რენე ფერეირა
რენე ფერეირა დოს სანტოსი (დ. 21 აპრილი, 1992, სალვადორი, ბრაზილია) — ბრაზილიელი ფეხბურთელი, თბილისის „დინამოს“ ცენტრალური მცველი, ასევე შეუძლია საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაში.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | რენე ფერეირა დოს სანტოსი | ||
დაბადების თარიღი | 21 აპრილი, 1992 | ||
დაბადების ადგილი | სალვადორი, ბრაზილია | ||
სიმაღლე | 1.84 მ | ||
სათამაშო პოზიცია | ცენტრალური მცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | დინამო თბილისი | ||
ნომერი | 25 | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2011-2013 | გრემიო | 0 | (0) |
2012 | → კავასაკი (იჯარით) | 4 | (0) |
2013-2015 | ზესტაფონი | 43 | (1) |
2015- | დინამო თბილისი | 14 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 8 ივლისი, 2015 |
საკლუბო კარიერა
რედაქტირებაზესტაფონი
რედაქტირება2013 წლის ზაფხულში რენეს ჰქონდა შემოთავაზებები საფრანგეთიდან,თუმცა ივლისის ბოლოს ის ქართულ "ზესტაფონში" გადავიდა და გუნდს შეკრებაზე შეუერთდა თურქეთში.[1]. როგორც მან განაცხადა,ის დათანხმდა "ზესტაფონს",რადგან გუნდი მაღალი ადგილებისთვის იბრძოდა თავის ჩემპიონატში.
სეზონი 2013-14
რედაქტირებაახალ კლუბში იდებიუტა 11 აგვისტოს საქართველოს უმაღლესი ლიგის გამხსნელ ტურში გასვლით მატჩში თბილისის "დინამოს" წინააღმდეგ.რენემ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეცვალეს 81-ე წუთზე."ზესტაფონი" 2:1 დამარცხდა. ოქტომბერში "ზესტაფონის" ახალ მრწვრთნელად გია გეგუჩაძე დაინიშნა,თუმცა რენეს ძირითად შემადგენლობაში ადგილი არ დაკარგა.პირველი გოლი "ზესტაფონში" გაიტანა 22 თებერვალს საშინაო შეხვედრაში "ცხინვალის" წინააღმდეგ.მისმა გუნდმა 3:0 იმარჯვა. საბოლოო ჯამში,"ზესტაფონისთვის" სეზონი წარმატებულად შეფასდა,რადგან გუნდმა მოიპოვა მე-2 ადგილი საქართველის ჩემპიონატში და მიიღო ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობის უფლება.
სეზონი 2014-15
რედაქტირება"ზესტაფონი" ევროპის ლიგში მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო და ტრნავას "სპარტაკს" დაუპირისპირდა.პირველი თამაში 0:0 დასრულდა,თუმცა შემდეგ გასვლაზე "ზესტაფონი" 0:3 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა [2] .რენემ მთლიანად ითამაშა ირივე მატჩი. 2014 წლის 9 აგვისტოს უმაღლესი ლიგის გამხსნელ ტურში რენემ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო "გურიის" წინააღმდეგ და 79-ე წუთზე შეცვალეს.მისმა გუნდმა 6:0 გაანადგურა მეტოქე.[3] .პირველ წრეში რენემ 14 მატჩი ჩაატარა "ზესტაფონში" და გუნდის ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე იყო.
დინამო თბილისი
რედაქტირება2014 წლის დეკემბერში "ზესტაფონი" ფინანსურმა კრიზისმა მოიცვა და კლუბი მხოლოდ თავისი ქალაქის მუნიციპალიტეტის იმედზე დარჩა [4] .ამავდროულად თბილისის "დინამოდან" რამდენიმე ფეხბურთელი წავიდა და კლუბში ცვლილებები იყო საჭირო. "გახსოვთ, ალბათ, აგვისტოში რაც მოხდა “დინამოში”. მაშინ თბილისურ გუნდს არ ჰქონდა იმის საშუალება, რომ ახალი მოთამაშეები უცებ დაემატებინა. მიმაჩნია, რომ ამჟამად აუცილებელი იქნება გუნდის გაძლიერება. ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე “დინამო” ახალ მოთამაშეებს დაიმატებს."-განაცხადა "დინამოს" მრწვრთნელმა კახი გოგიჩაიშვილიმა ამ თემაზე.[5] 2015 წლის 24 იანვარს რენე სანტოსი "ზესტაფონიდან" თბილისის "დინამოში" გადავიდა და გუნდთან ერთად შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრა."ზესტაფონის" მდგომარეობა საბოლოოდ ძალიან გაუარესდა და კლუბი უმაღლესი ლიგიდან გავარდა.ახალ კლუბში რენე 11 თებერვალს წარადგინეს.მან 25 ნომერი აიღო.
სეზონი 2014-15
რედაქტირებაახალ გუნდში რენემ იდებიუტა 2015 წლის 18 თებერვალს საქართველოს თასის 1/4 ფინალში გორში "დილას" წინააღმდეგ.რენემ მთლიანად ითამაშა მატჩი,რომელიც 0:0 დასრულდა [6]."დინამო" საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძოდა,თუმცა გუნდმა ბევრი ქულა დაკარგა ტურნირის მიწურულს და წინ გორის "დილა" და ბათუმის "დინამო " გაუშვა.[7] მიუხედავად ამისა,"დინამომ" მაინც მოიპოვა ევროპის ლიგაზე მონაწილეობის უფლება.[8] 26 მაისს საქართველოს თასის ფინალში "დინამომ" "სამტრედია" 5:0 გაანადგურა.[9] რენემ მატჩი თავიდან ბოლომდე ითამაშა.
სეზონი 2015-16
რედაქტირებაახალი სეზონი „დინამოსთვის“ დაიწყო ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდზე „გაბალასთან“ დაპირისპირებით.პირველი მატჩში თბილისში „დინამომ“ დაძაბულ ბრძოლაში 2:1 იმარჯვა. რენე მოედანზე 56-ზე წუთზე გამოვიდა ოთარ კიტეიშვილის ნაცვლად. საკუთარ მოედანზე კი „გაბალამ“ ბოლო წუთებზე გატანილი გოლებით 2:0 გაიმარჯვა და თბილისის „დინამო“ ევროტურნირებიდან გამოთიშა. რენემ მატჩი მთლიანად ითამაშა. 14 აგვისტოს უმაღლესი ლიგის გახსნით ტურში რენე მოედნიდან გააძევეს 64-ე წუთზე საშინაო მატჩში თერჯოლის „საპოვნელასთან“. „დინამომ“ მეტოქე 4:0 გაანადგურა. 11 დღეში კი „დინამომ“ გორის „დილა“ 1:0 დაამარცხა და საქართველოს სუპერთასს დაეუფლა. რენემ 90-ივე წუთი ითამაშა. ჯამში რენემ უმაღლეს ლიგაში 21 მატჩი ჩაატარა ამ სეზონში, რომლიდანაც 19 მთელი იყო. ასევე რენემ 7 თამაში ითამაშა საქართველოს თასში, მათ შორის ფინალი 18 მაისს ბოლნისის „სიონის“ წინააღმდეგ, რომელიც „დინამომ“ 1:0 მოიგო. რენემ სეზონში 2 გოლის გატანა შეძლო: 2015 წლის 6 დეკემბერს საშინაო მატჩში იმავე ბოლნისის „სიონთან“ და 2016 წლის 24 აპრილს „კოლხეთთან“ ფოთში. უმაღლეს ლიგაში პირველი ადგილისთვის ბრძოლაში თბილისის „დინამომ“ 13 ქულით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ „სამტრედიას“. რენემ პთავის კარიერაში ეს ტურნირი ირველად მოიგო.
ტიტულები
რედაქტირება- უმაღლესი ლიგა ჩემპიონი (1): 2015/2016
- უმაღლესი ლიგა მეორე ადგილი (1): 2013/2014
- უმაღლესი ლიგა მესამე ადგილი (1): 2014/2015
- საქართველოს თასი ჩემპიონი (2): 2014/2015,2015/2016
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ "ზესტაფონს" რენე სანტოსი და ბორისლავ ტრეზიჩი შეუერთდნენ.
- ↑ "ზესტაფონი" ტრნავას "სპარტაკმა" გაანადგურა.
- ↑ "ზესტაფონმა" ქვა ქვაზე არ დატოვა "გურიისგან".
- ↑ "ზესტაფონი" დაიშლება ?.
- ↑ "დინამოში" ცვლილებები იგეგმება.
- ↑ "დილა" და "დინამო" ერთმანეთს დაუზავდნენ.
- ↑ გორში ზეიმობენ:"დილა" ჩემპიონია !.
- ↑ ქართული გუნდები ევროტურნირებზე !.
- ↑ საქართველოს თასი : "დინამო" 5-0 "სამპდორია".