მიხალ ბილეკი (ჩეხ. Michal Bílek; დ.13 აპრილი, 1965, პრაღა) — ჩეხი მწვრთნელი და ყოფილი ფეხბურთელი, პოციზიით მარჯვენა ნახევარმცველი. 2014 წლის ივნისში დაინიშნა თბილისის „დინამოს“ თავკაცად,[1] თუმცა ევროტურნირებზე მისი ხელმძღვანელობით გუნდის ცუდად გამოსვლის შემდეგ „დინამო“ დატოვა, მისი ადგილი კახაბერ გოგიჩაიშვილმა დაიკავა.

მიხალ ბილეკი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
მიხალ ბილეკი
დაბადების
თარიღი
13 აპრილი, 1965 (1965-04-13) (59 წლის)
დაბადების
ადგილი
პრაღა, ჩეხოსლოვაკია
სიმაღლე 177 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
1973–1982 სპარტა პრაღა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1982–1983 სპარტა პრაღა 13 (0)
1984–1985 უნიონი ხები 50 (4)
1986–1990 სპარტა პრაღა 135 (32)
1990–1992 რეალ ბეტისი 59 (11)
1992–1993 სპარტა პრაღა 28 (5)
1993–1996 ვიქტორია ჟიჟკოვი 91 (20)
1996–1998 სპარტა პრაღა 15 (1)
1998–2000 ტეპლიცე 76 (11)
სულ 467 (84)
ეროვნული ნაკრები
1987–1992 ჩეხოსლოვაკია 32 (11)
1992–1995 ჩეხეთი 3 (0)
სამწვრთნელო კარიერა
2001 ტეპლიცე
2001–2002 კატარხინესი
2002–2003 ჩეხეთი 19 წლ.
2003–2006 ხმელი ბლშანი
2006 ვიქტორია პლზენი
2006–2008 სპარტა პრაღა
2008–2009 რუჟომბეროკი
2009–2013 ჩეხეთი
2014 დინამო თბილისი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

მიხაილ ბილეკის კარიერის ძირითადი ნაწილი უკავშირდება პრაღის „სპარტას“, სადაც მან ოთხი ცალკეული პერიოდის მანძილზე ითამაშა. მისი დებიუტი მშობლიურ კლუბში შედგა 17 წლის ასაკში. 1984 წელს გადავიდა „ხებში“, სადაც ერთი სეზონის მანძილზე 50 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. 1985 წელს დაბრუნდა „სპარტაში“, საიდანაც 1990 წელს ესპანურ „რეალ ბეტისში“ გადავიდა, ეს იყო მისი პირველი ტრანსფერი უცხოურ კლუბში. იმის გამო, რომ „ბეტისი“ პრიმერა დივიზიონიდან დაქვეითდა, ბილეკი ისევ ჩეხეთში დაბრუნდა და „სპარტას“ გარდა ითამაშა ორ ჩეხურ კლუბში, ჟიჟკოვის „ვიქტორიაში“ და „ტეპლიცეში“. ამ უკანასკნელში 2000 წელს კარიერა დაასრულა.

სანაკრებო

რედაქტირება

ჩეხოსლოვაკიის ეროვნულ ნაკრებში პირველად 27 წლის ასაკში გამოიძახეს. მისი დებიუტი 1987 წლის 27 ოქტომბერს ბრატისლავაში შედგა პოლონეთის წინააღმდეგ, მატჩი ჩეხოსლოვაკიის გამარჯებით დასრულდა (3-1). მონაწილეობა მიიღო 1990 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის გათამაშებაში. 2 გოლის გატანა შეძლო მეოთხედფინალებში. 1992 წლიდან იყო დამოუკიდებელი ჩეხეთის ეროვნული ნაკრების წევრი, რომელთან ერთადაც 3 მატჩი ჩაატარა უგოლოდ, მისი ბოლო მატჩი იყო 1995 წლის 29 მარტს, ბელარუსის წინააღმდეგ.

სამწვრთნელო

რედაქტირება

სამწვრთნელო კარიერა დაიწყო „ტეპლიცეში“ 2001 წელს, იმავე წელს გადავიდა კოსტა-რიკის კლუბ „კატარხინესში“, 2002 წელს დაბრუნდა სამშობლოში და წვრთნიდა ჩეხეთის 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებს.[2][3] შემდეგ იყო ორი ჩეხური კლუბი, ბლშანის „ხმელი“, პლზენის „ვიქტორია“. 2006 წელს ბილეკმა შეცვალა პრაღის „სპარტას“ თავკაცი სტანისლავ გრიგა[4] და პირველივე სეზონში გუნდთან ერთად შეძლო გამბრინუს ლიგის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება, შემდეგ სეზონში კი მეორე ადგილის დაკავება. 2008 წლის მაისში ბილეკმა „სპარტა“ დატოვა[5] და სლოვაკურ „რუჟომბეროკს“ ჩაუდგა სათავეში. 2009 წლის ოქტომბერში მიხალ ბილეკი დაინიშნა ჩეხეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელად. მან ივან ჰაშეკი შეცვალა, რომელმაც 2010 წლის მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე მარცხი განიცადა. ბილეკის თავკაცობის ჩეხეთის ნაკრებმა შეძლო ევრო 2012-ის მეოთხედფინალამდე გასვლა, სადაც მინიმალური ანგარიშით (1-0) დამარცხდა პორტუგალიასთან.[6] 4 წლიანი მუშაობის შემდეგ, 2013 წლის სექტემბერში მისი ადგილი იოსეფ პეშიცემ დაიკავა.[7]

 
მიხალ ბილეკი და რომან ფიფია

2014 წლის ივნისში ბილეკმა ხელი მოაწერა ერთ წლიან კონტრაქტს თბილისის „დინამოსთან“.[8][9] 2013-14 წლების სეზონის პირველი ნახევარი „დინამოს“ თავკაცი ბილეკის თანამემამულე დუშან უჰრინი უმცროსი იყო, მეორე ნახევარი კი მალხაზ ჟვანია. 6 ივნისს კლუბის პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ დინამო არენის მედია დარბაზში ბილეკი წარადგინა კლუბის ახალ დირექტორ ირაკლი ზუხბაიასთან ერთად,[10][11] 7 ივნისს კი ანდრო ჟორდანიას სახელობის „დინამოს“ საწვრთნელ ბაზაზე პირველი ვარჯიში გამართა.[12] 30 ივლისს ბილეკმა თანამდებობა დატოვა.

ტიტულები

რედაქტირება

მოთამაშის

რედაქტირება

მწვრთნელის

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. დინამოს მწვრთნელად მიხალ ბილეკი დაინიშნა, „დინამოს“ ოფიციალური საიტი, 2 ივნისი, 2014.
  2. Hard work the key, says Bílek
  3. Hašek passes Czech mantle to Bílek
  4. „Griga skončil, Spartu bude trénovat Bílek“ (ჩეხური). idnes.cz. 31 აგვისტო 2006. ციტირების თარიღი: 10 თებერვალი 2012.
  5. „Bílek ve Spartě skončil hned, nahradil ho Chovanec“ (ჩეხური). idnes.cz. 11 მაისი 2008. ციტირების თარიღი: 10 თებერვალი 2012.
  6. ინფორმაცია მატჩის შესახებ Soccerway-ზე, ჩეხეთი 0:1 პორტუგალია
  7. Místo Bílka bude reprezentaci dočasně trénovat Pešice. Nebude to sranda, míní Cipro. Hospodářské noviny (13 სექტემბერი 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-22. ციტირების თარიღი: 19 ოქტომბერი 2013.
  8. რომან ფიფია: დიახ, „დინამოში“ მიხალ ბილეკის დანიშვნა გადაწყვეტილია დაარქივებული 2014-08-14 საიტზე Wayback Machine. ,საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge/“[მკვდარი ბმული], 2 ივნისი, 2014.
  9. თბილისის „დინამოს“ მწვრთნელად მიხალ ბილეკი დაინიშნა [მკვდარი ბმული],საინფორმაციო სააგენტო „http://goal.ge/, 2 ივნისი, 2014.
  10. დინამოს ახალი მთავარი მწვრთნელი და ახალი დირექტორი ჰყავს, „დინამოს“ ოფიციალური საიტი, 6 ივნისი, 2014.
  11. "ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას მივაღწიოთ" დაარქივებული 2014-07-04 საიტზე Wayback Machine. ,საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge/“[მკვდარი ბმული], 6 ივნისი, 2014.
  12. პირველი ვარჯიში მიხალ ბილეკის ხელმძღვანელობით, „დინამოს“ ოფიციალური საიტი, 7 ივნისი, 2014.