ლოკომოტივი თბილისი (საფეხბურთო კლუბი)

(გადამისამართდა გვერდიდან ლოკომოტივი (თბილისი))

ლოკომოტივი თბილისიქართული საფეხბურთო კლუბი თბილისიდან. დაარსდა 1936 წელს. ასპარეზობს საქართველოს უმაღლეს ლიგაში. უეფა-ს თასის გათამაშებაში პირველად მონაწილეობა მიიღო 1999 წელს (C3, სეზონი 1999/2000).

ლოკომოტივი თბილისი
logo
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი
ლოკომოტივი თბილისი
დაარსდა 14 აგვისტო, 1936
სტადიონი მიხეილ მესხის სტადიონი
თბილისი, საქართველო
(ტევადობა: 24,680)
პრეზიდენტი საქართველოს დროშა ლექსო თოფურია
მწვრთნელი საქართველოს დროშა რევაზ გოცირიძე
ლიგა ეროვნული ლიგა 2
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

საფეხბურთო კლუბი „ლოკომოტივი“ სსრ კავშირის სახკომსაბჭოს დადგენილებით 1936 წლის 14 აგვისტოს დაარსდა. იგი რკინიგზის ტრანსპორტის მუშაკთა საკავშირო ნებაყოფლობით სპორტულ საზოგადოებას წარმოადგენდა, რომელშიც გაერთიანდნენ დარგის მუშაკები, ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი, რკინიგზის წარმოება-დაწესებულებათა, სატრანსპორტო მშენებლობისა და მეტროპოლიტენის მოსამსახურეები. აგრეთვე, რკინიგზის სამინისტროს სისტემაში შემავალი უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების სტუდენტები და მოსწავლეები.

გამოდიოდა ომც „ლოკომოტივი“ (1988-89), „მერანის“ (1990-93), „მერანი-ბაჩოს“ (1993-95) სახელწოდებით. თამაშობდა სსრკ ჩემპიონატების უმაღლეს (1938, 40), პირველ (1939, 1946-48, 1959-70), მეორე (1936-37, 1981-82, 1984-86, 1988-89) ლიგებში და საქართველოს სსრ ჩემპიონატის პირველ ჯგუფში (1937, 1943, 1945, 1955-56, 1971-75, 1983). 1990 წლიდან მონაწილეობს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატებში: უმაღლეს (1997 წლიდან), პირველ (1991-95, 1996-97) და მეორე (1990-91) ლიგებში. საქართველოს ჩემპიონატის ორგზის მეორე (2001, 02) და მესამე (1999) პრიზიორი. საქართველოს თასის სამგზის მფლობელი (2000, 02, 05) და ფინალისტი (2001). ევროპის საკლუბო ტურნირებში მონაწილეობს 1999 წლიდან. უეფას თასზე ითამაშა 10 მატჩი (1 მოგება, 3 ფრე, 6 წაგება).

სტადიონი

რედაქტირება

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი — სტადიონი თბილისში, ყოფილი „ლოკომოტივი“. აქ ტარდება შეჯიბრებები ფეხბურთსა და მსუბუქ ათლეტიზმში. საფეხბურთო კლუბი „ლოკომოტივის“ საშინაო მოედანია. სტადიონი 24 680 მაყურებელს იტევს. აქვე ხშირად ტარდება საქართველოს შიდა ჩემპიონატის მატჩები. სტადიონს განთქმული ქართველი ფეხბურთელი მიხეილ მესხის სახელი ჰქვია. სტადიონი ტევადობით მეორეა საქართველოში, ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონის შემდეგ.

შემადგენლობა 2021

რედაქტირება

მონაცემები აღებულია „Crystalbet ეროვნული ლიგის“ ოფიციალური საიტიდან 2021 წლის 9 ნოემბრის მონაცემებით.[1]

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე   საქართველო რევაზ თევდორაძე
2 მცველი   საქართველო რატი მჭედლიშვილი
3 მცველი   საქართველო ალექსანდრე გურეშიძე
4 მცველი   საქართველო გიორგი პირტახია
5 მცველი   საქართველო ალექსანდრე ანდრონიკაშვილი
6 ნახევარმცველი   საქართველო ბექა დარცმელია
7 თავდამსხმელი   საქართველო ირაკლი სიხარულიძე
8 ნახევარმცველი   საქართველო დავით სამურკასოვი
9 თავდამსხმელი   საქართველო მამია გავაშელიშვილი
10 ნახევარმცველი   ნიდერლანდები ულად-ომარ იმრანი
11 ნახევარმცველი   საქართველო თეიმურაზ შონია
12 მეკარე   ნიდერლანდები მარკ სპენკელინკი
13 მეკარე   საქართველო სოსო კოპალიანი
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
15 მცველი   სენეგალი ადამა ვადი
16 მცველი   საქართველო ნიკა სანდოხაძე
17 ნახევარმცველი   საქართველო ლუკა კეკელიძე
18 ნახევარმცველი   საქართველო ირაკლი ჭიაბრიშვილი
19 ნახევარმცველი   საქართველო კახა კახაბრიშვილი
20 თავდამსხმელი   საქართველო გიორგი იაკობიძე
21 ნახევარმცველი   საქართველო გიორგი დიასამიძე
22 ნახევარმცველი   საქართველო თორნიკე კირკიტაძე
23 ნახევარმცველი   საქართველო გივი მუკბანიანი
27 მცველი   საქართველო გიორგი გაბაძე
33 მცველი   საქართველო ბექა ბუიღლიშვილი
35 მცველი   საქართველო გიორგი ქველაძე
40 მცველი   საქართველო დავით უბილავა

2017 წლის ტრანსფერები

რედაქტირება

მოვიდნენ

რედაქტირება
პოზ. ფეხბურთელი ყოფილი კლუბი
მეკარე   ბექა ქურდაძე   საბურთალო
მცველი   გიორგი რეხვიაშვილი   ჩიხურა საჩხერე
მცველი   გულვერდ თომაშვილი   ცხინვალი
მცველი   თეიმურაზ ღონღაძე   დილა გორი
მცველი   აკაკი ქიმერიძე   35-ე სკოლა
ნახევარმცველი   ალექსანდრე ანდრონიკაშვილი   35-ე სკოლა
ნახევარმცველი   ზურაბ მენთეშაშვილი   ნორჩი დინამოელი
ნახევარმცველი   ირაკლი კომახიძე   შუქურა ქობულეთი
ნახევარმცველი   ნოდარ ქავთარაძე   თავისუფალი აგენტი
თავდამსხმელი   ვატო არველაძე   ლოკომოტივი თბილისი 19 წლ.
თავდამსხმელი   ირაკლი ბუღრიძე   ლოკომოტივი თბილისი 19 წლ.
თავდამსხმელი   ირაკლი სიხარულიძე   სიონი ბოლნისი

* — იჯარით
** — იჯარიდან

წავიდნენ

რედაქტირება
პოზ. ფეხბურთელი ახალი კლუბი
მეკარე   ლაზარე კუპატაძე   საბურთალო
მცველი   გიორგი გეთიაშვილი   გაგრა
მცველი   გიორგი ფოფხაძე   დილა გორი
მცველი   ბორის მახარაძე   შუქურა ქობულეთი
ნახევარმცველი   ირაკლი კლიმიაშვილი   შუქურა ქობულეთი
ნახევარმცველი   ალეკო მზევაშვილი   ჭიათურა
ნახევარმცველი   გიორგი კუხიანიძე   ტორპედო ქუთაისი
ნახევარმცველი   ნიკა წივწივაძე   ცხინვალი
ნახევარმცველი   ომარ პატარკაციშვილი   შევარდენი-1906 თბილისი
ნახევარმცველი   ვაჟა ქიქავა   თავისუფალი აგენტი
თავდამსხმელი   დავით ჩაგელიშვილი   სამტრედია
თავდამსხმელი   მათე ვაწაძე   ვიბორგი
თავდამსხმელი   ლუკა ზარანდია   არკა გდინია
თავდამსხმელი   დათო დარციმელია   თავისუფალი აგენტი

* — იჯარით
** — იჯარიდან

ტიტულები

რედაქტირება

ლოკომოტივის მწვრთნელები

რედაქტირება
პერიოდი მწვრთნელი ტიტ. რაოდ. ტიტული
2013 —   ვასილ მაისურაძე
2010 — 2013   ჟერარდ სარაგოსა
2010 — 2013   გელა სანაია
2007 — 2010   გიორგი კიკნაძე
2006 — 2007   ამირან მინაშვილი
2005   ნოდარ აკობია
1936 — 2005

ლოკომოტივის ბომბარდირები

რედაქტირება
წელი ფეხბურთელი ქვეყანა გოლები
2014-15 მამია გავაშელიშვილი   საქართველო 45
2013-14 გიორგი არაბიძე   საქართველო 8
2012-13 დავით ჯიქია   საქართველო 18
2011-12 დავით ჯიქია   საქართველო 9
2009-10 ლევან ცქიტიშვილი   საქართველო 4
2008-09 ლევან ცქიტიშვილი   საქართველო 6

ევროთასებზე

რედაქტირება
სეზონი ტურნირი ეტაპი კლუბი შინ გასვლითი
1999-2000 უეფა-ს თასი საკვალიფიკაციო ეტაპი   ლინფილდი 1-0 1-1
პირველი ეტაპი   პაოკი 0-7 0-2
2000-2001 საკვალიფიკაციო ეტაპი   სლოვან ბრატისლავა 0-2 0-2
2001-2002 საკვალიფიკაციო ეტაპი   ბირკირკარა 1-1 0-0
2002-2003 პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი   კოპენჰაგენი 1-4 1-3
2005-2006 საკვალიფიკაციო ეტაპი   ბანანცი 0-2 3-2
2008 უეფა-ს ინტერტოტოს თასი პირველი რაუნდი   ეტცელა 2-2 0-0
2020-2021 უეფა-ს ევროპის ლიგა პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი   კრაიოვა 2-1 -
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი   დინამო მოსკოვი 2-1 -
მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი   გრანადა - 0-2

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ლოკომოტივი - ეროვნული ლიგა (erovnuliliga.ge)