გიორგი ჭუმბურიძე (ფეხბურთელი)
გიორგი ჭუმბურიძე (დ. 1912, ზესტაფონის რ-ნი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 24 აპრილი, 1986, თბილისი, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირი) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა მცველის პოზიციაზე. ფეხბურთის გულშემატკივრებში ასევე ცნობილია როგორც ჟორა ჭუმბურიძე. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1938).[4][5][კომ. 1]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | გიორგი ოქროპირის ძე ჭუმბურიძე[1][2] | ||
დაბადების თარიღი | 1912 | ||
დაბადების ადგილი |
ზესტაფონის რ-ნი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია | ||
გარდაცვალების თარიღი | 24 აპრილი, 1986 | ||
გარდაცვალების ადგილი |
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი [3] | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1935 | ზიი თბილისი | ||
1936–1937 | ლოკომოტივი თბ. | ||
1937–1938 | დინამო თბილისი | 27 | (0) |
1939 | ლოკომოტივი თბ. | 16 | (0) |
1941 | სპარტაკი ხარკოვი | 4 | (0) |
1945 | დკა თბილისი | ||
1946 | ლოკომოტივი თბ. | 25 | (0) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1952 | სპარტაკი ნალჩიკი | ||
1957 | ლოკომოტივი ქუთაისი | ||
1960 | სპარტაკი ნალჩიკი | ||
1961 | მეტალურგი ტირნიაუზი | ||
1966 | დილა გორი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
კარიერა
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირებაგიორგი ჭუმბურიძე 1912 წელს ზესტაფონის რაიონში დაიბადა. ფეხბურთის თამაშიც ზესტაფონში დაიწყო და 1926–1927 წლებში იქაურ ნაკრებში გამოდიოდა.[6] მასთან ერთად თამაშობდნენ შემდგომში ცნობილი მსახიობები სერგო და ბუხუტი ზაქარიაძეები, ა. მარუაშვილი და სხვანი.[2][7]
1928 წელს თბილისში გადმოვიდა და მაშინვე „სობოროს პლაცს“[8][9][10] მიაშურა რუსთაველის პროსპექტზე, სადაც მთელი დღე თამაშობდნენ ფეხბურთს. თავდაპირველად იგი ჩარიცხეს ვაჭრობის მუშაკთა კოლექტივში. ამ გუნდმა გამარჯვება მოიპოვა თბილისის პირველობის მესამე კატეგორიაში და გადავიდა მეორეში. მომდევნო წელს გიორგი ჭუმბურიძე შევიდა თბილისის სამშენებლო-საარქიტექტურო ტექნიკუმში.[2]
მწვრთნელებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ნიჭიერი ფეხბურთელი და მიიწვიეს მეორე კატეგორიის გუნდში — „მუშკოოპში“, რომელიც მალე პირველ კატეგორიაში გადავიდა.[კომ. 2]
მალე გიორგი ჭუმბურიძე ჩარიცხეს მაშინდელი სამომხმარებლო კოოპერაციის ძლიერ გუნდში. აქ გამოდიოდნენ ძმები ნესტორ და შალვა ჩხატარაშვილები, სერგო შუდრა, სერგო სიხარულიძე, გოგი აფრიდონიძე და სხვანი.[2]
1935 წელს გიორგი ჭუმბურიძე სასწავლებლად შედის ამიერკავკასიის ინდუსტრიულ ინსტიტუტში, აქაური გუნდი კი მაშინ ერთ-ერთი უძლიერესი იყო კავკასიაში.[კომ. 3] ინსტიტუტის გუნდში იმ ხანებში თამაშობდნენ იური კასრაძე, მიხეილ ბოლოტინი,[11][12] მიხეილ მინაევი, კაკო ყალიჩავა, ვახტანგ რამიშვილი, ვლადიმერ ჯორბენაძე, ვალენტინ კოძისი და სხვანი.[13][კომ. 4][14][კომ. 5][კომ. 6][15]
იმავე წელს იგი შეიყვანეს საქართველოს ნაკრებში, შემდეგ კი ამიერკავკასიის ნაკრები გუნდის შემადგენლობაში, რომელთან ერთადაც მონაწილეობდა სკანდინავიის ქვეყნებში ჩატარებული ტურნეს ფარგლებში გამართულ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრებში.[1] თბილისელთაგან გუნდში იყვნენ აგრეთვე ალექსანდრე დოროხოვი, შოთა შავგულიძე, მიხეილ ბერძენიშვილი, გოგი აფრიდონიძე,[16] ნიკოლოზ ანიკინი, მიხეილ ბოლოტინი და ილია პანინი.[17] შეხვედრები გაიმართა პროფესიულ და მუშათა კლუბების სამოყვარულო გუნდებთან (ოთხი მოგება, სამი ფრე, ბურთების შეფარდება 18–6). თუმცა, აღნიშნული მატჩები არ იყო რეგისტრირებული და მათი შედეგები ოფიციალურ სათვალავში არ შედის.[18][კომ. 7][19]
1936 წელს ინდუსტრიული ინსტიტუტიდან თბილისის „ლოკომოტივის“ ოსტატთა გუნდში მიიწვიეს რამდენიმე საუკეთესო ფეხბურთელი, მათ შორის გიორგი ჭუმბურიძე, მიხეილ ბოლოტინი და სხვანი.[20] თბილისის „ლოკომოტივის“ რიგებში 1937 წლის თებერვლის ჩათვლით თამაშობდა,[21] რის შემდეგაც 1937 წლის მარტიდან უკვე თბილისის „დინამოში“ განაგრძო თამაში.[22]
1937–1938 წლებში იცავდა თბილისის „დინამოს“ ღირსებას,[23][3][24][25] რომელიც იმ წლებში უკვე ერთ-ერთ უძლიერეს კლუბად ითვლებოდა საბჭოთა კავშირში. თანაგუნდელებისა და ფეხბურთის სპეციალისტების დახასიათებით იყო საიმედო, ენერგიული მოთამაშე, რომელსაც თავისი ღირსეული წვლილი შეჰქონდა დინამოელთა დიდ წარმატებებში.[1]
თბილისის „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში ოფიციალური ტურნირების ფარგლებში პირველად 1937 წლის 31 მაისს, საკავშირო თასის გათამაშების 1/32 ფინალურ მატჩში, ერევნის „სპარტაკის“ წინააღმდეგ გამოვიდა მინდორზე. შეხვედრა თბილისის „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა და მას 25 ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი დაესწრო. დინამოელთა ღირსებას იცავდნენ: ალექსანდრე დოროხოვი, შოთა შავგულიძე, გიორგი ჭუმბურიძე, მიხეილ მინაევი, გრიგოლ გაგუა, თენგიზ გავაშელი, ილია პანინი,[კომ. 8] მიხეილ ბერძენიშვილი, მიხეილ ასლამაზოვი, ნიკოლოზ სომოვი, ნიკოლოზ ანიკინი. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 4–1 დამთავრდა.[26][27][კომ. 9]
აღნიშნულ შეხვედრამდე გიორგი ჭუმბურიძემ მონაწილეობა მიიღო 1937 წლის 24 მარტს გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში მოსკოვის „სერპ ი მოლოტის“[კომ. 10] წინააღმდეგ.[28][29] შეხვედრას თბილისის „დინამოს“ სტადიონმა უმასპინძლა და მას 23 ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი დაესწრო. მიუხედავად იმისა, რომ მატჩი ამხანაგური იყო და მას სატურნირო დატვირთვა არ ჰქონია, მაყურებელთა მხრიდან არანაკლები ინტერესი გამოიწვია. იმდროინდელი პრესა აღნიშნავდა, რომ „...სტადიონი ძლივს იტევდა მოზღვავებულ ხალხს. დღეს თუ ხვალ ის თბილისის მოთხოვნილებას ვეღარ დააკმაყოფილებს.“[30] დინამოელებმა 3–1 მოიგეს ეს შეხვედრა.[კომ. 11]
რაც შეეხება საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს, ამ ტურნირზე პირველად 1937 წლის 12 აგვისტოს, საკავშირო პირველობის „ა“ ჯგუფის მე-3 ტურის კალენდარულ მატჩში,[კომ. 12] კიევის „დინამოს“ წინააღმდეგ გამოვიდა მინდორზე. შეხვედრა კიევის „დინამოს“ სტადიონზე[კომ. 13] გაიმართა და მას 30 ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი დაესწრო. თბილისელთა შემადგენლობაში თამაშობდნენ: ალექსანდრე დოროხოვი, ედუარდ ნიკოლაიშვილი, გიორგი ჭუმბურიძე, ვლადიმერ ჯორბენაძე, მიხეილ მინაევი, გრიგოლ გაგუა, თენგიზ გავაშელი, ლუარსაბ ლოლაძე, ბორის პაიჭაძე, ვლადიმერ ბერძენიშვილი, გიორგი აფრიდონიძე.[კომ. 14] მატჩი ფრედ, ანგარიშით 2–2 დამთავრდა.[31][32][კომ. 15]
თბილისის „დინამოს“ მაისურით ბოლოჯერ 1938 წლის 30 აგვისტოს, საკავშირო თასის გათამაშების 1/4 ფინალურ მატჩში, სტალინოს „სტახანოვეცის“ წინააღმდეგ ითამაშა. შეხვედრა კიევის „დინამოს“ სტადიონზე[კომ. 16] გაიმართა და მას 40 ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი დაესწრო. თბილისელთა შემადგენლობაში თამაშობდნენ: ალექსანდრე დოროხოვი, შოთა შავგულიძე, გიორგი ჭუმბურიძე, ვლადიმერ ჯორბენაძე, ბორის ფროლოვი, არჩილ კიკნაძე, თენგიზ გავაშელი, მიხეილ ბერძენიშვილი, ბორის პაიჭაძე, ვიქტორ ბერეჟნოი[კომ. 17] და გაიოზ ჯეჯელავა. მატჩი დინამოელთა გამარჯვებით, ანგარიშით 4–1 დამთავრდა.[33][კომ. 18]
რაც შეეხება საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს, ამ ტურნირზე ბოლოჯერ 1938 წლის 14 ივლისს, საკავშირო პირველობის „ა“ ჯგუფის მე-10 ტურის კალენდარულ მატჩში, მოსკოვის „ტორპედოს“ წინააღმდეგ გამოვიდა მინდორზე. შეხვედრა მოსკოვის „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა და მას 70 ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი დაესწრო. დინამოელთა ღირსებას იცავდნენ: ალექსანდრე დოროხოვი, შოთა შავგულიძე,[კომ. 19] ედუარდ ნიკოლაიშვილი, ვლადიმერ ჯორბენაძე, ბორის ფროლოვი, არჩილ კიკნაძე, გაიოზ ჯეჯელავა, მიხეილ ბერძენიშვილი, ბორის პაიჭაძე, ვიქტორ ბერეჟნოი და ნიკოლოზ სომოვი. მატჩი ფრედ, ანგარიშით 3–3 დამთავრდა.[34][35][კომ. 20]
სამწვრთნელო
რედაქტირებადიდი სამამულო ომიდან დაბრუნების შემდეგ დაამთავრა ფეხბურთის მწვრთნელთა საკავშირო უმაღლესი კურსები. მუშაობდა მწვრთნელად როგორც საქართველოში, ისე რესპუბლიკის ფარგლებს გარეთაც, ავარჯიშებდა ნორჩ ფეხბურთელებს.[2]
ასევე მუშაობდა თბილისის, სოხუმის, ქუთაისისა და სხვა ქალაქების გუნდების მწვრთნელად.[1]
1952 წელს საფეხბურთო კლუბ ნალჩიკის „სპარტაკის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, რომელმაც გიორგი ჭუმბურიძის ხელმძღვანელობით, პირველად მიიღო მონაწილეობა რუსეთის ფედერაციის საფეხბურთო ჩემპიონატში. გუნდმა პირველობის მონაწილე თერთმეტი გუნდიდან მე-6 ადგილი დაიკავა, ხოლო რუსეთის ფედერაციის თასის გათამაშებაში მეოთხედფინალში გავიდა, სადაც სტალინგრადის „დინამოსთან“ დათმო შეხვედრა ანგარიშით 0–5.[36]
1960 წელს კვლავ ჩაუდგა ნალჩიკის „სპარტაკს“ სათავეში, სადაც მის თანაშემწედ მისივე წინამორბედი, გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ სუეტინი მუშაობდა. ნალჩიკის „სპარტაკს“, რომელიც იმ სეზონში საკავშირო ჩემპიონატის „ბ“ კლასში ასპარეზობდა და რომელმაც, საბოლოოდ, სატურნირო ცხრილში მეთერთმეტე ადგილი დაიკავა, გიორგი ჭუმბურიძე თერთმეტი თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.[36]
1961 წელს საფეხბურთო კლუბ ტირნიაუზის „მეტალურგის“ მთავარი მწვრთნელი იყო.
გიორგი ჭუმბურიძე, როგორც ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი ყოველთვის სარგებლობდა დიდი ავტორიტეტითა და სიყვარულით, როგორც მაყურებელთა და თანაგუნდელთა, ასევე თავის კოლეგებსა და აღსაზრდელებს შორის.[1]
თბილისის „დინამო“
რედაქტირებასსრ კავშირის თასი 1937
რედაქტირებამოგება | ფრე | წაგება |
---|
№ | თარიღი | შეხვედრის ადგილი | მასპინძელი | ანგ. | სტუმარი | ეტაპი | წყარო |
---|---|---|---|---|---|---|---|
1 | 31.05.1937 | თბილისი | „დინამო“ თბილისი | 4–1 | „სპარტაკი“ ერევანი | 1/32 | [37][38] |
2 | 12.06.1937 | თბილისი | „დინამო“ თბილისი | 4–0 | „ლოკომოტივი“ თბილისი | 1/8 | [39][40] |
3 | 19.06.1937 | მოსკოვი | „დინამო“ თბილისი | 2–1 | „დინამო“ კიევი | 1/4 | [41][42] |
4 | 30.06.1937 | მოსკოვი | ცდკა მოსკოვი | 0–1 | „დინამო“ თბილისი | 1/2 | [43] |
5 | 16.07.1937 | მოსკოვი | „დინამო“ მოსკოვი | 5–2 | „დინამო“ თბილისი | ფინალი | [44][45] |
წყარო: dinamo-tbilisi.ru · Footballfacts.ru · fc-dynamo.ru
1937 წლის საკავშირო პირველობაზე გიორგი ჭუმბურიძე 16-დან 15 შეხვედრაში იღებს მონაწილეობას.[46] მისი მონაწილეობით გამართული შეხვედრებიდან დინამოელები 7 შეხვედრაში იმარჯვებენ, ოთხს თმობენ და ოთხსაც ფრედ ასრულებენ. საერთო ჯამში, საბჭოთა კავშირის 1937 წლის ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარებული 16 მატჩიდან თბილისის „დინამომ“ 7 შეხვედრა მოიგო, 5 წააგო, 4 ფრედ დაამთავრა და 34 ქულით მეოთხე ადგილი დაიკავა.[47][48][49][50][51][52]
მოგება | ფრე | წაგება |
---|
№ | თარიღი | შეხვედრის ადგილი | მასპინძელი | ანგ. | სტუმარი | შენიშვნა | წყარო |
---|---|---|---|---|---|---|---|
1 | 12.08.1937 | კიევი | „დინამო“ კიევი | 2–2 | „დინამო“ თბილისი | [53][54] | |
2 | 18.08.1937 | მოსკოვი | „დინამო“ მოსკოვი | 3–3 | „დინამო“ თბილისი | 46' | [55][56] |
3 | 20.08.1937 | მოსკოვი | „სპარტაკი“ მოსკოვი | 2–0 | „დინამო“ თბილისი | [57][58] | |
4 | 25.08.1937 | მოსკოვი | „მეტალურგი“ მოსკოვი | 1–0 | „დინამო“ თბილისი | [59][60] | |
5 | 30.08.1937 | ლენინგრადი | „დინამო“ ლენინგრადი | 0–2 | „დინამო“ თბილისი | [61][62] | |
6 | 03.09.1937 | ლენინგრადი | „კრასნაია ზარია“ ლენინგრადი | 1–1 | „დინამო“ თბილისი | [63][64] | |
7 | 07.09.1937 | მოსკოვი | „ლოკომოტივი“ მოსკოვი | 3–2 | „დინამო“ თბილისი | [65] | |
8 | 09.09.1937 | მოსკოვი | ცდკა მოსკოვი | 2–5 | „დინამო“ თბილისი | [66][67] | |
9 | 24.09.1937 | თბილისი | „დინამო“ თბილისი | 4–0 | „მეტალურგი“ მოსკოვი | [68][69][70] | |
10 | 30.09.1937 | თბილისი | „დინამო“ თბილისი | 1–0 | „სპარტაკი“ მოსკოვი | [71][72][73] | |
11 | 10.10.1937 | თბილისი | „დინამო“ თბილისი | 5–3 | „დინამო“ კიევი | [74][75][76] | |
12 | 12.10.1937 | თბილისი | „დინამო“ თბილისი | 1–3 | „დინამო“ ლენინგრადი | [77][78][79] | |
13 | 18.10.1937 | თბილისი | „დინამო“ თბილისი | 1–0 | ცდკა მოსკოვი | [80][81] | |
14 | 24.10.1937 | თბილისი | „დინამო“ თბილისი | 3–0 | „კრასნაია ზარია“ ლენინგრადი | [82][83][84] | |
15 | 30.10.1937 | თბილისი | „დინამო“ თბილისი | 0–0 | „ლოკომოტივი“ მოსკოვი | [85][86][87] |
წყარო: dinamo-tbilisi.ru · Footballfacts.ru · fc-dynamo.ru
1937 წლის საკავშირო პირველობაზე გიორგი ჭუმბურიძე 25-დან 12 შეხვედრაში იღებს მონაწილეობას. მისი მონაწილეობით გამართული შეხვედრებიდან დინამოელებმა 5 შეხვედრაში გაიმარჯვეს, ერთი დათმეს და ექვსიც ფრედ დაასრულეს. საერთო ჯამში, საბჭოთა კავშირის 1938 წლის ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარებული 25 მატჩიდან თბილისის „დინამო“ 11 შეხვედრაში იმარჯვებს, 5 შეხვედრაში მარცხდება, 9 შეხვედრას ფრედ ასრულებს და 31 ქულით მე-6 ადგილზე გადის.[88][89][90][91]
მოგება | ფრე | წაგება |
---|
№ | თარიღი | შეხვედრის ადგილი | მასპინძელი | ანგ. | სტუმარი | შენიშვნა | წყარო | ||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | 12.05.1938 | თბილისი | „დინამო“ თბილისი | 2–0 | „ლოკომოტივი“ მოსკოვი | (1) | [92][93] | ||||||||
2 | 18.05.1938 | თბილისი | „დინამო“ თბილისი | 5–3 | „კრილია სოვეტოვი“ მოსკოვი | (2) | [94][95] | ||||||||
3 | 24.05.1938 | თბილისი | „დინამო“ თბილისი | 2–0 | „ელექტრიკი“ ლენინგრადი | (3) | [96][97] | ||||||||
4 | 30.05.1938 | თბილისი | „დინამო“ თბილისი | 2–2 | „დინამო“ მოსკოვი | (4) | [98][99] | ||||||||
5 | 04.06.1938 | თბილისი | „დინამო“ თბილისი | 1–1 | „სელმაში“ ხარკოვი | (5) | [100][101] | ||||||||
6 | 12.06.1938 | დონის როსტოვი | „დინამო“ დონის როსტოვი | 1–1 | „დინამო“ თბილისი | [102][103] | |||||||||
7 | 17.06.1938 | ოდესა | „დინამო“ ოდესა | 0–0 | „დინამო“ თბილისი | [104][105] | |||||||||
8 | 22.06.1938 | მოსკოვი | „პიშჩევიკი“ მოსკოვი | 0–5 | „დინამო“ თბილისი | [106][107] | |||||||||
9 | 26.06.1938 | მოსკოვი | „სტალინეცი“ მოსკოვი | 0–0 | „დინამო“ თბილისი | (6) | [108][109] | ||||||||
10 | 30.06.1938 | ლენინგრადი | „ზენიტი“ ლენინგრადი | 2–3 | „დინამო“ თბილისი | [110][111] | |||||||||
11 | 04.07.1938 | ლენინგრადი | „დინამო“ ლენინგრადი | 2–1 | „დინამო“ თბილისი | [112][113] | |||||||||
12 | 14.07.1938 | მოსკოვი | „ტორპედო“ მოსკოვი | 3–3 | „დინამო“ თბილისი | [114][115] | |||||||||
წყარო: dinamo-tbilisi.ru · Footballfacts.ru · fc-dynamo.ru
მოგება | ფრე | წაგება |
---|
№ | თარიღი | შეხვედრის ადგილი | მასპინძელი | ანგ. | სტუმარი | შენიშვნა | წყარო |
---|---|---|---|---|---|---|---|
1 | 30.05.1941 | ხარკოვი | „სპარტაკი“ ხარკოვი | 2–0 | „დინამო“ მინსკი | [116] | |
2 | 03.06.1941 | ხარკოვი | „სპარტაკი“ ხარკოვი | 0–1 | „პროფკავშირები-II“ მოსკოვი | [117] | |
3 | 10.06.1941 | სტალინგრადი | „ტრაქტორი“ სტალინგრადი | 1–0 | „სპარტაკი“ ხარკოვი | [118] | |
4 | 16.06.1941 | ხარკოვი | „სპარტაკი“ ხარკოვი | 2–0 | „დინამო“ კიევი | [119] |
წყარო: Footballfacts.ru · fc-dynamo.ru
საკლუბო სტატისტიკა
რედაქტირებაკლუბი | ჩემპიონატი | სეზონი | ლიგა | თასი | საერთ | ჯამში | ||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | |||
„დინამო“ თბილისი |
ჯგუფი „ა“ | 1937 | 15 | 0 | 5 | 0 | 2 | 0 | 22 | 0 |
1938 | 12 | 0 | 4 | 0 | 0 | 0 | 16 | 0 | ||
სულ | 27 | 0 | 9 | 0 | 2 | 0 | 38 | 0 | ||
„ლოკომოტივი“ თბილისი |
ჯგუფი „ბ“ | 1939 | 16 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 16 | 0 |
სულ | 16 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 16 | 0 | ||
„სპარტაკი“ ხარკოვი |
ჯგუფი „ა“ | 1941 | 4 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 4 | 0 |
სულ | 4 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 4 | 0 | ||
„ლოკომოტივი“ თბილისი |
ჯგუფი „ბ“ | 1946 | 25 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 25 | 0 |
სულ | 25 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 25 | 0 | ||
სულ ჯამში | 72 | 0 | 9 | 0 | 2 | 0 | 83 | 0 |
მიღწევები
რედაქტირება- ფინალისტი: 1937[120]
საინტერესო ფაქტები
რედაქტირება1937 წლის 16 ივლისს ითამაშა საკავშირო თასის რიგით მეორე გათამაშების ფინალში, რომელიც თბილისისა და მოსკოვის დინამოელთა შორის გაიმართა. ფინალამდე თბილისის „დინამომ“ დაამარცხა: „ზენიტი“ ტაგანროგი (9–1),[კომ. 39][121] „სპარტაკი“ ერევანი (4–1), „ნეფტიანიკი“ ბაქო (3–2), „ლოკომოტივი“ თბილისი (4–0), „დინამო“ კიევი (4–1) და ცდკა მოსკოვი (1–0). გადამწყვეტ შეხვედრაში, რომელიც მოსკოვის „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა ანგარიში მე-19 წუთზე ვ. ბერძენიშვილმა გახსნა. ორი წუთის შემდეგ კი სმირნოვმა საპასუხო გოლი გაიტანა პენალტით — 1–1. შემდეგ სემიჩასტნიმ კიდევ ორჯერ აიღო თბილისელთა კარი. მეორე ტაიმში მოსკოველთა კარში დაინიშნა თერთმეტმეტრიანი, რომელიც კარგად გამოიყენა მ. ბერძენიშვილმა. მატჩის დასასრულს მასპინძლებმა კვლავ ხელთ იგდეს უპირატესობა და სემიჩასტნისა და ილინის გოლებით კიდევ უფრო განამტკიცეს გამარჯვება — 5–2 მოსკოველთა სასარგებლოდ. თბილისელებმა ფინალში ასეთი შემადგენლობით ითამაშეს: დოროხოვი, შავგულიძე (კ), ჭუმბურიძე, ჯორბენაძე, მინაევი, გაგუა, გავაშელი, მ. ბერძენიშვილი, პაიჭაძე, ვ. ბერძენიშვილი, ასლამაზოვი. მწვრთნელი — ა. სოკოლოვი.[122][123]
1937 წლის 24 ივლისს მონაწილეობა მიიღო თბილისის „დინამოს“ პირველ საერთაშორისო შეხვედრაში ბასკეთის საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ.[124] შეხვედრა თბილისის „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა და მას 40 ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი დაესწრო. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩზე ბილეთების მოთხოვნილება აღემატებოდა 110 ათასს, აქედან ორ მესამედზე მეტი, ადგილის სიმცირის გამო დაუკმაყოფილებელი დარჩა.[125][126] დინამოელთა ღირსებას იცავდნენ: ალექსანდრე დოროხოვი, შოთა შავგულიძე (კ), გიორგი ჭუმბურიძე, ვლადიმერ ჯორბენაძე, მიხეილ მინაევი, გრიგოლ გაგუა, თენგიზ გავაშელი, მიხეილ ბერძენიშვილი, ბორის პაიჭაძე, ლუარსაბ ლოლაძე, მიხეილ ასლამაზოვი (ვლადიმერ ბერძენიშვილი, 65). მწვრთნელი: ალექსეი სოკოლოვი.[127][128] ბასკეთის ნაკრების შემადგენლობაში თამაშობდნენ: გრეგორიო ბლასკო, პაბლო ბარხოსი (პედრო არესუ, 21), სერაფინ აედო, ლეონარდო სილაურენი, ხოსე მუგუერსა, რობერტო ეჩებარია, გილიერმო გოროსტისა (კ), პედრო რეგეირო, ისიდრო ლანგარა, ენრიკო ლარინაგა, ემილიო ალონსო. მწვრთნელი: პედრო ვალიანო.[კომ. 40]მატჩი ბასკების გამარჯვებით, ანგარიშით 2–0 დამთავრდა.[45][129][130][კომ. 41] პირველი ბურთი მატჩის 35-ე წუთზე ისიდრო ლანგარამ გაიტანა,[131] ხოლო მეორე ბურთი შეხვედრის 89-ე წუთზე გავიდა, როდესაც დინამოელთა კართან კუთხურის მოწოდებისას, დოროხოვმა მაღალ ნახტომში მოიგერია, მაგრამ ბურთი შემთხვევით მოხვდა მიანევს და კარში შეგორდა.[132][133][134][135]
1937 წლის 30 ივლისს ითამაშა ბასკეთის საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მეორე შეხვედრაში, ამჯერად, როგორც საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელმა.[136][137] შეხვედრა კვლავ თბილისის „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა და მას წინა მატჩის მსგავსად 40 ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი დაესწრო. საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავდნენ: ალექსანდრე დოროხოვი, შოთა შავგულიძე (კ), გიორგი ჭუმბურიძე, ვლადიმერ ჯორბენაძე, მიხეილ მინაევი, გრიგოლ გაგუა (ნიკოლოზ ანიკინი, 46), თენგიზ გავაშელი, მიხეილ ბერძენიშვილი (ლუარსაბ ლოლაძე, 32), ბორის პაიჭაძე (გიორგი ვაჩნაძე, 83),[138] ლუარსაბ ლოლაძე, ვლადიმერ ბერძენიშვილი (მიხეილ ასლამაზოვი, 46), გაიოზ ჯეჯელავა (გიორგი აფრიდონიძე, 46). მატჩი კვლავ ბასკების გამარჯვებით, ანგარიშით 3–1 დამთავრდა. მასპინძელთაგან ერთადერთი ბურთი გრეგორიო ბლასკოს კარში 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმით გაიტანა ბორის პაიჭაძემ.[45][139]
1938 წელს თბილისის „დინამოს“ თოთხმეტ ფეხბურთელს და მათ შორის გიორგი ჭუმბურიძეს საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატის წოდება მიენიჭა.[4]
ლიტერატურა
რედაქტირება- აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., ფეხბურთი — 89 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1989. — გვ. 85, 99, 108. 158 გვ.
- აკოფოვი, გ., თბილისის „დინამო“ 50 წლისაა, თბ.: საბჭ. საქართველო, 1977. — გვ. 13. 230 გვ.
- აბაშიძე, გ.; ბარამაძე, ბ., ზესტაფონის სპორტის ისტორია, 2004. — გვ. 28. 218 გვ.
- გოგიტიძე, მ.; ჯაფარიძე, ზ., სამხედრო კადრების სამჭედლო, თბ.: ნაკადული, 2018. — გვ. 39, 93. 107 გვ.
- მამულაშვილი, ვასილ., დიდი ფეხბურთის მოედნებზე, თბ.: საბლიტგამი, 1957. — გვ. 18, 280. 312 გვ.
- მახარაძე, გიორგი., მოედანზე არიან ბასკი ვირტუოზები, თბ.: ნაკადული, 1984. — გვ. 75, 77, 86. 107 გვ.
- მოსაშვილი, მინდია., მარადიული დღესასწაული, თბ.: ხელოვნება, 1982. — გვ. 26, 33–35. 210 გვ.
- ტორაძე, გულბათ., ქართული ფეხბურთის დიდოსტატები / რეცენზენტები: გივი გამრეკელი, როდიონ ქორქია., თბ.: საბჭ. საქართველო, 1987. — გვ. 29. 70 გვ.
- ქურდობაძე, ალექსანდრე., ქართული ფეხბურთის ქრონიკები, თბ., 2018.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- თედორაძე, ზურაბ., თბილისის „დინამო“ ციფრებში, 1936–1989, თბ.: სტამბა–96, 1999.
- თედორაძე, ზურაბ., თბილისის „დინამო“ : ციფრები, ფაქტები, კომენტარები, 1936–1989, თბ., 2002.
- თედორაძე, ზურაბ., საკლუბო გუნდების შედეგები სსრ კავშირის ჩემპიონატებში : უმაღლესი ლიგა, 1936–1991, თბ., 2001.
პერიოდიკა
რედაქტირება- ფეხბურთი. ბრძოლა პირველობისათვის // „კომუნისტი“, 30 აგვისტო, 1937, № 198 (4999), გვ. 4.
- ჟორდანია, ო. გაჭირვების ტალკვესი // „ლელო“, 26 აპრილი, 1983, № 80 (7391), გვ. 3.
- გიორგი ჭუმბურიძე // „ლელო“, 29 აპრილი, 1986, № 83 (9174), გვ. 4.
- ჭუმბურიძე, მამია., ჭუმბურიძეთა გვარის ისტორია და თანამედროვეობა // გაზ. „გვარი და ტრადიცია“, 14 აპრილი, 2016, № 4 (31), გვ. 3–5.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გიორგი ჭუმბურიძე — ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“
თემატური საიტები |
---|
dinamo-tbilisi.ru · FootballFacts.ru · Footbook.ru · spartak-nalchik.com |
კომენტარები
რედაქტირება- ↑ Footballfacts.ru-ზე წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით იცავდა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის გუნდის (ზიი თბილისი), თბილისის „ლოკომოტივის“, თბილისის „დინამოს“, ხარკოვის „სპარტაკისა“ და თბილისის არმიელთა სპორტული კლუბის (დკა თბილისი) ღირსებას. dinamo-tbilisi.ru-ზე წარმოდგენილ მონაცემებში თბილისის არმიელთა სპორტული კლუბის (დკა თბილისი) რიგებში მისი გამოსვლის შესახებ ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი. იხ. Чумбуридзе Георгий Окропирович // Игровая карьера: 1935 — Ком-да ЗИИ (Тифлис), 1936 — «Локомотив» (Тифлис/Тбилиси), 1937–38 — «Динамо» (Тбилиси), 1939 — «Локомотив» (Тбилиси), 1941 — «Спартак» (Харьков), 1939 — «Локомотив» (Тбилиси).
- ↑ აქ თამაშობდნენ ა. არსენიშვილი, შ. ფანჩულიძე, ა. ბაცალაძე, მ. ზუკაკიშვილი და სხვანი.
- ↑ ციტატა: „იმავე წელს ინსტიტუტის მეორე გუნდში მოვხვდი. ჩემთან ერთად არჩილ კიკნაძე, მიშა ცენტერაძე, ვალიკო არსენიშვილი და ლევან ღუდუშაურიც თამაშობდნენ. 1935 წელს პირველ გუნდში დავწინაურდი, რომელიც იმხანად საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი იყო: იურა კასრაძე, გვაჩი ჯორბენაძე, ჟორა ჭუმბურიძე, მიხეილ მინაევი, ვალია კოძისი, გერმან კირილოვი, მიშა ბოლოტინი, სერგო სიხარულიძე, კაკო ყალიჩავა, დუკა რამიშვილი...“ იხ. ბორის პაიჭაძე: „რატომ უნდა უბიძგო ან „დაამტვრიო“ მეტოქე, რატომ უნდა ხედავდე მასში მტერს?“ 25 ივნისი, 2017.
- ↑ ციტატა: „...„ზიის“ ფეხბურთელები: „ლასტოჩკა“ იური კასრაძე, „სვეჩკა“ მიშა მინაევი, „პარავოზა“ მიშა ბალოტინი, „დუხავიკა“ გერმან კირილოვი, „კრასავჩიკა“ ვალია კოძისი — ქუხდნენ მთელს ქალაქში.“ // მოსაშვილი, მინდია., „მარადიული დღესასწაული“, თბ.: ხელოვნება, 1982. — გვ. 26.
- ↑ აღნიშნულ წყაროში იმავე ფოტოზე წარმოდგენილი ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის საფეხბურთო გუნდის (ზიი) შემადგენლობის ჩამონათვალი არ შეესაბამება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საიტზე წარმოდგენილს. // იხ. ქურდობაძე, ალექსანდრე., ქართული ფეხბურთის ქრონიკები, თბ.: 2018. — გვ. 69.
- ↑ აღსანიშნავია, რომ ზიი-მ მოიპოვა საკავშირო ჩემპიონობა მძიმე ინდუსტრიის ინსტიტუტების სისტემაში, გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცა სახალხო კომისარმა გ. ორჯონიკიძემ, ფეხბურთელები დაჯილდოვდნენ ველოსიპედებით, ხოლო ინსტიტუტი — სატვირთო ავტომანქანით.
- ↑ ცნობები სკანდინავიის ტურნეს შესახებ აღებულია გ. აკოფოვის წიგნიდან: „თბილისის „დინამო“ 50 წლისაა“. გვ. 13.
- ↑ ილია პანინის ნაცვლად შეხვედრის 46-ე წუთზე მოედანზე შემოვიდა ბორის პაიჭაძე, რომელმაც მატჩის 70-ე წუთზე ერევნელთა კარის დარაჯის კაზაროს ტეკნეჯიანის კარში მესამე ბურთი შეაგდო.
- ↑ თბილისელთაგან გოლები მიხეილ ბერძენიშვილმა 27', ნიკოლოზ სომოვმა 55', ბორის პაიჭაძემ 70' და თენგიზ გავაშელმა 80' გაიტანეს.
- ↑ იმ პერიოდში, კერძოდ 1931 წლიდან 1937 წლის მარტის ჩათვლით ამ სახელწოდებით ასპარეზობდა საფეხბურთო კლუბი მოსკოვის „მეტალურგი“ — იხ. «СиМ» Москва // footballfacts.ru, «Динамо» (Тбилиси) – СиМ («Серп и Молот», он же «Металлург») (Москва) 3:1 (2:0) და Остальные протоколы СиМ (Москва) // fc-dynamo.ru.
- ↑ თბილისელთა შემადგენლობაში თამაშობდნენ: ალექსანდრე დოროხოვი, შოთა შავგულიძე, გიორგი ჭუმბურიძე, ვლადიმერ ჯორბენაძე, მიხეილ მინაევი, გრიგოლ გაგუა, თენგიზ გავაშელი, მიხეილ ბერძენიშვილი, ბორის პაიჭაძე, მიხეილ ასლამაზოვი, ნიკოლოზ სომოვი. თბილისელთაგან გოლები მიხეილ ასლამაზოვმა 18', 33' და მიხეილ ბერძენიშვილმა ბურთის გატანის დრო არ არის მითითებული' გაიტანეს.
- ↑ სხვა მონაცემებით მე-4 ტურის კალენდარულ მატჩში.
- ↑ 1937–1940 წლებში ნ. ი. ეჟოვის სახელობის „დინამოს“ სტადიონი, 2002 წლის მაისიდან ვალერი ლობანოვსკის სახელობის „დინამოს“ სტადიონი.
- ↑ გიორგი აფრიდონიძის ნაცვლად შეხვედრის 82-ე წუთზე მოედანზე შემოვიდა მიხეილ ასლამაზოვი, რომელმაც თამაშში ჩართვიდან ოთხიოდე წუთის შემდეგ და შეხვედრის დამთავრებამდე ოთხიოდე წუთით ადრე შეძლო კიეველთა მეკარის — ანტონ იძკოვსკის კარის აღება, რამაც დამარცხებისაგან იხსნა თბილისის „დინამო“.
- ↑ თბილისელთაგან გოლები ბორის პაიჭაძემ 63' და მიხეილ ასლამაზოვმა 86' გაიტანეს.
- ↑ 1937–1940 წლებში ნ. ი. ეჟოვის სახელობის „დინამოს“ სტადიონი, 2002 წლის მაისიდან ვალერი ლობანოვსკის სახელობის „დინამოს“ სტადიონი.
- ↑ ვიქტორ ბერეჟნოი მატჩის მსვლელობისას ედუარდ ნიკოლაიშვილმა შეცვალა.
- ↑ თბილისელთაგან გოლები ბორის პაიჭაძემ 28', 60', 73' და თენგიზ გავაშელმა 71' გაიტანეს.
- ↑ შოთა შავგულიძე, რომელმაც პირველ ტაიმში ფეხის ტრავმა მიიღო, შეხვედრის მეორე ნახევარში გიორგი ჭუმბურიძემ შეცვალა.
- ↑ თბილისელთაგან გოლები გაიოზ ჯეჯელავამ 3' და ბორის პაიჭაძემ 25', 26' გაიტანეს.
- ↑ ციტატა: „...У тбилисцев играют Дорохов, Шавгулидзе, Чумбуридзе, Джорбенадзе, Фролов, Гагуа, Гавашели, М.Бердзенишвили, Лоладзе, Бережной и Сомов.“ Шмерлинг, Э. Удачный старт Тбилиси // Газета «Красный спорт» (Москва) от 15 мая 1938 года.
- ↑ ციტატა: „...Динамовцы играли в составе вратаря Дорохова, защитников Шавгулидзе и Чумбуридзе, полузащитников Гагуа, Фролова и Джорбенадзе, нападающих — Джеджелава, М. Бердзенишвили, Лоладзе, Бережного и Сомова.“ «Динамо» Тбилиси — «Локомотив» Москва // Газета «Заря Востока» (Тбилиси) от 14 мая 1938 года.
- ↑ ციტატა: „...В команде тбилисцев играли — вратарь Дорохов, защита — Шавгулидзе, Чумбуридзе, полузащита — Джорбенадзе, Фролов, Гагуа, нападение — Гавашели, М. Бердзенишвили, Лоладзе, Бережной, Сомов.“ Лорин, К. «Локомотив» Москва — «Динамо» Тбилиси // Газета «Молодой сталинец» (Тбилиси) от 14 мая 1938 года.
- ↑ ციტატა: „...Желая сквитать счет, локомотивцы предлагают быстрый темп и стараются перейти в атаку. Однако, Шавгулидзе и Чумбуридзе ликвидируют попытки гостей прорваться к воротам.“ Лорин, К. «Локомотив» Москва — «Динамо» Тбилиси // Газета «Молодой сталинец» (Тбилиси) от 14 мая 1938 года.
- ↑ ციტატა: „...Первая встреча команд мастеров тбилисского «Динамо» и московского «Локомотива» на первенство СССР в футболе вызвала большой интерес. 12 мая на матч собралось свыше 30.000 зрителей.“ 2:0 в пользу тбилисского «Динамо» // Газета «Вечерний Тбилиси» (Тбилиси) от 14 мая 1938 года.
- ↑ ციტატა: „...გუშინ ლ. პ. ბერიას სახ. სტადიონზე 30 ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრო თბილისის „დინამოს“ და მოსკოვის „ლოკომოტივის“ ოსტატთა გუნდების კალენდარულ მატჩს, სსრ კავშირის 1938 წლის პირველობაზე. ორივე გუნდი საბრძოლო შემადგენლობით გამოვიდა მოედანზე.“ თბილისელ ოსტატთა პირველი გამარჯვება // გაზეთი „მუშა“, 14 მაისი, 1938.
- ↑ ციტატა: „...Команда мастеров тбилисского «Динамо» вышла в составе вратаря Дорохова, защитников Шавгулидзе и Чумбуридзе, полузащитников Кикнадзе, Минаева и Джорбенадзе, нападающих Джеджелава, М. Бердзенишвили, Пайчадзе, Бережного и Сомова.“ Рут, А. На первенство СССР по футболу. «Динамо» (Тбилиси) — «Крылья Советов» (Москва) // Газета «Заря Востока» (Тбилиси) от 20 мая 1938 года.
- ↑ ციტატა: „...От тбилисского «Динамо» играли Дорохов, Шавгулидзе, Чумбуридзе, Джорбенадзе, Минаев. Кикнадзе, Джеджелава, М. Бердезенишвили, Пайчадзе, Бережной и Сомов.“ Львов и Мар. «Динамо» (Тбилиси) — «Крылья Советов» (Москва) 5:3 // Газета «Физкультурник» (Тбилиси) от 21 мая 1938 года.
- ↑ ციტატა: „...„დინამოდან“ კარგად თამაშობდნენ პაიჭაძე, ჯეჯელავა, ბერეჟნოი, ბერძენიშვილი და ჭუმბურიძე.“ გ-ლია, ვ. „დინამოს“ მორიგი გამარჯვება // გაზეთი „მუშა“, 19 მაისი, 1938.
- ↑ ციტატა: „...თბილისელებიდან მოისუსტებდა თავდასხმა, სამაგიეროდ ბრწყინვალედ თამაშობდა დაცვა შ. შავგულიძისა და გ. ჭუმბურიძის სახით.“ „დინამო“ — „ელექტრიკი“ // „კომუნისტი“, 26.05.1938, № 118 (5219), გვ. 4.
- ↑ ციტატა: „...სტუმრებმა თანდათან ალღო აუღეს დინამოელთა თამაშს, მე-5 წუთზე თბილისელთა კარი აშკარა საფრთხეში იმყოფებოდა, მაგრამ საერთოდ და ამჯერადაც ვირტუოზულად მოთამაშე ჭუმბურიძემ (თბილისი) გადაარჩინა თავისი გუნდი პირველი ბურთისაგან.“ გ-ლია, კ. უკანასკნელ 10 წუთში // გაზეთი „მუშა“, 25 მაისი, 1938.
- ↑ ციტატა: „...სტუმრებმა ალღო აუღეს თბილისელთა ტაქტიკურ თამაშს და შესამჩნევად შეავიწროვეს ისინი. განსაკუთრებით აღსანიშნავია მარცხენა ნახევრადშუამარბის — იაკუშინის ზუსტი გადაცემები და თავით თამაში.“ „...თბილისელებიდან სუსტად თამაშობდა ნახევარდაცვა, კერძოდ — გაგუა. კარგი თამაში გვიჩვენეს ჭუმბურიძემ და თავდასხმის ხუთეულმა.“ ბ-ლია, ვ. ორი „დინამოს“ მატჩი // გაზეთი „მუშა“, 31 მაისი, 1938.
- ↑ ციტატა: „...Во втором тайме Бережного заменяет В.Бердзенишвили. На 16-й мин. грубит Чумбуридзе. Судья дает пенальти, но Горохов не попадает в ворота. Однако через 15 минут он же реабилитирует себя, забив гол в ворота Дорохова.“ Шмерлинг, Э. Неожиданная ничья // Газета «Красный спорт» (Москва) от июня 1938 года.
- ↑ ციტატა: „...მეორე ტაიმი ხარკოველთა აშკარა უპირატესობით მიმდინარეობს. თბილისელი დამცველები, ჭუმბურიძისა და ფროლოვის გამოკლებით, ძალზე სუსტად თამაშობენ.“ „დინამო“ (თბილისი) — „სელმაში“ (ხარკოვი) // გაზეთი „მუშა“, 5 ივნისი, 1938.
- ↑ ციტატა: „...На 16 минуте Чумбуридзе на штрафной площадке руками задерживает нападающего «Сельмаша». Судья назначает 11-метровый удар, но центрофорвард Горохов посылает мяч вправо от ворот.“ Львов и Мар. «Динамо» (Тбилиси) — «Сельмаш» (Харьков) // Газета «Физкультурник» (Тбилиси) от 6 июня 1938 года.
- ↑ ციტატა: „...„სტალინეცის“ მოთამაშეები კვლავ განაგრძობენ უხეშობას. მათმა ერთ-ერთმა მოთამაშემ — შუმოვმა კბილებიც კი გამოიყენა მოწინააღმდეგის დასაშავებლად. მან კბენით საგრძნობლად დაუშავა ბეჭები ჭუმბურიძეს, მაგრამ მსაჯმა ზახაროვმა (ლენინგრადი) „ვერ შეამჩნია“.“ „დინამო“ (თბილისი) — „სტალინეცი“ (მოსკოვი) // გაზეთი „მუშა“, 27 ივნისი, 1938.
- ↑ აღნიშნული წყაროს მიხედვით 14 მატჩი (1937) და 11 მატჩი (1938) — აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., ფეხბურთი — 89 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1989. — გვ. 85.
- ↑ აღნიშნული წყაროს მიხედვით 15 მატჩი (1937) და 11 მატჩი (1938) — ქურდობაძე, ალექსანდრე., ქართული ფეხბურთის ქრონიკები, თბ.: 2018. — გვ. 76.
- ↑ ვასილ მამულაშვილის წიგნში „დიდი ფეხბურთის მოედნებზე“ ტაგანროგის „ზენიტის“ ნაცვლად შეცდომით მითითებულია ლენინგრადის „ზენიტი“. იხ. გვ. 24.
- ↑ ციტატა: „...ბასკთა ლიდერებად სამართლიანად ითვლებოდნენ 1934 წლის მუნდიალის მონაწილენი: ხოსე მუგუერსა, ხოსე ირარაგორი, ლეონარდო სილაურენი (რომელიც მსოფლიო პირველობის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს), ისიდრო ლანგარა და ძმები რეგეიროები“. იხ. ბარათაშვილი, ბიძინა. „ეუსკადი“ „ბასკთა ქვეყანა“ და მისი გმირები // Voyager by solo, 2017, № 7, გვ. 75.
- ↑ გიორგი ჭუმბურიძე იხსენებს: „1937 წელს თბილისს ესტუმრა ბასკონიის ცნობილი ნაკრები, რომელმაც აქ ორი საერთაშორისო ამხანაგური მატჩი ჩაატარა თბილისის „დინამოსთან“ და საქართველოს ნაკრებთან. მე ორივე მატჩი თავიდან ბოლომდე ვითამაშე, პრესის კარგი შეფასებაც დავიმსახურე. პერსონალურ დარაჯად ვედექი განთქმულ ფეხბურთელს გოროსტიცას. როგორც შემეძლო შევეცადე და გოროსტიცას ბურთზე ფეხი არ დავაკარებინე. ერთ-ერთ მომენტში, როცა მას კვლავ ავართვი ბურთი, გაგულისებულმა გოროსტიცამ... ხელი მომიქნია. ეს გოროსტიცა იყო, თორემ სხვას, ვინც არ უნდა ყოფილიყო, ამას არ ვაპატიებდი“.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 გიორგი ჭუმბურიძე // „ლელო“, 29 აპრილი, 1986, № 83 (9174), გვ. 4.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 ჟორდანია, ო. გაჭირვების ტალკვესი // „ლელო“, 26 აპრილი, 1983, № 80 (7391), გვ. 3.
- ↑ 3.0 3.1 აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., 1989, გვ. 99.
- ↑ 4.0 4.1 აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., 1989, გვ. 108.
- ↑ ფეხბურთის ისტორია საქართველოში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-04-14. ციტირების თარიღი: 2022-04-14.
- ↑ სკ „ზესტაფონი“. ისტორია // fczestafoni.ge
- ↑ აბაშიძე, გ.; ბარამაძე, ბ., 2004, გვ. 28.
- ↑ გოგიტიძე, მ.; ჯაფარიძე, ზ., 2018, გვ. 39, 93.
- ↑ რეხვიაშვილი, ჯიმშერ., სობორო, რომელიც პარლამენტის ადგილას იდგა: „უმსგავსო თავისი გარეგნობითა და არსით“ // radiotavisupleba.ge
- ↑ სამხედრო ტაძარი – სობორო; Military Temple – Soboro // ბურუსი. თენგიზ ვერულავა.
- ↑ «Динамо» (Тбилиси) 4–1 ГИИ (бывший ЗИИ) (Грузинский индустриальный институт) (Тбилиси) // 6 марта 1937 года. Тбилиси. Стадион «Динамо» им. Л. П. Берия.
- ↑ ფეხბურთი. დინამო (ოსტატები) — ინდუსტრიული ინსტიტუტი // „კომუნისტი“, 08.03.1937, № 54 (4855), გვ. 4.
- ↑ მოსაშვილი, მ., 1982, გვ. 26.
- ↑ ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის საფეხბურთო გუნდი (ზიი) // დგანან (მარცხნიდან მარჯვნივ): ნ. ლარიონოვი (არბიტრი), მიხეილ მინაევი, აკაკი ყალიჩავა, გიორგი ჭუმბურიძე, იური კასრაძე, ვალენტინ (ვალია) კოძისი, გერმან კირილოვი, ბორის პაიჭაძე, ვახტანგ რამიშვილი, სერგო სიხარულიძე, მიხეილ ბოლოტინი, ვლადიმერ ჯორბენაძე, არჩილ კიკნაძე, ვ. არსენიშვილი, ა. ქოიავა. ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელი“. ქართული სპორტის მუზეუმის ფოტოარქივი.
- ↑ ამიერკავკასიის ინდუსტიული ინსტიტუტის საფეხბურთო გუნდი (ЗИИ) სოხუმში // ფოტომატიანე „ივერიელი“
- ↑ Апридонидзе Георгий Лукич // dinamo-tbilisi.ru
- ↑ Панин Илья Алексеевич // dinamo-tbilisi.ru
- ↑ ტორაძე, გ., 1987, გვ. 29.
- ↑ აკოფოვი, გ., 1977, გვ. 13.
- ↑ ფეხბურთი. თბილისი („ლოკომოტივი“) — ხარკოვი („სპარტაკი“) // „კომუნისტი“, 21 სექტემბერი, 1937, № 216 (5017), გვ. 4.
- ↑ Остальные протоколы 1937 года Локомотив (Тбилиси) // «Динамо» 4–1 «Локомотив» // Комунисти, 12.02.1937, № 35 (4837), С. 4. 12.02.1937 // 24.02.1937
- ↑ Остальные протоколы 1937 года // fc-dynamo.ru
- ↑ აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., 1989, გვ. 85.
- ↑ ქურდობაძე, ა. ქართული ფეხბურთის ქრონიკები, 2018, გვ. 66.
- ↑ მამულაშვილი, ვ., 1957, გვ. 280.
- ↑ Динамо (Тбилиси) 4–1 Спартак (Ереван) / Кубок СССР 1937. 1/32 финала // Footballfacts.ru
- ↑ Динамо (Тбилиси) 4–1 Спартак (Ереван) / Кубок СССР 1937. 1/32 финала // fc-dynamo.ru
- ↑ Динамо (Тбилиси) 3–1 Серп и Молот (Москва) // fc-dynamo.ru
- ↑ «Динамо» (Тбилиси) 3–1 СиМ («Серп и Молот», Москва) // dinamo-tbilisi.ru
- ↑ ფეხბურთი. „დინამო“ (ოსტატები) თბილისი — „მეტალურგი“ („სერპ ი მოლოტი“) მოსკოვი 3:1 // „კომუნისტი“, 26 მარტი, 1937, № 69 (4870), გვ. 4.
- ↑ «Динамо» Киев 2–2 «Динамо» Тб. // 12.08.1937
- ↑ «Динамо» Киев 2–2 «Динамо» Тб. // fc-dynamo.ru
- ↑ «Стахановец» Сталино 1–4 «Динамо» Тбилиси // 30.08.1938
- ↑ «Торпедо» Москва 3–3 «Динамо» Тб. // 14.07.1938
- ↑ «Торпедо» Москва 3–3 «Динамо» Тб. // fc-dynamo.ru
- ↑ 36.0 36.1 ПФК «Спартак-Нальчик» // История клуба. Ранние годы (1935–1958)
- ↑ «Динамо» Тбилиси 4–1 «Спартак» Ереван // dinamo-tbilisi.ru
- ↑ ფეხბურთი. თბილისი — ერევანი // „კომუნისტი“, 02.06.1937, № 124 (4925), გვ. 4.
- ↑ ფეხბ. „დინამო“ — „ლოკომოტივი“ // „კომუნისტი“, 14.06.1937, № 134 (4935), გვ. 4.
- ↑ "Динамо" (Тб.) 4–0 "Локомотив" (Тб.) // fc-dynamo.ru // dinamo-tbilisi.ru
- ↑ «Динамо» Тбилиси 2–1 «Динамо» Киев // dinamo-tbilisi.ru // fc-dynamo.ru
- ↑ ფეხბურთი. თბილისის „დინამოს“ ოსტატთა გუნდის გამარჯვება // „კომუნისტი“, 20.06.1937, № 139 (4940), გვ. 4.
- ↑ ЦДКА Москва 0–1 «Динамо» Тбилиси // dinamo-tbilisi.ru
- ↑ «Динамо» Москва 5–2 «Динамо» Тбилиси // fc-dynamo.ru // dinamo-tbilisi.ru
- ↑ 45.0 45.1 45.2 ქურდობაძე, ა. ქართული ფეხბურთის ქრონიკები, 2018, გვ. 71.
- ↑ ქურდობაძე, ა. ქართული ფეხბურთის ქრონიკები, 2018, გვ. 70.
- ↑ Soviet Union Championship 1937. rsssf.com.
- ↑ Soviet Top League 1937. Group A. wildstat.com.
- ↑ Чемпионат СССР по футболу 1937. fc-dynamo.ru.
- ↑ Чемпионат СССР 1937 года. dinamo-tbilisi.ru.
- ↑ Протоколы футбольных матчей 1937 года.
- ↑ Чемпионат СССР 1937 // footballfacts.ru
- ↑ საკავშირო პირველობის გათამაშება // „კომუნისტი“, 12.08.1937, № 184 (4985), გვ. 4.
- ↑ ფეხბურთი. თბილისი—კიევი 2:2 // „კომუნისტი“, 14.08.1937, № 185 (4986), გვ. 4.
- ↑ «Динамо» Москва 3–3 «Динамо» Тбилиси / 5-й тур. 18.08.1937 // footballfacts.ru
- ↑ ფეხბ. საკავშირო პირველობაზე // „კომუნისტი“, 18.08.1937, № 188 (4989), გვ. 4.
- ↑ თბილისის „დინამოს“ დამარცხება // „კომუნისტი“, 21.08.1937, № 190 (4991), გვ. 4.
- ↑ «Спартак» Москва 2–0 «Динамо» Тбилиси // dinamo-tbilisi.ru
- ↑ «Металлург» Москва 1–0 «Динамо» Тбилиси // dinamo-tbilisi.ru
- ↑ თბ. „დინამოს“ მეორე დამარცხება // „კომუნისტი“, 26.08.1937, № 194 (4995), გვ. 4.
- ↑ თბილისის „დინამოს“ გამარჯვება // „კომუნისტი“, 01.09.1937, № 199 (5000), გვ. 4.
- ↑ «Динамо» Ленинград 0–2 «Динамо» Тбилиси // dinamo-tbilisi.ru
- ↑ «Красная заря» Ленинград 1–1 «Динамо» Тбилиси // dinamo-tbilisi.ru
- ↑ საბჭოთა კავშირის პირველობაზე // „კომუნისტი“, 05.09.1937, № 203 (5004), გვ. 4.
- ↑ «Локомотив» Москва 3–2 «Динамо» Тбилиси // dinamo-tbilisi.ru
- ↑ ЦДКА Москва 2–5 «Динамо» Тбилиси // dinamo-tbilisi.ru
- ↑ თბილისელების გამარჯვება // „კომუნისტი“, 10.09.1937, № 207 (5008), გვ. 4.
- ↑ ფეხბურთი. „დინამო“—„მეტალურგი“ // „კომუნ.“, 24.09.1937, № 219 (5020), გვ. 4.
- ↑ საკავშირო პირველობის გათამაშება // „კომუნისტი“, 28.09.1937, № 222 (5023), გვ. 4.
- ↑ «Динамо» Тбилиси 4–0 «Металлург» Москва // dinamo-tbilisi.ru
- ↑ «Динамо» Тбилиси 1–0 «Спартак» Москва // dinamo-tbilisi.ru
- ↑ „დინამო“—„სპარტაკი“ // „კომუნისტი“, 30.09.1937, № 224 (5025), გვ. 4.
- ↑ „დინამოს“ სტადიონზე // „კომუნისტი“, 02.10.1937, № 225 (5026), გვ. 4.
- ↑ თბილისი — კიევი // „კომუნისტი“, 10.10.1937, № 232 (5033), გვ. 4.
- ↑ თბილისის „დინამოს“ გამარჯვება // „კომუნისტი“, 11.10.1937, № 233 (5034), გვ. 4.
- ↑ «Динамо» Тбилиси 5–3 «Динамо» Киев // dinamo-tbilisi.ru
- ↑ «Динамо» Тбилиси 1–3 «Динамо» Ленинград // dinamo-tbilisi.ru
- ↑ თბილისი — ლენინგრადი // „კომუნისტი“, 12.10.1937, № 234 (5035), გვ. 4.
- ↑ თბილისის „დინამოს“ დამარცხება // „კომუნისტი“, 14.10.1937, № 235 (5036), გვ. 4.
- ↑ „დინამოს“ სტადიონზე // „კომუნისტი“, 20.10.1937, № 240 (5041), გვ. 4.
- ↑ «Динамо» Тбилиси 1–0 ЦДКА Москва // dinamo-tbilisi.ru
- ↑ «Динамо» Тбилиси 3–0 «Красная заря» Ленинград // dinamo-tbilisi.ru
- ↑ ლენინგრადი — თბილისი // „კომუნისტი“, 24.10.1937, № 244 (5045), გვ. 4.
- ↑ თბილისის „დინამოს“ გამარჯვება // „კომუნისტი“, 26.10.1937, № 245 (5046), გვ. 4.
- ↑ მოსკოვი — თბილისი // „კომუნისტი“, 30.10.1937, № 249 (5050), გვ. 4.
- ↑ „ლოკომოტივი“ — „დინამო“ // „კომუნისტი“, 01.11.1937, № 250 (5051), გვ. 4.
- ↑ «Динамо» Тбилиси 0–0 «Локомотив» Москва // dinamo-tbilisi.ru
- ↑ Soviet Union Championship 1938. rsssf.com.
- ↑ Soviet Top League 1938. Group A. wildstat.com.
- ↑ Чемпионат СССР по футболу 1938. fc-dynamo.ru.
- ↑ Чемпионат СССР 1938 года. dinamo-tbilisi.ru.
- ↑ «Динамо» Тб. 2–0 «Локомотив» Москва // dinamo-tbilisi.ru // fc-dynamo.ru
- ↑ გერგიძე, ს. ფეხბურთი. თბილისი „დინამო“ — მოსკოვი „ლოკომოტივი“ // „კომუნისტი“, 14.05.1938, № 108 (5209), გვ. 4.
- ↑ გერგიძე, ს. თბილისი — მოსკოვი // „კომუნისტი“, 20.05.1938, № 113 (5214), გვ. 4.
- ↑ «Динамо» Тб. 5–3 «Крылья Советов» Москва // dinamo-tbilisi.ru // fc-dynamo.ru
- ↑ «Динамо» Тбилиси 2–0 «Электрик» Ленинград // dinamo-tbilisi.ru // fc-dynamo.ru
- ↑ „დინამო“ — „ელექტრიკი“ // „კომუნისტი“, 26.05.1938, № 118 (5219), გვ. 4.
- ↑ ფეხბურთი. მოსკოვი — თბილისი // „კომუნისტი“, 01.06.1938, № 123 (5224), გვ. 4.
- ↑ «Динамо» Тбилиси 2–2 «Динамо» Москва // dinamo-tbilisi.ru // fc-dynamo.ru
- ↑ «Динамо» Тбилиси 1–1 «Сельмаш» Харьков // dinamo-tbilisi.ru // fc-dynamo.ru
- ↑ ბუთხუზი, ი. ფეხბურთი. ყაიმი, რომელიც დამარცხებას უდრის // „კომუნისტი“, 05.06.1938, № 127 (5228), გვ. 4.
- ↑ ფეხბურთი. თბილისი — როსტოვი // „კომუნისტი“, 13.06.1938, № 134 (5235), გვ. 4.
- ↑ «Динамо» Ростов-на-Дону 1–1 «Динамо» Тб. // dinamo-tbilisi.ru // fc-dynamo.ru
- ↑ «Динамо» Одесса 0–0 «Динамо» Тбилиси // dinamo-tbilisi.ru // fc-dynamo.ru
- ↑ ფეხბურთი. თბილისის „დინამოს“ კიდევ ერთი ყაიმი // „კომუნისტი“, 18.06.1938, № 139 (5240), გვ. 4.
- ↑ თბილისის „დინამოს“ გამარჯვება // „კომუნისტი“, 23.06.1938, № 143 (5244), გვ. 4.
- ↑ «Пищевик» Москва 0–5 «Динамо» Тбилиси // dinamo-tbilisi.ru // fc-dynamo.ru
- ↑ «Сталинец» Москва 0–0 «Динамо» Тбилиси // dinamo-tbilisi.ru // fc-dynamo.ru
- ↑ „დინამო“ (თბ.) — „სტალინეცი“ (მ.) // „კომუნისტი“, 27.06.1938, № 147 (5248), გვ. 4.
- ↑ ხალილოვი, რ. ფეხბურთი. თბილისის „დინამომ“ მოუგო ლენინგრადის „ზენიტს“ // „კომუნისტი“, 2 ივლისი, 1938, № 150 (5251), გვ. 4.
- ↑ «Зенит» Ленинград 2–3 «Динамо» Тбилиси // dinamo-tbilisi.ru // fc-dynamo.ru
- ↑ «Динамо» Ленинград 2–1 «Динамо» Тбилиси // dinamo-tbilisi.ru // fc-dynamo.ru
- ↑ ხალილოვი, რ. ფეხბურთი. თბილისის „დინამოს“ დამარცხება // „კომუნისტი“, 6 ივლისი, 1938, № 153 (5254), გვ. 4.
- ↑ თბილისი „დინამო“ — მოსკოვი „ტორპედო“ // „კომუნისტი“, 15.07.1938, № 153 (5254), გვ. 4.
- ↑ «Торпедо» Москва 3–3 «Динамо» Тбилиси // dinamo-tbilisi.ru // fc-dynamo.ru
- ↑ «Спартак» Харьков 2–0 «Динамо» Минск // fc-dynamo.ru
- ↑ «Спартак» Харьков 0–1 «Профсоюзы-II» Москва // fc-dynamo.ru
- ↑ «Трактор» Сталинград 1–0 «Спартак» Харьков // fc-dynamo.ru
- ↑ «Спартак» Харьков 2–0 «Динамо» Киев // fc-dynamo.ru
- ↑ Протоколы кубка Динамо (Тбилиси)
- ↑ მამულაშვილი, ვ., 1957, გვ. 24.
- ↑ პირველიდან მეექვსემდე // „ლელო“, 04.09.1976, № 175 (5725), გვ. 4.
- ↑ მოსკოვის „დინამოს“ გამარჯვება // „კომუნისტი“, 17.07.1937, № 162 (4963), გვ. 4.
- ↑ ბასკეთის ნაკრები თბილისში და „დინამოს“ პირველი საერთაშორისო მატჩი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-04-17. ციტირების თარიღი: 2022-04-17.
- ↑ დღეს სტადიონზე // „კომუნისტი“, 24 ივლისი, 1937, № 168 (4969), გვ. 4.
- ↑ ბასკთა ქვეყანა — თბილისი // „კომუნისტი“, 26 ივლისი, 1937, № 169 (4970), გვ. 4.
- ↑ თბილისის „დინამოს“ პირველი საერთაშორისო მატჩი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-04-02. ციტირების თარიღი: 2022-04-02.
- ↑ მახარაძე, გიორგი., 1984, გვ. 75.
- ↑ მახარაძე, გიორგი., 1984, გვ. 75–91.
- ↑ მამულაშვილი, ვ., 1957, გვ. 28–31.
- ↑ მახარაძე, გიორგი., 1984, გვ. 81.
- ↑ მახარაძე, გიორგი., 1984, გვ. 83.
- ↑ «Динамо» (Тбилиси) 0–2 Сборная Басконии // 24.07.1937
- ↑ «Динамо» (Тбилиси) 0–2 Сборная Басконии // dinamo-tbilisi.ru
- ↑ 1937 Dynamo (Tbilisi) - Basque Country 0-2 Friendly football match // YouTube
- ↑ ბასკთა ქვეყანა — საქართველო // „კომუნისტი“, 01.08.1937, № 174 (4975), გვ. 4.
- ↑ მახარაძე, გიორგი., 1984, გვ. 87.
- ↑ მხეიძე, ილია. ძველი ვარსკვლავის გზანი // „სარბიელი“, 13.09.1997, № 109 (474), გვ. 7.
- ↑ ნოზაძე, ოთარ. დადუმებული ბანჯო // „კავკასიონი“, 13.01.1996, № 5 (299), გვ. 12.