კახაბერ კაჭარავა

ქართველი ფეხბურთელი

კახაბერ „კახა“ კაჭარავა (დ. 19 სექტემბერი, 1966, სენაკი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და მწვრთნელი. თამაშობდა თავდამსხმელისა და ნახევარმცველის პოზიციაზე. სხვადასხვა დროს იცავდა საქართველოს, კვიპროსის, თურქეთის, გერმანიის საფეხბურთო კლუბებისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას. 1989–1992 წლებში თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში ჩატარებულ 96 შეხვედრაში 54 გოლი გაიტანა.

კახა კაჭარავა
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
კახაბერ კაჭარავა
დაბადების
თარიღი
19 ნოემბერი, 1966 (1966-11-19) (58 წლის)
დაბადების
ადგილი
სენაკი,
საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
სიმაღლე 184 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ნახევარმცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1985 სამეგრელო ჩხოროწყუ
1986–1987 ლოკომოტივი სამტრედია 47 (7)
1988 ტორპედო ქუთაისი 29 (15)
1989–1992 დინამო თბილისი 96 (54)
1992–1994 ოლიმპიაკოსი ნიქოზია 45 (20)
1994 ტრაბზონსპორი 7 (2)
1995 დინამო თბილისი 1 (0)
1995–1996 ტენის-ბორუსია ბერლინი 1 (7)
1996–1998 ჰომბურგი 61 (19)
1998–2000 ვალდჰოფი 5 (1)
2000–2001 იბერია სამტრედია 1 (0)
ეროვნული ნაკრები
1992–1994 საქართველო 2 (1)
სამწვრთნელო კარიერა
2006 დინამო თბილისი
2009–2011 დინამო თბილისი
2012–2013 ზესტაფონი
2013 საქართველო 19 წლ.
2013–2017 სპარტაკი ცხინვალი
2017–2018 დინამო თბილისი
2019– სამტრედია
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

2002–2003 წლებში მწვრთნელად მუშაობდა თბილისის „დინამოს“ აკადემიაში. 2003–2004 წლებში წვრთნიდა თბილისის „ლოკომოტივს“, ხოლო 2006 წელს სამუშაოდ გადავიდა თბილისის „დინამოში“, სადაც მთავარი მწვრთნელის პოსტი 2009 წლის მარტში დაიკავა, პოსტიდან რაინერ ცობელის გათავისუფლების შემდეგ. 2010 წლის ნოემბერში კაჭარავამ პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა. მაგრამ მალევე, დინამოს ახალმა პრეზიდენტმა რომან ფიფიამ გუნდში დააბრუნა. საბოლოოდ, 2011 წლის ივნისში, კაჭარავა ალექს გარსიამ შეცვალა.[1] მას შემდეგ მოღვაწეობდა „ზესტაფონსა“ და საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში, 2013 წლიდან 2017 წლამდე კი ცხინვალის „სპარტაკის“ მწვრთნელი იყო.

2017 წლის თებერვლიდან 2018 წლის ნოემბრამდე კვლავ თბილისის „დინამოს“ ედგა სათავეში.[2][3][4][5][6]

მიღწევები

რედაქტირება
  დინამო თბილისი
უმაღლესი ლიგა

სამწვრთნელო

რედაქტირება
  დინამო თბილისი
უმაღლესი ლიგა
საქართველოს თასი
საქართველოს სუპერთასი
  • ფინალისტი: 2009
  ზესტაფონი
საქართველოს სუპერთასი
  • თასის მფლობელი: 2012

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ლაშა თაბაგარი (31 მაისი, 2011). „დინამო“ ესპანელ მწვრთნელს ხვალ წარადგენს. საფეხბურთო კლუბი თბილისის „დინამო“ ახალ მთავარ მწვრთნელს, ალექს გარსიას ხვალ, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ 14:30 საათზე წარადგენს. დინამოელთა პრეს-ატაშე გიგა გვენცაძემ „მსოფლიო სპორტს“ აცნობა, რომ 41 წლის ესპანელი თბილისს დღეს, 23:45 საათზე ეწვევა — მას ფიზმომზადების მწვრთნელი მარკ უგეტი და „დინამოს“ აკადემიის მომავალი ხელმძღვანელი ანდრეს კარასკო არ ჩამოყვებიან. შეგახსენებთ, რომ გარსია 2007–2009 წლებში „ბარსელონაში“ ჟუვენილ A-ს წვრთნიდა, ხოლო ბოლოს კატალონიელთა ტექნიკურ დეპარტამენტში მუშაობდა. ესპანელმა „დინამოს“ თავკაცის პოსტზე კახა კაჭარავა შეცვალა, რომელიც კლუბში მწვრთნელ-სელექციონერად იმუშავებს. საინფორმაციო სააგენტო „მსოფლიო სპორტი“. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი, 2018.
  2. კახი კაჭარავას მატჩისშემდგომი კომენტარი. ეროვნული ლიგის მეცამეტე ტურის დასრულებული შეხვედრის შემდეგ, რომელშიც „დინამომ“ „სამტრედიას“ 3–2 მოუგო, თბილისელთა თავკაცმა კახი კაჭარავამ ჟურნალისტებთან ჩატარებული მატჩი შეაფასა. 21.05.2017. fcdinamo.ge. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი, 2018.
  3. კახა კაჭარავა: როცა საქმე ეხება თბილისის „დინამოს“, მიზანი ყოველთვის მაქსიმალურია. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი მეორე თურქული შეკრებიდან დაბრუნდა და ეროვნული ლიგის სტარტისთვის მზადებას თბილისში აგრძელებს. 01.03.2018. fcdinamo.ge. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი, 2018.
  4. კახა კაჭარავა: რამდენი შემიძლია ჩამოვთვალო და ეს ჩემი ყველაზე დიდი მიღწევაა. თბილისის „დინამომ“ ეროვნულ ლიგაში პირველ ტურში მარცხის შემდეგ მიჯრით სამი თამაში მოიგო. თბილისელები კარგ ფორმაში იმყოფებიან და მომდევნო ტურში საჩხერის „ჩიხურას“ იღებენ. საინტერესოა, რა ვითარებაა ამჟამად კლუბში, როგორ აფასებს გუნდის მწვრთნელი გაწეულ სამუშაოს და რა გეგმები აქვს „დინამოს“. 04.04.2018. fcdinamo.ge. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი, 2018.
  5. კახა კაჭარავა: თუ ირწმუნებ, ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია. თბილისის „დინამომ“ დედაქალაქური დერბი წააგო „ლოკომოტივთან“ და ლიდერ „საბურთალოს“ 5 ქულით ჩამორჩა. ბევრი ლაპარაკობს იმაზე, რომ საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს, რომელიც ძალიან ახალგაზრდული შემადგენლობით თამაშობს, პატარა ჩავარდნა აქვს. 18.05.2018. fcdinamo.ge. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი, 2018.
  6. კახა კაჭარავა თბილისის „დინამოდან“ წავიდა. კახა კაჭარავამ თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ეს გადაწყვეტილება ქართველმა სპეციალისტმა საქართველოს თასის ნახევარფინალში „გაგრასთან“ მარცხის (0–1) შემდეგ მიიღო. 52 წლის მწვრთნელი თბილისურ გრანდში 2017 წელს დაინიშნა. ის „დინამოსთან“ ერთად საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა, მისი ხელმძღვანელობით კი გუნდი მიმდინარე სეზონში მეორე პოზიციას იკავებს და ჩემპიონობის შანსი, პრაქტიკულად, დაკარგული აქვს. კახა კაჭარავას შესაძლო შემცვლელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. 08.11.2018. sportall.ge. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი, 2018.