გელრედომი — სპორტული სტადიონი ნიდერლანდების ქალაქ არნემში. ძირითადად გამოიყენება საფეხბურთო მატჩებისათვის. არის არნემის ვიტესის საშინაო მოედანი. იტევს 25 000 მაყურებელს.

გელრედომი
სრული სახელი გელრედომი
მდებარეობა არნემი, ნიდერლანდები
აშენდა 1998-2000
გაიხსნა 2000
მესაკუთრე ვიტესის ხელმძღვანელობა
საფარი ბუნებრივი
ტევადობა 25 000 (ფეხბურთი)
34.000 (კონცერტები)
გუნდები
ვიტესი

ვიტესი საშინაო თამაშებს გელრედომე ზე ატარებს, ამ სტადიონს სხვა ფუნქციაც აქვს, მისი ტრანსფორმირებაა შესაძლებელი საჭირო მომენტებში, იქნება ეს კონცერტი თუ სხვა. სტადიონის მშენებლობა დაიწყო 1998 წელს და დამთავრდა 2000 წელს. ეს სტადიონი აშენდა 2000 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც ნიდერლანდებმა და ბელგიამ ერთობლივად ჩაატარეს, ფეხბურთისათვის მისი მაქსიმუმი ტევადობა 25 ათასია, ხოლო სხვადასხვა წარმოდგენებისათვის 34 ათასი, გასულ წელს კი ამ სტადიონზე საშუალო დასწრება 20 ათასზე ცოტათი ნაკლები იყო.

არნემის ვიტესის საშინაო თამაშების წინა სტადიონი იყო Nieuw Monnikenhuize.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: