მათე ვაწაძე (დ. 17 დეკემბერი, 1988, თბილისი, საქართველო) — ქართველი ფეხბურთელი, თავდამსხმელი.

მათე ვაწაძე
მათე ვაწაძე დანიურ „ორჰუსში“
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
მათე ვაწაძე
დაბადების
თარიღი
17 დეკემბერი, 1988 (1988-12-17) (36 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 183 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2004–2008 დინამო-2 თბილისი 53 (21)
2005–2010 დინამო თბილისი 96 (42)
2011–2012 ვოლგა ნნ 20 (1)
2012 დილა გორი 15 (13)
2012–2016 ორჰუსი 75 (29)
2016 ლოკომოტივი თბილისი 4 (1)
2017 ვიბორგი 8 (0)
2017–2018 სილკებორგი 15 (3)
2018 დინამო თბილისი 12 (2)
2019 ლიეპაია 2 (0)
2019 ყიზილკუმი 12 (3)
2020 აგმკ 21 (5)
2021 ყიზილკუმი 26 (5)
2022 გაგრა 19 (6)
2022–2023 დინამო ბათუმი 29 (5)
2024 გაგრა 18 (5)
2024– დინამო თბილისი 1 (1)
ეროვნული ნაკრები
2008–2010 საქართველო 21 5 (1)
2009– საქართველო 15 (4)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 7 ნოემბერი, 2014

ვაწაძემ პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო, 2005-2010 წლებში ჩაატარა 96 შეხვედრა და გაიტანა 42 გოლი. 2011 წელს გადავიდა რუსულ ნიჟნი-ნოვგოროდის „ვოლგაში“. რუსეთში თამაშისას გამოიძახეს ეროვნულ ნაკრებში ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში სათამაშოდ, ხორვატიის და ისრაელის ნაკრებების წინააღმდეგ, თუმცა მან ვიზა ვერ მიიღო და ნაკრებს ვერ დაეხმარა[1]. ამის შემდეგ მათე სეზონის ბოლომდე თამაშობდა გორის „დილაში“, 2012 წლის 2 სექტემბერს, ვაწაძემ გააფორმა 3 წელიწად ნახევრიანი კონტრაქტი „ორჰუსთან“.

„ორჰუსში“ გადასვლამდე, „დილას“ რიგებში ვაწაძემ ითამაშა ევროპის ლიგის 2012-2013 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე, დილა საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში გავიდა, სადაც „მარიტიმუსთან“ დამარცხდა 2 მატჩიან ორთაბრძოლაში. ევროტურნირებზე ასევე ნათამაშები აქვს თბილისის „დინამოს“ რიგებში 2010-2011 და 2009-2010 წლის სეზონების საკვალიფიკაციო ეტაპზე.

ტიტულები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება