სევასტი თოდუა
სევასტი თოდუა (13 მაისი 1976, აბაშა) — ქართველი ფეხბურთელი, ამჟამად ვანის სულორის ცენტრალური მცველი.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | სევასტი თოდუა | ||
დაბადების თარიღი | 25 ოქტომბერი, 1976 | ||
დაბადების ადგილი |
მარანი, აბაშის რაიონი, საქართველოს სსრ | ||
სიმაღლე | 185 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | სულორი ვანი | ||
ნომერი | 5 | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1997-1999 | იბერია სამტრედია | 37 | (2) |
1999-2000 | ვიტ ჯორჯია | 22 | (0) |
2001 | ლოკომოტივი თბილისი | 16 | (0) |
2001 | ტორპედო ქუთაისი | 45 | (0) |
2002 | ურალანი ელისტა | 6 | (0) |
2002-2004 | ტორპედო ქუთაისი | 60 | (0) |
2005-2009 | ზესტაფონი | 106 | (1) |
2009 | ოლიმპი რუსთავი | 17 | (0) |
2010 | ბაია ზუგდიდი | 17 | (0) |
2010-2011 | ტორპედო ქუთაისი | 62 | (0) |
2012 | მეტალურგი რუსთავი | 14 | (0) |
2012 | სკ ზუგდიდი | 22 | (0) |
2013 | გურია ლანჩხუთი | 19 | (0) |
2013 | დინამო ბათუმი | 16 | (0) |
2014 | ტორპედო ქუთაისი | 25 | (0) |
2015- | სულორი ვანი | 6 | (0) |
ეროვნული ნაკრები | |||
2000-2001 | საქართველო | 6 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 25 აპრილი, 2015 |
კარიერა
რედაქტირებაფეხბურთის თამაში 13 წლის ასაკში სამტრედიის ბავშვთა საფეხბურთო სკოლაში დაიწყო. შემდეგ იყო არეული ქვეყანა, ფინანსური გაჭირვება და 15 წლის ასაკში იძულებული გახდა მშობლიურ სოფელ მარანში დაბრუნებულიყო. 6 წლის შემდეგ, 21 წლისამ ისევ „სამტრედიაში“ დაბრუნება გადაწყვიტა. გუნდი უმაღლესი ლიგიდან ახალგამოვარდნილი იყო და სევასტისთან ერთად დაუბრუნდა ელიტლიგას. 1999 წელს გადავიდა „ვიტ ჯორჯიაში“ და პირველი მატჩები ჩაატარა ევროტურნირებზე. 23 წლის ასაკში ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს, მისი სადებიუტო მატჩი 2000 წლის 26 აპრილს სომხეთის წინააღმდეგ შედგა,[1] თოდუამ შეუცვლელად ითამაშა. თოდუას მთელი კარიერა ქართულ გუნდებში აქვს გატარებული, გარდა 2002 წლისა, როდესაც რუსულ „ურალანში“ ირიცხებოდა. სხვადასხვა წლებში გამოდიოდა მრავალ ქართულ კლუბში, რომლებთან ერთადაც უმაღლეს ლიგაში ჩატარებული აქვს 400 მატჩზე მეტი, აქედან ყველაზე მეტი, 130 მატჩზე მეტი ქუთაისის „ტორპედოს“ მაისურით, ამ მატჩების ნახევარზე მეტში, კი მას კაპიტნის სამკლავური ეკეთა. 2012 წლის დასაწყისში, მას „ტორპედოში“ გაცილება მოუწყვეს,[2] თუმცა მან კარიერის გაგრძელება გადაწყვიტა. 2 წლის შემდეგ 2014 წელს იგი რევაზ ძოძუაშვილის მიიწვევით ისევ დაბრუნდა „ტორპედოში“, სადაც გატარებული ნახევარი სეზონის შემდეგ ვანის სულორს მიაშურა.
ტიტულები
რედაქტირება- ჩემპიონი (2): 2002–03,
- ვიცე-ჩემპიონი (2): 1889–90, 1894–95, 1901–02, 1904–05, 1908–09, 1911–12, 1985–86
- გამარჯვებული (2): 1906, 1933, 1966, 1984, 1995
- ფინალისტი (6): 1893, 1897, 1907, 1968, 1985, 1986, 1989, 2009
- გამარჯვებული (3): 1928, 1932, 1963, 1970, 1984, 1985, 1986, 1987, 1995
- ფინალისტი (5): 1933, 1966