გურამ კაშია
გურამ კაშია (დ. 4 ივლისი, 1987, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ ბრატისლავის „სლოვანის“ მცველი. 2012 და 2013 წლებში დასახელდა საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.[1].
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 4 ივლისი, 1987 | ||
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 185 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ცენტრალური მცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | სლოვანი ბრატისლავა | ||
ნომერი | 4 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2003–2006 | დინამო თბილისი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2003–2010 | დინამო თბილისი | 145 | (13) |
2010–2018 | ვიტესი | 257 | (22) |
2018–2020 | სან-ხოსე ერთქვეიქსი | 43 | (0) |
2021 | ლოკომოტივი თბ. | 16 | (4) |
2021– | სლოვანი ბრატისლავა | 75 | (6) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2007–2009 | საქართველო 21-წლ. | 10 | (2) |
2009– | საქართველო | 120 | (3) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 16 სექტემბერი, 2024 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 11 ოქტომბერი, 2024 |
კარიერა
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირება„დინამო“ თბილისი
რედაქტირებაგურამ კაშია 2003–2010 წლებში თბილისის „დინამოში“ თამაშობდა, ამ პერიოდის მანძილზე საკლუბო დონეზე მოგებული აქვს უამრავი ტიტული. კაშია დინამოს პირველ გუნდში 2006-07 წლების სეზონიდან გამოდიოდა. ამ სეზონში იგი ძირითადად შეცვლებზე შემოდიოდა, ხოლო მომდევნო სეზონიდან კი გუნდის შეუცვლელ ფეხბურთელად იქცა, მოიგო უმაღლესი ლიგა, თასი და სუპერთასი.
„ვიტესი“
რედაქტირება2010 წლიდან გურამ კაშია ჰოლანდიის ერედივიზიის კლუბ „ვიტესის“ წამყვანი მცველი იყო. კაშია იყო გუნდის კაპიტანი და 2017 წელს მისი ლიდერობით გუნდმა ნიდერლანდების თასიც მოიგო. 2015 წლის აგვისტოში კაშია დასახელდა ერედივიზიას თვის საუკეთესო მოთამაშედ.[2]
„სან-ხოსე ერთქვეიქსი“
რედაქტირება2018 წელს შეუერთდა ამერიკულ „სან-ხოსე ერთქვეიქსს“, რომელიც 2020 წელს დატოვა.
„ლოკომოტივი“ თბილისი
რედაქტირება2021 წლის თებერვალში გახდა თბილისის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელი.
სანაკრებო კარიერა
რედაქტირება„დინამოს“ შემადგენლობაში წარმატებული გამოსვლის შემდეგ მიიწვიეს ჯერ საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში, ჩაატარა 10 მატჩი და გაიტანა 2 გოლი. შემდეგ მიიწვიეს ეროვნულ ნაკრებში. მისი სანაკრებო დებიუტი შედგა 2009 წელს, ჩერნოგორიის წინააღმდეგ.
სანაკრებო სტატისტიკა
რედაქტირება- განახლდა: 11 ოქტომბერი, 2024
ეროვნული ნაკრები | წელი | მატჩი | გოლი |
---|---|---|---|
საქართველო |
2009 | 4 | 0 |
2010 | 2 | 0 | |
2011 | 6 | 0 | |
2012 | 8 | 1 | |
2013 | 8 | 0 | |
2014 | 5 | 0 | |
2015 | 10 | 0 | |
2016 | 8 | 0 | |
2017 | 10 | 0 | |
2018 | 9 | 1 | |
2019 | 9 | 0 | |
2020 | 3 | 0 | |
2021 | 10 | 0 | |
2022 | 9 | 1 | |
2023 | 9 | 0 | |
2024 | 10 | 0 | |
ჯამში | 120 | 3 |
მიღწევები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირება- ნიდერლანდების თასი: 2016–17
- სლოვაკეთის ჩემპიონი: 2021–22, 2022–23, 2023–24
ინდივიდუალური
რედაქტირება- საქართველოს წლის ფეხბურთელი: 2012, 2013
- „ვიტესის“ წლის ფეხბურთელი: 2015–16
- სლოვაკეთის სუპერლიგის სეზონის გუნდის წევრი: 2021–22, 2022–23, 2023–24[3]
ჯილდოები
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გურამ კაშია — უეფა-ს ოფიციალურ საიტზე
- გურამ კაშია — საქართველოს ეროვნული ლიგის ოფიციალურ საიტზე
- გურამ კაშია — საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ საიტზე
თემატური საიტები |
---|
AS.com · BDFA · BDFutbol · EU-football.info · FBref.com · FootballDatabase.eu · MLS · Soccerway · playmarkerstats.com · Transfermarkt · UEFA.com |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2012 წლის საუკეთესო ფეხბურთელად გურამ კაშია დაასახელა
- ↑ Guram Kashia was Named as the Best Player of August in Dutch Championship
- ↑ კაშია სიმბოლურში მოხვდა, ვაისი საუკეთესოდ აღიარეს
- ↑ ფეხბურთის ეროვნული ნაკრები და ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენებით დაჯილდოვდნენ
- ↑ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი — პრეზიდენტის ჯილდო კაშიას