ალექს გარსია
ალეხანდრო 'ალექს' გარსია კასანასი (დ.14 იანვარი, 1970, ბარსელონა) — ვეტერანი ესპანელი ფეხბურთელი, პოზიციით ცენტრალური მცველი, შემდგომში მწვრთნელი.
ალექს გარსია თბილისის „დინამოში“ | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ალეხანდრო გარსია კასანასი | ||
დაბადების თარიღი | 14 იანვარი, 1970 | ||
დაბადების ადგილი | ბარსელონა, ესპანეთი | ||
სიმაღლე | 180 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ცენტრალური მცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1984–1988 | ბარსელონა | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1988–1993 | ბარსელონა B | 118 | (6) |
1993–1995 | ბარსელონა | 0 | (0) |
1993–1994 | → რაიო ვალიეკანო (იჯარით) | 22 | (0) |
1994–1995 | → პალამოსი (იჯარით) | 32 | (0) |
1995–1998 | კადისი | 69 | (0) |
1998–1999 | გრანადა | 31 | (0) |
1999–2000 | ხიმნასტიკი ტარაგონა | 6 | (0) |
2000–2001 | კორნელია | ||
ეროვნული ნაკრები | |||
1987–1988 | ესპანეთი 18 წლ. | 5 | (0) |
1988–1989 | ესპანეთი 19 წლ. | 3 | (0) |
1989–1990 | ესპანეთი 20 წლ. | 2 | (0) |
1990–1992 | ესპანეთი 21 წლ. | 5 | (0) |
1991–1992 | ესპანეთი 23 წლ. | 3 | (0) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
2001–2003 | ბარსელონა (ახალგაზრდული) | ||
2003–2005 | კატალონია 18 წლ. | ||
2005–2009 | ბარსელონა (ახალგაზრდული) | ||
2011–2012 | დინამო თბილისი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
მას კონტრაქტი ჰქონდა ბარსელონასთან ადრეულ კარიერაში, თუმცა პირველ გუნდში იშვიათად ხვდებოდა, მაგრამ გამოირჩეოდა შედარებით დაბალი ლიგის გუნდებში, ლა ლიგაში გამოჩნდა რაიო ვალეკანოსთან ერთად.
მოგვიანებით გარსია მუშაობდა მწვრთნელად მის პირველ გუნდში (ახალგაზრდობის).
სათამაშო კარიერა
რედაქტირებადაიბადა ბარსელონაში, კატალონია. 14 წლის ასაკში ჩაირიცხა ბარსელონას ახალგაზრდულ აკადემიაში. მან გაატარა 2 მთლიანი სეზონი სეგუნდა დევიზიონში B გუნდთან ერთად.
1990–91 წლის სეზონში გარსიამ ითამაშა სამი მატჩი ბლაუგრანას შემადგენლობაში: ორივე მატჩი ესპანეთის სუპერთასის 1990 წლის სეზონის შეხვედრაში მადრიდის რეალის წინააღმდეგ (პირველი თამაში 0–1 წააგეს, მეორე კი 1–4 დათმეს სანტიაგო ბერნაბეუზე, ორივე შემთხვევაში გარსიამ მთლიანი 90 წუთი დაჰყო მოედანზე[1].ასევე 28 წუთი ითამაშა 3–2 გასვლაზე მოგებულ მატჩში დინამო კიევის წინააღმდეგ, უეფა–ს თასების მფლობელთა თასის შეხვედრაში, მას შემდეგ რაც შეცვლაზე შემოვიდა მიქაელ ლაუდრუპის ნაცვლად. 1993 წელს კარიერა განაგრძო რაიო ვალეკანოსა და პალამოსში, ორივე გუნდი დაქვეითდა ლა ლიგიდან, ერთადერთი სეზონი, რომელშიც ამ გუნდებთან ერთად უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა იყო 1993–94 წლების.
ხუთი სეზონი გაატარა სეგუნდა დივიზიონი B-ში, გუნდებთან: კადისი, გრანადა და გიმნასტიკთან ერთად, ბოლო სეზონი კი გაატარა მისი მშობლიური რეგიონის მოყვარულთა კლუბ კორნელიაში. კარიერა დაასრულა 2001 წელს 31 წლისამ.
სამწვრთნელო კარიერა
რედაქტირებასათამაშო კარიერის დასრულებისთანავე გარსიამ ხელი მიჰყო მწვრთნელობას, მისი პირველი სამწვრთნელო სამსახური იყო ბარსელონას ახალგაზრდული გუნდი[2]. 2011 წლის ივნისის ბოლოს, მას შემდეგ რაც 2 წელი გავიდა ბარსელონიდან წამოსვლიდან, დაინიშნა თბილისის დინამოს მთავარ მწვრთნელად, შეცვალა კახა კაჭარავა[3].
2012 წლის იანვარში კლუბის ხელმძღვანელობამ, მას მერე რაც დინამომ წააგო ამხანაგური მატჩი შვეიცარიულ იანგ ბოიზთან გადაწყვიტა გარსია თანამდებობიდან მოეხსნა და მის მაგივრად გიორგი დევდარიანი დაინიშნა[4].
ტიტულები
რედაქტირებამოთამაშე
რედაქტირება- ლა ლიგა ჩემპიონი: 1990–91.
სტატისტიკა
რედაქტირებამწვრთნელი
რედაქტირებაგუნდი | ქვეყანა | დაწყ. | დამთ. | რეკორდი | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თ | მ | ფ | წ | მოგება % | გტ | გშ | +/- | ||||
დინამო თბილისი | 29 ივნისი 2011 | 31 იანვარი 2012 | 28 | 15 | 6 | 7 | 53.57 | 53 | 30 | +23 | |
ჯამში | 28 | 15 | 6 | 7 | 53.57 | 53 | 30 | +23 |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Alex, ¿sucesor de Alex...anco? (Alex, after Alex...anco?); El Mundo Deportivo (გაზეთი), 5 December 1990 (ესპანური)
- ↑ Bandera rojiblanca en Can Barça (წითელი და თეთრი დროშა Can Barça–ზე) დაარქივებული 2009-09-28 საიტზე Wayback Machine. ; Ideal, 26 სექტემბერი 2009 (ესპანური)
- ↑ ალექს გარსია:" ჩვენი თამაშით უნდა მოვიზიდოთ მაყურებელი"; მსოფლიო სპორტი, 23 ივნისი 2011
- ↑ ალექს გარსია დინამოს მწვრთნელობიდან გაათავისუფლეს[მკვდარი ბმული]; Rustavi2, 30 იანვარი 2012