კახაბერ გოგიჩაიშვილი
კახაბერ (კახი) გოგიჩაიშვილი (დ. 31 ოქტომბერი, 1968, თბილისი) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა ნახევარმცველისა და თავდამსხმელის პოზიციაზე. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1989).
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | კახაბერ გოგიჩაიშვილი | ||
დაბადების თარიღი | 31 ოქტომბერი, 1968 | ||
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ | ||
სიმაღლე | 176 სმ | ||
სათამაშო პოზიცია |
ნახევარმცველი, თავდამსხმელი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1986–1987 | შევარდენი თბილისი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1988–1991 | დინამო თბ. | 90 | (14) |
1991–1992 | გურია | 26 | (3) |
1992–1994 | შევარდენი-1906 | 59 | (25) |
1994–1995 | სამტრედია | 28 | (11) |
1995–1997 | დინამო თბ. | 49 | (24) |
1998 | ჰაპოელი | 12 | (1) |
1998 | ლოკომოტივი ნ-ნ. | 4 | (0) |
1998–1999 | დინამო თბ. | 6 | (1) |
1999–2002 | ლოკომოტივი თბ. | 71 | (11) |
2002–2003 | მერანი-ოლიმპი | 7 | (0) |
სულ | 352 | (89) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1992–2000 | საქართველო | 27 | (1) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
2013–2014 | დინამო თბილისი (დუბლები) | ||
2014–2015 | დინამო თბილისი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
კარიერა
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირებასაკლუბო დონეზე თამაშობდა ქართულ კლუბებში: თბილისის „დინამო“, „ლოკომოტივი“, „მერანი“ და „შევარდენი-1906“-ში, ასევე გამოდიოდა „სამტრედიაში“. ნათამაშები აქვს ორ უცხოურ კლუბში, აშკელონის „ჰაპოელში“ და ნიჟნი-ნოვგოროდის „ლოკომოტივში“.
1989 წლის 27 ოქტომბერს თბილისის „დინამო“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში ნათამაშები 1424 მატჩიდან უკანასკნელს, 1424-ე შეხვედრას ატარებდა, თბილისელები საბჭოთა კავშირის პირველობას იმ გუნდთან თამაშით დაემშვიდობნენ, რომელთან პაექრობითაც დაიწყეს ჩემპიონატში მონაწილეობა — კიევის „დინამოსთან“, უკრაინის დედაქალაქში ჩატარებული შეხვედრა, ისევე როგორც 1936 წლის 7 სექტემბერს, ფრედ 2–2 დასრულდა. დინამოელთაგან გოლები კახი გოგიჩაიშვილმა (პენალტით) და თემურ ქეცბაიამ გაიტანეს.
სანაკრებო
რედაქტირება1992–2000 წლებში ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული აქვს 27 მატჩი. გაიტანა 1 გოლი 1992 წელს, თერთმეტმეტრიანი აზერბაიჯანის წინააღმდეგ. შეხვედრა საქართველომ 6–3 მოიგო (ეს იყო აზერბაიჯანის პირველი საერთაშორისო მატჩი).
სამწვრთნელო
რედაქტირებაპროფესიონალური კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო სამუშაოზეა. 2013–14 წლების სეზონში წვრთნიდა „დინამოს“ დუბლშემადგენლობას, რომელთან ერთადაც 2014 წლის ივლისში შეძლო პრესტიჟული ახალგაზრდული ტურნირის, „რურის თასის“ მოგება, ნახევარფინალში მენხენგლადბახის „ბორუსიას“ შემდეგ, გუნდმა ფინალში თურქული „გალათასარაი“ დაამარცხა.[1][2] სარეზერვო გუნდში წარმატების შემდეგ მალევე დაინიშნა „დინამოს“ მთავარი გუნდის მწვრთნელად.[3] მას შემდეგ რაც ევროტურირებზე ცუდად გამოსვლის შემდეგ მიხალ ბილეკი და მასთან ერთად 10 ფეხბურთელი გუნდიდან წავიდა, გოგიჩაიშვილს დაევალა გუნდის გაახალგაზრდავება, რასაც თავი წარმატებით გაართვა და ზამთრის შესვენებაზე გუნდი უმაღლეს ლიგაში დაკავებული პირველი ადგილით გავიდა. 2014 წლის 11 დეკემბერს „დინამომ“ მისი ხელმძღვანელობით შეძლო საქართველოს სუპერთასის მოპოვება.[4] 2015 წლის მაისში, 2014–15 წლების სეზონის ბოლო მატჩამდე, მისი ადგილი გია გეგუჩაძემ დაიკავა, მიუხედავად იმისა, რომ თასის ფინალი „დინამომ“ ახალი მწვრთნელის მეთაურობით მიიღო, კახა გოგიჩაიშვილს და მის სამწვრთნელო შტაბს სათასო მედლები მაინც გადაეცათ.
მიღწევები
რედაქტირებამოთამაშის
რედაქტირება- უმაღლესი ლიგა ჩემპიონი (5): 1990, 1991, 1995/1996, 1996/1997 1998/1999
- უმაღლესი ლიგა მეორე ადგილი (4): 1992/1993, 1994/1995, 2000/2001, 2001/2002
- საქართველოს თასის გამარჯვებული (4): 1995/1996, 1996/1997, 1999/2000, 2001/2002
- საქართველოს თასის ფინალისტი (1): 2000/2001
- საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული (2): 1996/1997, 1997/1998
მწვრთნელის
რედაქტირება- საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული (1): 2014/2015
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ დინამო რურის თასის მფლობელია, „დინამოს“ ოფიციალური საიტი, 27 ივლისი, 2014.
- ↑ გამარჯვებულები თბილისში დაბრუნდნენ, „დინამოს“ ოფიციალური საიტი, 28 ივლისი, 2014.
- ↑ კახი გოგიჩაიშვილი დინამოს მთავარი მწვრთნელია, „დინამოს“ ოფიციალური საიტი, 30 ივლისი, 2014.
- ↑ დინამომ სუპერთასი მოიგო, „დინამოს“ ოფიციალური საიტი, 11 დეკემბერი, 2014.