მთავარი მენიუს გახსნა

ვიტესიჰოლანდიური საფეხბურთო კლუბი ქალაქ არნემიდან, ერთ-ერთი წარმატებული გუნდი ნიდერლანდურ ერედივიზიაში. კლუბის პრეზიდენტი არის ქართველი მერაბ ჟორდანია, ასევე კლუბში ორი ქართველი ფეხბურთელი ირიცხება, რომლებიც ასევე აქტიურად არიან გამოძახებული საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში. ვიტესმა რესტრუქტურიზაცია განიცადა 2003 წელს, როდესაც გუნდს ბანკროტი ემუქრებოდა, დროულად ჩაერია არნემის საბჭო და გამოყო თანხა ვიტესის გადარჩენისათვის.

ვიტესი
ვიტესის ლოგო.png
სრული სახელი Stichting Betaald Voetbal Vitesse
დაარსდა 14 მაისი, 1892
სტადიონი გელრედომი
არნემი, ნიდერლანდები
(ტევადობა: 25 500)
მწვრთნელი ნიდერლანდების დროშა პეტერ ბოსი
კაპიტანი საქართველოს დროშა გურამ კაშია
ლიგა ერედივიზია
2015-16 მე-9 ადგილი
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

ისტორიარედაქტირება

ვიტესმა კარიერულ პიკს 1990 წელს მიაღწია, იგი გავიდა ნიდერლანდების უმაღლესი საფეხბურთო ჩემპიონატის თასის ფინალში „KNVB Cup“ ზე, სადაც „PSV“ ეინდჰოვენთან მინიმალური ანგარიშით 1:0 დამარცხდა, ვიტესის კარის აღება 75-ე წუთზე ნიდერლანდელმა აწ უკვე პენსიაში გასულმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა სტან ვალკიქსმა გახსნა, ასე და ამგვარად „De Kuip“ ზე ანუ „ფეიენოორდის“ სტადიონზე, მინიმალური ანგარიშით „PSV“ ეინდჰოვენმა მოიპოვა ნიდერლანდების საფეხბურთო თასის ჩემპიონის ტიტული, ეს მოხდა 1990 წლის 25 აპრილს.2010 წელს არნემის ვიტესი შეიძინა ქართველმა ბიზნესმენმა, მერაბ ჟორდანიამ, რომელიც არის რუსი ოლიგარქის, ლონდონური ჩელსის მფლობელის, რომან აბრამოვიჩის ახლო მეგობარი, ვიტესსა და ჩელსის შორის ჩამოყალიბდა მეგობრული ურთიერთობები და ჩელსიმ ვიტესში ბევრი ახალგაზრდა ყმაწვილი გაანათხოვრა, მათ შორის არიან: სერბი ნახევარმცველი ნემანია მატიჩი, ფრანგი ნახევარმცველი გაელ კაკუტა, ჩეხი ცენტრალური მცველი თომაშ კალასი და ნიდერლანდელი მარცხენა მცველი პატრიკ ვან აანჰოლტი.

ვიტესი 2012-2013 წლის სეზონში ერედივიზიის მეოთხე ადგილოსანი გახდა და ავტომატურად მოიპოვა უეფას ევროპის ლიგის შესარჩევში მონაწილეობის უფლება, ვიტესი მესამე საკვალიფიკაციო რაუნდიდან ჩაერთო, ეს ყველაფერი კი ნიდერლანდელი მწვრთნელის, ფრედ რუტენის დამსახურება იყო, რომელიც ბრწყინვალე სეზონის შემდეგ წავიდა ვიტესიდან და მისი ადგილი ასევე ნიდერლანდელმა მწვრთნელმა პიტერ ბოსმა დაიკავა. 2013 წლის ივლისში ვიტესის 2 ძირითადი ფეხბურთელი გაასხვისა ვიტესმა. ესენი იყვნენ ნიდერლანდელი ნახევარმცველი მარკო ვან გინკელი, რომელიც ჩელსიში გაუშვეს 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ და აგრეთვე გაუშვეს კოტ დიუვარელი შემტევი უილფრიდ ბონი, იგი შეიძინა პრემიერ ლიგაში მოასპარეზე უელსურმა კლუბმა „სუონსიმ“ 13,8 მილიონ ევროდ, ვან გინკელი 2013 წლის "წლის ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად" დასახელდა, ვილფრიდ ბონიმ კი 31 გატანილი გოლით, ერედივიზიის ბომბარდირისა და საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მიიღო.

სტადიონირედაქტირება

 
გელრედომი

ვიტესი საშინაო თამაშებს გელრედომზე ატარებს, ამ სტადიონს სხვა ფუნქციაც აქვს, მისი ტრანსფორმირებაა შესაძლებელი საჭირო მომენტებში, იქნება ეს კონცერტი თუ სხვა. სტადიონის მშენებლობა დაიწყო 1998 წელს და დამთავრდა 2000 წელს. ეს სტადიონი აშენდა 2000 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც ნიდერლანდებმა და ბელგიამ ერთობლივად ჩაატარეს, ფეხბურთისათვის მისი მაქსიმუმი ტევადობა 25 ათასია, ხოლო სხვადასხვა წარმოდგენებისათვის 34 ათასი, გასულ წელს კი ამ სტადიონზე საშუალო დასწრება 20 ათასზე ცოტათი ნაკლები იყო. არნემის ვიტესის საშინაო თამაშების წინა სტადიონი იყო Nieuw Monnikenhuize-ი.

მფლობელობარედაქტირება

2010 წლის 16 აგვისტოს, ყოფილი ქართველი ფეხბურთელი და ახლა უკვე ბიზნესმენი, მერაბ ჟორდანია არნემის საფეხბურთი კლუბ ვიტესის ფლობელი გახდა. ჟორდანიას ამბიცია იყო ვიტესი გამხდარიყო ერედვიზიეს გამარჯვებული უახლოეს 3 წელიწადში, მისი პირველი ნაბიჯი იყო ახალგაზრდა 8 ფეხბურთელის ვიტესში მოყვანა, რომელთაგან არც ერთი არ იყო ვარსკვლავი ფეხბურთელი. ვიტესის უცაბედა მფლობელის შეცვლამ დიდი კამათი გამოიწვია. ზოგი კომენტატორი კამათობდა, რომ ეს იქნებოდა იმის ტოლფასი რაც მოხდა ინგლისში, ფინანსური გლობალიზაციის და შესაძლო გრძელვადიანი დესტაბილიზაციის, ამგვარ პოზიციაზე იდგა ადგილობრივი პრესა.

შემადგენლობარედაქტირება

ნომერი პოზიცია მოთამაშე
1   მეკარე ელოი რუმი
2   მცველი სემ ჰაჩინსონი(იჯარით ჩელსიდან)
3   მცველი დენ მორი
5   მცველი კელვინ ლერდამი
6   მცველი ფრანკ ვან დერ სტურიკი
7   ნახევარმცველი მარკო ვეჯინოვჩი
8   თავდამსხმელი ვალერი ყაზაიშვილი
9   თავდამსხმელი ურო დურდევიჩი
10   ნახევარმცველი დეივი პროპერი
11   თავდამსხმელი დენის ოლინიკი
14   თავდამსხმელი აბიოლა დაუდა
15   მცველი არნოლდ კრეისვეიკი
17   ნახევარმცველი ლუკას პიაზონი(იჯარით ჩელსიდან)


19   თავდამსხმელი კრისტიან ატსუ(იჯარით ჩელსიდან)
ნომერი პოზიცია მოთამაშე
20   ნახევარმცველი ზაქარია ლაბიადი(იჯარით სპორტინგიდან)
21   მეკარე მარკო მეერიტსი
22   მეკარე პიეტ ველთუიზენი
23   მცველი იან-არიე ვან დერ ჰეიდენი
25   ნახევარმცველი ჯინო ბოში
27   თავდამსხმელი ბერტრან ტრაორე
30   ნახევარმცველი რენატო იბარა
34   ნახევარმცველი თეო იანსენი
35   მცველი როჩდი აჩენტეჰი
37   მცველი გურამ კაშია ( )
38   მცველი პატრიკ ვან აანჰოლტი(იჯარით ჩელსიდან)
39   ნახევარმცველი ვიმილო ვინკი
40   მცველი კევინ დიკსი
48   მეკარე იეროენ ჰოუენი

ვიტესის მწვრთნელები 1914 წლიდანრედაქტირება

ხელმძღვანელობარედაქტირება

თანამდებობა ვნაობა კლუბში
კლუბის მფლობელი   მერაბ ჟორდანია 16 აგვისტო 2010
პრეზიდენტი   მერაბ ჟორდანია 1 ოქტომბერი 2010
მმართველი დირექტორი   ჯუსტ დე ვიტი 16 მაისი 2013
ტექნიკური დირექტორი   ტედ ვან ლეუვენი 1 ივლისი 2008
მთავარი მწვრთნელი   პიტერ ბოსი 19 ივნისი 2013
მწვრთნელის ასისტენტი   ჰენდრი კრუზენი 19 ივნისი 2013
მწვრთნელის ასისტენტი   ალბერტ კაპელას ჰერმსი 15 ნოემბერი 2010
მწვრთნელის ასისტენტი   ანდრე პაუსი 28 ივნისი 2013
მწვრთნელის ასისტენტი (მეკარეთა მწვრთნელი)   რაიმონდ ვან დერ გოუვი 1 ივლისი 2009

ტიტულებირედაქტირება

ლიგარედაქტირება

მეორე ადგილი (6): 1897-98, 1898-99, 1902-03, 1912-13, 1913-14, 1914-15
მესამე ადგილი (1): 1997-98
ჩემპიონი (2): 1976-77, 1988-89
მეორე ადგილი (2): 1959-60, 1973-74
ჩემპიონი (1): 1965-66

თასირედაქტირება

ფინალისტი (3): 1912, 1927, 1990

ინდივიდუალური მიღწევებირედაქტირება

სქოლიორედაქტირება