმწიფო დროშის სამხედრო ვერსიის რელიეფური გამოსახულება წრეში (ფიგურას ეწოდება „ჯვარი გორგასლიან-დავითიანი“); რევერსზე რელიეფური წარწერაა — „უმწიკვლო სამსახურისათვის. საქართველო“.[1]

მედლის ლენტები (თამასები)
I ხარისხი II ხარისხი IIII ხარისხი

სქოლიო რედაქტირება