ირაკლი სიხარულიძე
ირაკლი სიხარულიძე (დ. 18 ივლისი, 1990) — ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული ლიგის მონაწილე საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ თავდამსხმელი.[1]
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ირაკლი სიხარულიძე | ||
დაბადების თარიღი | 18 ივლისი, 1990 | ||
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 169 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | საბურთალო | ||
ნომერი | 18 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2005–2006 | კახეთი თელავი | ||
2007 | მერანი მარტვილი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2008–2011 | დინამო თბილისი | 18 | (2) |
2011–2012 | ვიტ ჯორჯია | 12 | (0) |
2012–2014 | მეტალურგი რუსთავი | 69 | (18) |
2014 | → დინამო ბათუმი | 12 | (6) |
2015 | ზესტაფონი | 5 | (3) |
2015–2016 | სამტრედია | 29 | (13) |
2016 | სიონი ბოლნისი | 12 | (3) |
2017 | ლოკომოტივი | 33 | (25) |
2018 | სლოვაცკო | 0 | (0) |
2018–2019 | რიგას ფკ | 11 | (1) |
2019–2021 | ლოკომოტივი | 90 | (37) |
2022– | საბურთალო | 48 | (15) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2017 | საქართველო | 2 | (1) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 1 ივნისი, 2023 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 13 ნოემბერი, 2017 |
ბიოგრაფია რედაქტირება
თითქმის მთელი საკლუბო კარიერა ირაკლი სიხარულიძეს საქართველოში („კახეთი“, მარტვილის „მერანი“, თბილისის „დინამო“, „ვიტ ჯორჯია“, ბათუმის „დინამო“, „ზესტაფონი“, „სამტრედია“, „სიონი“, „ლოკომოტივი“) აქვს გატარებული.
2017 წლის სეზონი ირაკლი სიხარულიძემ თბილისის „ლოკომოტივში“ გაატარა, რომლის მაისურით ჩატარებულ 33 მატჩში 25 გოლი შეაგდო, რითაც ლიგის საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო თავდამსხმელიც გახდა.[2]
იყო მხოლოდ მცირე პერიოდი, როცა უცხოურ კლუბებში ცდიდა ძალებს. მას შემდეგ, რაც საქართველოს 2017 წლის ჩემპიონატში 25 გოლი გაიტანა, ჩეხეთის უმაღლესი დივიზიონის „სლოვაცკოში“ გადავიდა, თუმცა ერთი ოფიციალური მატჩიც არ ჩაუტარებია. საბოლოოდ, სიხარულიძე ჩეხეთიდან კონტრაქტის ორმხრივად გაწყვეტის საფუძველზე წამოვიდა.[3][4][5]
შემდეგ წავიდა ლატვიურ რფს-ში (რიგის საფეხბურთო სკოლა), სადაც მხოლოდ 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი მიითვალა.[6]
2019 წელს „ლოკომოტივში“ დაბრუნდა,[7] სადაც 2019–2021 წლებში ჩატარებულ 90 შეხვედრაში 37 გოლი შეაგდო მეტოქეთა კარებში. 2021 წლის მაისში „ლოკომოტივში“ თამაშისას თბილისის „დინამოსთან“ მატჩში ირაკლი სიხარულიძემ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატებზე ასპარეზობის ფარგლებში თავისი მე-100 გოლი გაიტანა და გახდა მე-18 ფეხბურთელი, ვინც ამ ზღვარს მიაღწია.[8]
„ლოკომოტივის“ რიგებში ირაკლი სიხარულიძემ ეროვნულ ლიგის 2020 წლის სეზონი 9 გოლით დაასრულა და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ გორის „დილას“ თავდამსხმელ მიკოლა კოვტალიუკს (10 გოლი) ჩამორჩა, მაგრამ საგოლე პასებით უკრაინელ ლეგიონერს გაუსწრო — თავის 9 გოლს 4 საგოლე გადაცემა დაუმატა და ჯამში 13 ქულით პირველზე გავიდა.[9]
2020 წლის დეკემბრის ბოლოს ირაკლი სიხარულიძე ეროვნული ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად და ამავე დროს სეზონის სიმბოლური ნაკრების წევრადაც დაასახელეს.[10]
2022 წლიდან „საბურთალოს“ ღირსებას იცავს, რომლის მაისურით 48 შეხვედრა ითამაშა და 15 ბურთის გატანა შეძლო.
მიღწევები რედაქტირება
საკლუბო რედაქტირება
- საქართველოს ვიცე-ჩემპიონი: 2009–2010, 2010–2011
- საქართველოს ვიცე-ჩემპიონი: 2011–2012
- საქართველოს ვიცე-ჩემპიონი: 2015–2016
- საქართველოს თასის ფინალისტი: 2009–2010
- საქართველოს სუპერთასის ფინალისტი: 2010
- საქართველოს თასის ფინალისტი: 2019
- საქართველოს სუპერთასის ფინალისტი: 2022[11]
ინდივიდუალური რედაქტირება
- ეროვნული ლიგის სეზონის საუკეთესო ბომბარდირი: 2017
- ეროვნული ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი: 2017, 2020[12]
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
სქოლიო რედაქტირება
- ↑ ირაკლი სიხარულიძე // fcsaburtalo.ge
- ↑ ირაკლი სიხარულიძე - ეროვნულ ლიგაში საუკეთესოდ დასახელება დიდი სტიმულია // 1tv.ge
- ↑ სიხარულიძე ლატვიაში, ქართველებთან — „ჩეხეთში თამაშის პერსპექტივას ვერ ვხედავდი“ // lelo.ge
- ↑ რატომ არ თამაშობს ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ჩეხეთის ჩემპიონატში? // sportall.ge
- ↑ ირაკლი სიხარულიძე: თავის მართლება არ მინდა... // lelo.ge
- ↑ ექსკლუზივი: ირაკლი სიხარულიძე ახალ კლუბთან დღეს მოაწერს ხელს // sportall.ge
- ↑ ეროვნული ლიგის ყოფილი ბომბარდირი ირაკლი სიხარულიძე თბილისის „ლოკომოტივს“ დაუბრუნდა // lelo.ge
- ↑ ირაკლი სიხარულიძის მე-100 გოლი ეროვნულ ჩემპიონატში! // lelo.ge
- ↑ ირაკლი სიხარულიძე ეროვნული ლიგის ყველაზე სასარგებლო მოთამაშეა // lelo.ge
- ↑ ეროვნულის ლიგის 2020 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ირაკლი სიხარულიძე, ხოლო საუკეთესო მწვრთნელად გიორგი ჭიაბრიშვილი დასახელდა // lelo.ge
- ↑ „საბურთალო“ 3–1 „ლოკომოტივი“ თბილისი // soccerway
- ↑ ირაკლი სიხარულიძე ეროვნული ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია // youtube