ვალერი (ვაკო) ყაზაიშვილი (დ. 29 იანვარი, 1993, ოზურგეთი) — ქართველი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ „ულსან ჰიუნდაის“ შემტევი ნახევარმცველი.

ვაკო ყაზაიშვილი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ვალერი ყაზაიშვილი
დაბადების
თარიღი
29 იანვარი, 1993 (1993-01-29) (31 წლის)
დაბადების
ადგილი
ოზურგეთი, საქართველო
სიმაღლე 174 სმ
სათამაშო
პოზიცია
შემტევი ნახევარმცველი,
გარემარბი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ულსან ჰიუნდაი
ნომერი 10
ახალგაზრდული კარიერა
2003–2011 საბურთალო
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2010–2011 სკ საბურთალო 0 (0)
2010–2011   მეტალურგი 9 (1)
2011   სიონი ბოლნისი 0 (0)
2011–2017 ვიტესი 104 (25)
2016–2017   ლეგია ვარშავა 12 (1)
2017–2020 სან-ხოსე ერთქვეიკსი 96 (27)
2021– ულსან ჰიუნდაი 106 (28)
ეროვნული ნაკრები
2009–2010 საქართველო 17 წლ. 6 (3)
2010–2011 საქართველო 19 წლ. 6 (2)
2011–2013 საქართველო 21 წლ. 11 (4)
2014– საქართველო 62 (13)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 28 ნოემბერი, 2023
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 6 ივნისი, 2022

საკლუბო კარიერა რედაქტირება

რუსთავის „მეტალურგი“ რედაქტირება

ვაკო ყაზაიშვილი „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია. პროფესიონალური კარიერა 2010 წელს რუსთავის „მეტალურგში“ დაიწყო, რომლის შემადგენლობაშიც პირველად იმავე წლის 9 მაისს ეროვნული ლიგის 34-ე ტურის შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. მატჩი, რომელშიც ერთმანეთს „ვიტ ჯორჯია“ და რუსთავის „მეტალურგი“ დაუპირისპირდნენ, ფოლადის სტადიონზე გაიმართა და „ვიტ ჯორჯიას“ გამარჯვებით 2–0 დამთავრდა.[1] ვაკო მოედანზე შეხვედრის 63-ე წუთზე პავლე დათუნაიშვილის ნაცვლად შევიდა.

რუსთავის „მეტალურგის“ ძირითად შემადგენლობაში ვაკომ სულ ცხრაჯერ ითამაშა და ერთი გოლი შეაგდო, აქედან ერთხელ სასტარტოში დაიწყო თამაში, ხოლო რვაჯერ შეცვლაზე შემოვიდა და მოედანზე საერთო ჯამში 248 წუთი გაატარა. მისი მონაწილეობით გამართული ცხრა შეხვედრიდან რუსთაველებმა ექვსი მოიგეს, ორი დათმეს და ერთიც ფრედ დაამთავრეს.

მიღწევები რედაქტირება

საკლუბო რედაქტირება

  ლეგია ვარშავა
  ულსან ჰიუნდაი
  • K ლიგა 1: 2022, 2023

ინდივიდუალური რედაქტირება

  • MLS Fair Play ჯილდო: 2018
  • K ლიგა 1-ის საუკეთესო თერთმეტეული: 2021[2]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება