სერგო შუდრა
სერგო შუდრა (დ. 1 სექტემბერი, 1913, წინამძღვრიანთკარი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 6 იანვარი, 1983, თბილისი, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირი) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, მეკარე. იცავდა თბილისის „ლოკომოტივისა“ და თბილისის „დინამოს“ ღირსებას. საბჭოთა კავშირის სამგზის ბრინჯაოს პრიზიორი (1946, 1947, 1950) და საბჭოთა კავშირის თასის გათამაშების ფინალისტი (1946). საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1948).[1][2][3]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | სერგო პეტრეს ძე შუდრა | ||
დაბადების თარიღი | 1 სექტემბერი, 1913 | ||
დაბადების ადგილი |
წინამძღვრიანთკარი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია | ||
გარდაცვალების თარიღი | 6 იანვარი, 1983 (69 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი |
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი | ||
სიმაღლე | 178 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მეკარე | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1928 | „მედსანშრომის“ გუნდი | ||
1930–1932 | „პრომკოოპერაციის“ გუნდი | ||
1933–1935 | კალინინის ქარხნის გუნდი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1935–1940 | ლოკომოტივი | 39 | (0) |
1942–1950 | დინამო თბ. | 45 | (0) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1955–1956 | 35-ე საფეხბურთო სკოლა | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ბიოგრაფია
რედაქტირებასერგო შუდრა დაიბადა ტფილისის გუბერნიის სოფ. წინამძღვრიანთკარში, მაღალი კვალიფიკაციის ზეინკლის, პეტრე სერგოს ძე შუდრასა და ელისაბედ ოქროპირიძის ოჯახში. ბავშვობა წინამძღვრიანთკარში გაატარა, სადაც მამამისი ილია წინამძღვრიშვილის მიერ დაარსებულ სასოფლო-სამეურნეო სკოლაში შრომის მასწავლებლად მუშაობდა. საწყისი განათლება მიიღო ტფილისის მეორე შრომით სკოლაში.
1934 წელს დაამთავრა ტფილისის ავტოსაგზაო ტექნიკუმი. 1928 წელს თამაშობდა „მედსანშრომის“ გუნდში (მეორე ლიგა), 1930–1932 წლებში „პრომკოოპერაციის“ გუნდში, 1933–1935 წლებში კალინინის სახელობის ქარხნის გუნდში.
1935–1940 წლებში თამაშობდა თბილისის „ლოკომოტივში“, რომელმაც 1939 წელს საკავშირო პირველობის „ბ“ კლასში მეორე ადგილი დაიკავა და მომდევნო 1940 წლის სეზონზე „ა“ კლასის ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მიიღო.[4]
1939 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი. 1940 წლიდან თბილისის საარტილერიო სასწავლებლის ფიზაღზრდის მასწავლებელია.
1943–1951 წლებში თამაშობდა თბილისის „დინამოში“, რომლის შემადგენლობაში საკავშირო ჩემპიონატების 45 შეხვედრაში, ხოლო საერთაშორისო მატჩების ჩათვლით სულ 70-მდე შეხვედრაში დაიცვა გუნდის ღირსება. 1948 წელს მიენიჭა საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება.
შემდგომი საქმიანობა
რედაქტირება1951–1954 წლებში მუშაობდა „დინამოს“ რესპუბლიკურ საბჭოში უფროსი ინსპექტორად. პარალელურად სათავეში ედგა ამიერკავკასიის სასაზღვრო ოლქის ფეხბურთელთა გუნდს. 1955–1956 წლებში განათლების სამინისტროს თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლის მწრთნელია. წლების განმავლობაში ჩართული იყო აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობაში. მათ შორის იყო თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრი და ფედერაციის მწვრთნელთა საბჭოს თავმჯდომარე. 1955 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში, სპორტთამაშების კათედრის უფროს მასწავლებლად. გამოქვეყნებული აქვს შრომები.
გარდაიცვალა 1983 წლის 6 იანვარს, 69 წლის ასაკში. თბილისში, მ. წინამძღვრიშვილის (ყოფილი კლარა ცეტკინის) ქუჩაზე მდებარე № 23 სახლის ფასადზე, რომელშიც სერგო შუდრა 1949 წლიდან ცხოვრობდა — გახსნილია მისი სახელობის მემორიალური დაფა. 1984 წლიდან სერგო შუდრას პირადი არქივი საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალურ არქივსა (ფონდი № 423) და კინოფოტოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში ინახება.
მიღწევები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირება- ფინალისტი: 1946 [5]
ჯილდოები და წოდებები
რედაქტირება- მედალი „შრომითი მამაცობისთვის“: 1946
- საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი: 1948
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- შუდრა, სერგო (1959). მეკარის ტაქტიკა ფეხბურთში, სსფი შრომები, ტ. II.
- შუდრა, სერგო (1970). კარში დარტყმის ზოგიერთი სტატისტიკური მონაცემები მსოფლიოს მე-9 ჩემპიონატზე, სსფი შრომები, ტ. IV.
- შუდრა, სერგო (1972). მსოფლიო ჩემპიონატის მიმოხილვა და თანამედროვე ფეხბურთის ტენდენციები. თბ.
- შუდრა, სერგო (1975). „დინამო“ (თბილისის) მეკარეების სასწავლო-საწვრთნელი მუშაობის ანალიზი. თბ.
- შუდრა, სერგო (1976). მეკარის წვრთნის ორი პერიოდი, სსფი შრომები, ტ. X. თბ.
- შუდრა, სერგო (1981). მსოფლიოს IX, X, XI ჩემპიონატების შედარება, კარში დარტყმის სტატისტიკური მონაცემები. სსფი შრომები, ტ. XIII, გვ. 25. თბ.
ლიტერატურა
რედაქტირება- აკოფოვი, გარუნ., აღორძინებული „ლოკომოტივი“, თბ.: მერანი-3, 2001.
- აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., ფეხბურთი – 89 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1989. — გვ. 86–87. 158 გვ.
- თედორაძე, ზურაბ (2002). თბილისის „დინამო“ : ციფრები, ფაქტები, კომენტარები, 1936–1989. თბ..
- თედორაძე, ზურაბ (1999). თბილისის „დინამო“ ციფრებში, 1936–1989. თბ.: სტამბა–96.
- ჟორდანია, ანდრო (1976). ფიქრები ქართულ ფეხბურთზე. თბ.: საბჭოთა საქართველო.
- ტორაძე, გულბათ (1997). ქართული ფეხბურთი : მოთამაშეები, გუნდები, წარსულის ფურცლები. თბ..
- ტორაძე, გულბათ (2013). ქართული ფეხბურთი ჩემს ცნობიერებაში. თბ.: ფავორიტი პრინტი.
- ჯეჯელავა, გაიოზ (1947). ქართველი ფეხბურთელები ირანსა და რუმინეთში. თბ.: საბლიტგამი.
- Российский футбол за 100 лет. Энциклопедический справочник, М.: Грэгори-Пэйдж, 1997, ISBN 5-900493-70-9.
- Акопов, Г.А., Динамо Тбилиси. Библиотечка футбольного болельщика., М.: ФиС, 1975.
- Винокуров В. И.; Владимиров В.Г., Всё о футболе / Соскин А. М. (сост.), М.: ФиС, 1972. — გვ. 368. 448 გვ.
- Соскин А. М. (сост.), Всё о футболе. Страны. Клубы. Турниры. Футболисты. Тренеры. Судьи, М.: ФиС, 1972. — გვ. 368. 448 გვ.
- Торадзе, Гулбат., Футбол на всю жизнь, Тб.: Русский клуб, 2007. — გვ. 10, 24, 60. 728 გვ.
პერიოდიკა
რედაქტირება- ტორაძე, გულბათ, სერგო შუდრა — 100 // ჟურნ. „ათიანი“, 2013, № 5 (61), გვ. 36.
- შუდრა, ომარ, „დინამო“ ჩვენს ოჯახში // ჟურნ. „სიტყვა“, 2012, № 18, გვ. 30–40.
- შუდრა, ომარ, მოგონება მამაზე // ჟურნ. „სიტყვა“, 2013, № 20–21, გვ. 112–118.
- ჯაფარიძე, ოთარ, დავუბრუნოთ ქართული ფეხბურთის ისტორიას დავიწყებული გუნდებისა და ფეხბურთელების სახელები // ჟურნ. „ათიანი“, იანვარი, 2015, № 70, გვ. 18–25.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაDinamo-Tbilisi.ru · FootballFacts.ru |
საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი · ბიოგრაფიული ლექსიკონი |
Спортивный некрополь |
ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“ |
MyVideo.ge · ბორის პაიჭაძე 100 · Teheran Iran – Dinamo Tbilisi · Rapid (C.F.R) Bucharest – Dinamo Tbilisi |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Винокуров В. И., 1972, გვ. 368
- ↑ Соскин А. М., 1972, გვ. 368
- ↑ Lelo, 1983, N6
- ↑ Торадзе, Г., 2007, გვ. 24
- ↑ «Спартак» Москва 3–2 «Динамо» Тбилиси / FootballFacts.ru