ვლადიმერ ჯორბენაძე
ვლადიმერ ჯორბენაძე (დ. 31 დეკემბერი, 1912, ფოთი, რუსეთის იმპერია — გ. 27 ნოემბერი, 1982, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, ნახევარმცველი. იცავდა ფოთის „დინამოს“, თბილისის ზიი-ს,[1] თბილისის „დინამოსა“ და თბილისის „ლოკომოტივის“ ღირსებას. საბჭოთა კავშირის ვიცე-ჩემპიონი (1939) და ბრინჯაოს პრიზიორი (1936), საბჭოთა კავშირის თასის გათამაშების ორგზის (1936, 1937) ფინალისტი თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1938).[2]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ვლადიმერ კლიმენტის ძე ჯორბენაძე | ||
დაბადების თარიღი | 31 დეკემბერი, 1912 | ||
დაბადების ადგილი |
ფოთი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია | ||
გარდაცვალების თარიღი |
27 ნოემბერი, 1982 (69 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი |
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1929–1933 | დინამო ფოთი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1934–1936 | ზიი თბილისი | ||
1936–1946 | დინამო თბ. | 89 | (2) |
1947 | ლოკომოტივი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ბიოგრაფია
რედაქტირება1936–1946 წლებში თბილისის „დინამოს“ რიგებში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფარგლებში 89 შეხვედრა ჩაატარა და ორი ბურთი გაიტანა, ხოლო საკავშირო თასის გათამაშების ფარგლებში 15 შეხვედრა და ერთი ბურთი.
თბილისის „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფარგლებში პირველად 1936 წლის 7 სექტემბერს, საბჭოთა კავშირის საშემოდგომო პირველობის პირველი ტურის კალენდარულ მატჩში, კიევის „დინამოს“ წინააღმდეგ გამოვიდა მინდორზე. თბილისელთა შემადგენლობაში თამაშობდნენ: ალექსანდრე დოროხოვი, შოთა შავგულიძე (ედუარდ ნიკოლაიშვილი), ბუკა ბერძენიშვილი, ნიკოლოზ ანიკინი, ვლადიმერ ჯორბენაძე, გრიგოლ გაგუა, ილია პანინი, მიხეილ ბერძენიშვილი, ბორის პაიჭაძე, მიხეილ ასლამაზოვი და ნიკოლოზ სომოვი. თბილისის „დინამოს“ ისტორიაში ეს იყო საკავშირო პირველობის უმაღლესი ლიგის პირველი შეხვედრა. მატჩი, რომელსაც ათი ათასი მაყურებელი დაესწრო, თბილისის „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა და ფრედ, ანგარიშით 2–2 დასრულდა. თბილისელთაგან ბურთები სომოვმა და პაიჭაძემ გაიტანეს.[3][4]
თბილისის „დინამოს“ მაისურით საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფარგლებში ბოლოჯერ 1945 წლის 27 ივლისს, საკავშირო ჩემპიონატის მე-12 ტურის კალენდარულ მატჩში, ლენინგრადის „ზენიტის“ წინააღმდეგ ითამაშა. თბილისელთა შემადგენლობაში თამაშობდნენ: ვალტერ სანაია, ალკივიად ფეხლევანიდი,[5] ლევან სალდაძე, არჩილ კიკნაძე, ბორის ფროლოვი, ვლადიმერ ჯორბენაძე, ავთანდილ ღოღობერიძე, ვიქტორ პანიუკოვი, ბორის პაიჭაძე, გიორგი ანთაძე და ასლან ხარბედია. მატჩი, რომელსაც 12 ათასი მაყურებელი დაესწრო, ლენინგრადის „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა და ფრედ, ანგარიშით 2–2 დასრულდა. თბილისელთაგან „დუბლი“ შეასრულა გიორგი ანთაძემ.[6]
მიღწევები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირებაფაქტები
რედაქტირებათბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საკავშირო ჩემპიონატისა და საკავშირო თასის გათამაშების ფარგლებში ვლადიმერ ჯორბენაძის ანგარიშზეა 3 გატანილი ბურთი, აქედან ორი საჩემპიონატო და ერთიც სათასო.[7]
პირველი ბურთი მან 1936 წლის 25 აგვისტოს, საკავშირო თასის გათამაშების ნახევარფინალურ მატჩში, ნოგინსკის „კრასოე ზნამიას“ წინააღმდეგ, მეკარე პეტრე სმოლნიკოვის კარში, შეხვედრის 88-ე წუთზე გაიტანა.[8]
თბილისის „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატისა დასაკავშირო თასის გათამაშების ფარგლებში ჩატარებულ 104 შეხვედრაში მსაჯების გადაწყვეტილებით ვლადიმერ ჯორბენაძე სამჯერ იყო გაძევებული მოედნიდან — ლენინგრადის „დინამოსთან“ (12.10.1937, მსაჯი ვლადიმერ სტრეპიხეევი), მოსკოვის „პიშჩევიკთან“ (08.08.1939, მსაჯი ფარუირ ფარსადანოვი) და მოსკოვის „სპარტაკთან“ (27.10.1939, მსაჯი ვლადიმერ ვონოგი) შეხვედრებში.[7]
1937 წლის 24 ივლისს მონაწილეობა მიიღო თბილისის „დინამოს“ პირველ საერთაშორისო შეხვედრაში ბასკეთის საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ.[9][10]
1956 წლის დეკემბერში ფოთის „ვოდნიკის“ სტადიონზე გაიმართა მატჩი ადგილობრივ ნაკრებ გუნდსა და ქალაქის ვეტერან ფეხბურთელებს შორის, რომლებიც წინათ რესპუბლიკის წამყვან გუნდებში თამაშობდნენ. შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოწვია. გულშემატკივართა შორის იყვნენ ძველი ფეხბურთელები, რომლებიც თავის დროზე ფოთის სპორტულ პრესტიჟს იცავდენ ინგლისელ მეზღვაურებთან შეხვედრებში (ი. ყურუა, ძმები გოგინავები, ა. თურქიანი, გ. ხორავა, მ. გვალია და სხვ.). მატჩის სანახავად მოვიდა ფეხბურთის გულშემატკივარი 1908 წლიდან ლ. განგია. ვეტერანთა შემადგენლობაში იყვნენ ვლადიმერ ჯორბენაძე, ვ. კინწურაშვილი, ოთარ კინწურეიშვილი, ლუარსაბ ლოლაძე, ბორის პაიჭაძე, ავთანდილ პაიჭაძე, აკაკი ყალიჩავა, გიორგი ანთაძე და სხვები.[კომ. 1] თამაში დამთავრდა ანგარიშით 5–2 ვეტერანთა სასარგებლოდ.[11][12]
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერიშვილი, ელგუჯა (2013). ქართული სპორტის ოქროს წიგნი. თბ.: პალიტრა L.
- თედორაძე, ზურაბ (2002). თბილისის „დინამო“ : ციფრები, ფაქტები, კომენტარები, 1936–1989. თბ..
- თედორაძე, ზურაბ (1999). თბილისის „დინამო“ ციფრებში, 1936–1989. თბ.: სტამბა–96.
- ტორაძე, გულბათ (2013). ქართული ფეხბურთი ჩემს ცნობიერებაში. თბ.: ფავორიტი პრინტი.
- ტორაძე, გულბათ (1997). ქართული ფეხბურთი : მოთამაშეები, გუნდები, წარსულის ფურცლები. თბ..
პერიოდიკა
რედაქტირება- ფეხბურთი. „ნაკრები ტფილისი“ — ტ.ს.ო.კ. // „კომუნისტი“, 24 თებერვალი, 1935, № 48 (4104), გვ. 4.
- ანთელაშვილი, გ., თამაშობენ „მოხუცები“ // „ლელო“, 16 დეკემბერი, 1956, № 101 (1011), გვ. 4.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაკომენტარები
რედაქტირება- ↑ სხვადასხვა მიზეზების გამო თამაშზე ვერ ჩამოვიდნენ ცნობილი ფოთელი ფეხბურთელები — გრიგოლ გაგუა, ასლან ხარბედია, აკაკი ელიავა, ვლადიმერ ბერძენიშვილი, ჯანსუღ კინწურეიშვილი და ტიტე ჯორჯიკია.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის საფეხბურთო გუნდი (ზიი) — დგანან (მარცხნიდან მარჯვნივ): ნ. ლარიონოვი (არბიტრი), მიხეილ მინაევი, აკაკი ყალიჩავა, გიორგი ჭუმბურიძე, იური კასრაძე, ვალენტინ (ვალია) კოძისი, გერმან კირილოვი, ბორის პაიჭაძე, ვახტანგ რამიშვილი, სერგო სიხარულიძე, მიხეილ ბოლოტინი, ვლადიმერ ჯორბენაძე, არჩილ კიკნაძე, ვ. არსენიშვილი, ა. ქოიავა.
- ↑ სპორტი საქართველოში. თბილისის „დინამომ“ საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში დებიუტის წელსვე (1936) მესამე ადგილი დაიკავა, 1939 და 1940 წლებში კი მეორე. ამ პერიოდში სახელი გაითქვეს შოთა შავგულიძემ, ბორის პაიჭაძემ, გაიოზ ჯეჯელავამ, ალექსანდრე დოროხოვმა, გრიგოლ გაგუამ, მიხეილ ბერძენიშვილმა, ვიქტორ ბერეჟნოიმ, ვლადიმერ ჯორბენაძემ და სხვებმა.
- ↑ Динамо (Тбилиси) 2–2 Динамо (Киев) / fc-dynamo.ru
- ↑ Динамо (Тбилиси) 2–2 Динамо (Киев) / Footballfacts.ru
- ↑ Пехлеваниди Алкивиад Яковлевич // dinamo-tbilisi.ru
- ↑ «Зенит» Ленинград 2–2 «Динамо» Тбилиси / Footballfacts.ru
- ↑ 7.0 7.1 Джорбенадзе Владимир Клементьевич. Игры
- ↑ «Красное Знамя» Ногинск 1–5 «Динамо» Тбилиси / Footballfacts.ru
- ↑ თბილისის „დინამოს“ პირველი საერთაშორისო მატჩი
- ↑ Джорбенадзе Владимир Клементьевич // dinamo-tbilisi.ru
- ↑ თამაშობენ „მოხუცები“. „ლელო“, 16 დეკემბერი, 1956, № 101 (1011), გვ. 4. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-04-02. ციტირების თარიღი: 2022-05-04.
- ↑ თამაშობენ „მოხუცები“. „ლელო“, 16 დეკემბერი, 1956, № 101 (1011), გვ. 4. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-04-02. ციტირების თარიღი: 2022-05-04.