რომან ფიფია
რომან ფიფია (დ. 8 აპრილი, 1966, გაგრა, საქართველოს სსრ) — ქართველი ბიზნესმენი, ჯგუფი „ლოიალ კაპიტალ გრუპის“ დამფუძნებელი და თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტი.[1]
ბიოგრაფია
რედაქტირებარომან ფიფია დაიბადა 1966 წლის 8 აპრილს, გაგრაში, აფხაზეთის არ. სკოლის დამთავრების შემდეგ საცხოვრებლად ქალაქ სარატოვში გადავიდა და შემდგომი საგანმანათლებლო და პროფესიული კარიერა რუსეთის ფედერაციაში გააგრძელა. ქართველმა ბიზნესმენმა 1996 წელს დაამთავრა მოსკოვის მომხმარებელთა კორპორაციის ინსტიტუტი, 1999 წელს მიენიჭა ეკონომიკური მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
პროფესიული და ბიზნეს გამოცდილება
რედაქტირებარომან ფიფიამ საქმიანი და პროფესიული კარიერა რუსეთის ფედერაციაში დაიწყო. იგი აქტიურად იყო ჩართული რუსეთის სხვადასხვა ბიზნეს-სექტორში, როგორც მენეჯერი ან მფლობელი/აქციონერი. 1996 წელს ქართველი ბიზნესმენი სარატოვის ლიქიორის და არყის გამომხდელი ქარხნების გაერთიანების გენერალური დირექტორი გახდა. მისი მმართველობის დროს საწარმო სექტორის ყველაზე თანამედროვე და მოწინავე კომპანიად გადაიქცა. ასევე ჩართული იყო სოფლის მეურნეობის ბიზნესშიც, სასოფლო სამეურნეო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სასოფლო სამეურნეო კომპანიების დაფინანსებაში: 2001 წელს რომან ფიფია სათავეში ჩაუდგა რეგიონულ სასურსათო კომპანია „ზერნო პოვოლჟიას“. 2002 წლიდან კორპორაცია „აგროროსის“ ხელმძღვანელი გახდა, რომლის საქმიანობაც ხორბლის შენახვასა და ფქვილის დაფქვას მოიცავდა. 2007 წლიდან - დღემდე რომან ფიფიამ თავისი ბიზნეს საქმიანობა საქართველოში გააფართოვა და რამდენიმე მიმზიდველი ბიზნეს-პროექტი განახორციელა. („ლოიალ კაპიტალ გრუპი“; ჰაიატ რიჯენსი;[2] შპს „რუსთავის აზოტი“;„დინამო თბილისის“ რეორგანიზაცია.)
რუსულ პრესაში ხშირად წერდნენ, რომ რუსეთში მასზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, რის გამოც რომან ფიფიამ ქვეყანა დატოვა და საფრანგეთში, ლაჟვარდოვანი ნაპირის უმსხვილეს ქალაქში, ნიცაში გადაბარგდა. თუმცა, რუსულ პრესაში გამოქვეყნებული ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.[3]
დინამო თბილისი
რედაქტირება2011 წლის იანვარში რომან ფიფიამ შეიძინა თბილისის „დინამო“ და მისი მოსვლის პირველივე დღიდან დაიწყო კლუბის სრული მოდერნიზაცია.[4] იმავე წელს ქართველმა ბიზნესმენმა ანდრო ჟორდანიას სახელობის საწვრთნელ ბაზაზე დიდი მოცულობის სამუშაო ჩაატარა და ინფრასტრუქტურა ევროპული დონის და შესაბამისი სტანდარტების მიხედვით განაახლა, ასევე განხორციელდა დიღმის საწვრთნელი ბაზის რეკონსტრუქცია. „დინამოს“ საწვრთნელი ბაზა დღეს ერთ-ერთი საუკეთესოა რეგიონში. დინამო არენაზე ჩატარდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები, მოწესრიგდა ფიფა-უეფა-ს სტანდარტების შესაბამისად, შედეგად კი უეფა-ს სუპერთასის მასპინძლობა საქართველოსთვის რეალური გახდა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ რომან ფიფიას პროფილი დინამოს ოფიციალურ საიტზე
- ↑ ჰაიატ რიჯენსის შესახებ (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-15. ციტირების თარიღი: 2015-04-08.
- ↑ ”დინამოს” პრეზიდენტი საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას მომავალშიც აპირებს, საინფორმაციო სააგენტო „ბიზნესპრესნიუსი“, 3 ოქტომბერი, 2014.
- ↑ რომან ფიფია: “დინამო” უნდა დაბრუნდეს!”, საინფორმაციო სააგენტო „მსოფლიო სპორტი“, 9 დეკემბერი, 2010.