ბექა მიქელთაძე (დ. 26 ნოემბერი, 1997, ქუთაისი, საქართველო) — ქართველი ფეხბურთელი. სამხრეთკორეული „გვანგჯუს“ თავდამსხმელი.[1]

ბექა მიქელთაძე
ბექა მიქელთაძე 2023 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ბექა მიქელთაძე
დაბადების
თარიღი
26 ნოემბერი, 1997 (1997-11-26) (27 წლის)
დაბადების
ადგილი
ქუთაისი, საქართველო
სიმაღლე 183 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
გვანგჯუ
ნომერი 99
ახალგაზრდული კარიერა
2010–2013 ზუგდიდი
2013–2014 ზესტაფონი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2014–2015 ზესტაფონი 6 (0)
2015–2017 დინამო თბ. 47 (16)
2018 რუსთავი 13 (3)
2018–2019 ანორთოსისი 23 (2)
2019–2020 რუბინი 11 (1)
2020   როტორი 1 (0)
2020 როტორი 12 (0)
2021 ქსანთი 17 (3)
2021–2023 ნიუკასლ ჯეტსი 47 (19)
2023– გვანგჯუ 27 (5)
ეროვნული ნაკრები
2013–2014 საქართველო 17-წლ. 5 (1)
2015–2016 საქართველო 19-წლ. 12 (3)
2017–2018 საქართველო 21-წლ. 13 (5)
2020– საქართველო 2 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 22 სექტემბერი, 2024
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 18 ნოემბერი, 2022

საკლუბო კარიერა

რედაქტირება

ავსტრალიურ და კორეულ გუნდებამდე, მიქელთაძეს უთამაშია „ზესტაფონში“, თბილისის „დინამოში“, „რუსთავში“, „ანორთოსისში“, „რუბინში“, „როტორსა“ და „ქსანთიში“ (საბერძნეთი).

ავსტრალიური „ნიუკასლ ჯეტსის“ ქართველი ლიდერი (48 მატჩი, 19 გოლი, 6 საგოლე გადაცემა) სამხრეთ კორეის K ლიგა 1-ის გუნდში 2023 წელს გადავიდა და „გვანგჯუსთვის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა.

2023 წლის 3 სექტემბერს სამხრეთ კორეის K ლიგა 1-ში ერთმანეთს ქართველების გუნდები დაუპირისპირდნენ. 29-ე ტურში ვაკო ყაზაიშვილის „ულსან ჰიუნდაიმ“ ბექა მიქელთაძის „გვანგჯუ“ მიიღო და 0–2 დამარცხდა. ყაზაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, მიქელთაძე კი 70-ე წუთზე შეცვალეს. 55-ე წუთისთვის „გვანგჯუ“ 1–0 იგებდა, რა დროსაც მიქელთაძემ შთამბეჭდავი გოლი გაიტანა — საჯარიმოსთან ბურთი მიიღო და შეუჩერებლად კარში გაუშვა. ეს იყო „გვანგჯუს“ მაისურით გატანილი მისი პირველი გოლი.[2]

2024 წლის 21 ივლისს სამხრეთ კორეის მთავარი ლიგის სტუმრად გამართულ მორიგ მატჩში „დეგუს“ წინააღმდეგ, ბექა მიქელთაძის გოლით „გვანგჯუმ“ მინიმალური სხვაობით 1–0 გაიმარჯვა.[3] 34-ე წუთზე ქართველმა შემტევმა შესანიშნავად შეასრულად საჯარიმო დარტყმა, რომელსაც მეკარემ ვერაფერი მოუხერხა — ბურთმა „კედელს“ შემოუარა, ძელს მოხვდა და ბადეში აღმოჩნდა.[4]

2024 წლის 17 სექტემბერს აზიის ჩემპიონთა ლიგის პირველი რაუნდის პირველ ტურში ბექა მიქელთაძის „გვანგჯუმ“ იაპონურ „იოკოჰამა მარინოსს“ უმასპინძლა და შთამბეჭდავი ანგარიშით 7–3 დაამარცხა.[5]

ქართველი შემტევი 63-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში და ხუთ წუთში გოლი გაიტანა, ხოლო მატჩის დამატებულ წუთებზე შესანიშნავი საგოლე გადაცემა გაუკეთა თანაგუნდელს, რომელმაც შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.[6]

სანაკრებო კარიერა

რედაქტირება

2013 წლიდან იცავდა საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებთა ღირსებას. რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 2020 წლის 15 ნოემბერს, უეფა-ს ერთა ლიგის ფარგლებში, სომხეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ შედგა.[7][8]

მიღწევები

რედაქტირება

ინდივიდუალური

რედაქტირება
  • A-Leagues All Star: 2022 [9]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ბექა მიქელთაძე: „ნაკრებში დაბრუნების იმედი რომ არ მქონდეს, ფეხბურთს თავს დავანებებდი“
  2. ბექა მიქელთაძის სუპერგოლი სამხრეთ კორეაში
  3. Daegu 0–1 Gwangju / K League 1
  4. გამარჯვება მიქელთაძის შესანიშნავი გოლით!
  5. Gwangju 7–3 Yokohama F. Marinos / AFC Champions League Elite
  6. მიქელთაძის გოლი და ზღაპრული საგოლე პასი!
  7. Georgia v Armenia game report. UEFA.
  8. საქართველო 1–2 სომხეთი / ერთა ლიგა 2020-21 | C2 ჯგუფი
  9. „ALM young guns get shot against Barcelona“.