ჟერარდ სარაგოსა მულეტი (ესპ. Gerard Zaragoza Mulet; დ. 20 იანვარი, 1982) — ესპანელი ფეხბურთის მწვრთნელი.

ჟერარდ სარაგოსა
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ჟერარდ სარაგოსა მულეტი
დაბადების
თარიღი
20 თებერვალი, 1982 (1982-02-20) (42 წლის)
დაბადების
ადგილი
სან-ჟაუმე-დე-ენვეჟა, ესპანეთი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ბენგალურუ
(მთავარი მწვრთნელი)
ახალგაზრდული კარიერა
გუნდი
ხიმნასტიკი ტარაგონა
სამწვრთნელო კარიერა
წლები გუნდი
2012–2013 ლოკომოტივი თბილისი
2013–2014 ტორპედო ქუთაისი

16 წლის ასაკიდან შეუდგა სამწვრთნელო საქმიანობას. თავიდან საკუთარ ქალაქში, ტარაგონის გუნდს წვრთნიდა რვა წლის განმავლობაში. შემდეგ კატალონიის ასაკობრივ ნაკრებებს ხელმძღვანელობდა, სადაც ესპანეთის ჩემპიონობა მოიპოვა. ხელმძღვანელობა უწევდა „ბარსელონას“ და „ესპანიოლის“ ახალგაზრდა ფეხბურთელების, რომელთა წყალობით შეძლეს ქვეყნის მასშტაბით ამ წარმატებების მიღწევა. შემდეგ სამუშაოდ კატარში გადაინაცვლა, სადაც სკაუტად მუშაობდა და აფრიკის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩაყავდა ფეხბურთელები კატარში. სულ აზიურ საფეხბურთო აკადემიაში 4 წელიწადი გაატარა.

ყატარში სკაუტად მუშაობის ბოლო წელი სენეგალში გაატარა. ამის მერე „ესპანიოლის“ 16 და 23-წლამდე გუნდებშიც იმუშავა.[1]

2012–2013 წლებში წვრთნიდა თბილისის ლოკომოტივს, 2013 წლიდან თავკაცობდა ქუთაისის „ტორპედოს“. 2014 წლიდან იგი რევაზ ძოძუაშვილმა ჩაანაცვლა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება