ამერი (საფეხბურთო კლუბი)

(გადამისამართდა გვერდიდან ამერი)

ამერიქართული საფეხბურთო კლუბი, დაარსდა 2002 წელს თბილისში. 2003 წლიდან ჩაერთო საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში სადაც დაიკავა რეგიონული ლიგის აღმოსავლეთ ზონის ჩემპიონის ”ნორჩი დინამოელის” ადგილი. 2008-09 წლების სეზონის დასრულების შემდეგ კლუბი დაიშალა.

ამერი
ამერის ლოგო
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი ამერი თბილისი
დაარსდა 2002
გაუქმდა 2009
სტადიონი ამერის სტადიონი
თბილისი, საქართველო
(ტევადობა: 1000 მაყურებელი)
პრეზიდენტი საქართველოს დროშა ზურაბ ფოცხვერია
მწვრთნელი საქართველოს დროშა გიორგი ჩიხრაძე
ლიგა პირველი ლიგა
2008-09 მოქმედი ჩემპიონი ჩემპიონი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

კლუბი დაარსდა 2002 წელს თბილისში. ქართულ ჩემპიონატში „ამერის“ პირველი გამოსვლა იყო 2003-04 წლების სეზონში, 16 გუნდიან პირველ ლიგაში დაიკავა მე-12 ადგილი და წესით უნდა გავარდნილიყო, მაგრამ პირველი ლიგის რესტრუქტურიზაციამ კლუბი რეგიონულ ლიგაში გავარდნისგან იხსნა. 2004-05 წლების სეზონში გახდა პირველი ლიგის ჩემპიონი და აღზევდა უმაღლეს ლიგაში. შემდეგი სეზონიდან „ამერი“ ზედიზედ 2-ჯერ (2005-06, 2006-07) გახდა საქართველოს თასის გამარჯვებული, ორივე შემთხვევაში ფინალში დაამარცხეს „ზესტაფონი“. 2007-08 წლების სეზონში კი ფინალში დამარცხდა იმავე „ზესტაფონთან“.

2005-06 წლების სეზონში უმაღლეს ლიგაში დაიკავა მე-7 ადგილი, დავით ყიფიანის სახელობის თასის მოგების შემდეგ „ამერს“ უფლება მიეცა მონაწილეობა მიეღო უეფა-ს თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე. პირველ ეტაპზე ერევნის „ბანანცის“ (0-1, 2-1) დამარცხების შემდეგ, ბერლინის „ჰერტასთან“ ღირსეულად ითამაშა და 2 მატჩის ჯამში 2-3 დამარცდა.

2006-07 წლების სეზონში საქართველოს უმაღლეს ლიგაში დაიკავა მე-3 ადგილი, თასის მეორედ მოგების შემდეგ კიდევ ერთხელ გავიდნენ უეფა-ს თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე, სადაც პირველივე დაპირისპირებაში პოლონეთის „ბელხატოვთან“ 2 მატჩიანი დაძაბული ბრძოლის შედეგად (0-2, 2-0) თამაში მიხელ მესხის სტადიონზე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც თბილისური კლუბი 2:4 დამარცხდა. 2006 წლის მიწურულს პირველად მოიგეს საქართველოს სუპერთასი, ქვეყნის ჩემპიონის, ბოლნისის „სიონის“ ძლევით (1-0).

უმაღლესი ლიგის 2007-08 წლების სეზონში „ამერმა“ დაიკავა მე-5 ადგილი, თუმცა შემდეგ სეზონში ფინანსური პრობლემების გამო უარი თქვა უმაღლეს ლიგაში გამოსვლაზე და ასპარეზობა პირველ ლიგაში გააგრძელა, სადაც 2008-09 წლების სეზონში პირველი ადგილის დაკავება შეძლო. კლუბს სპონსორი არც შემდეგ გამოუჩნდა, რის შედეგადაც 2009 წელს კლუბი დაიშალა.[1]

ტიტულები

რედაქტირება

ევროტურნირებზე

რედაქტირება
სეზონი ტურნირი ეტაპი ქვეყანა კლუბი შინ გასვლითი
2006–07 უეფა-ს თასი 1-ლი საკ. ეტაპი   სომხეთი ბანანცი 0–1 2–1
მე-2 საკ. ეტაპი   გერმანია ჰერტა ბერლინი 2–2 0–1
2007–08 უეფა-ს თასი 1-ლი საკ. ეტაპი   პოლონეთი ბელხატოვი 2–0 0–2 (2–4 პ.)

სეზონები

რედაქტირება
სეზონი ლიგა ადგ. გტ გშ თასი ევროპა შენიშვნა მწვრთნელი
2003-04 პიველი ლიგა 12 30 12 7 11 34 24 43 1/16 ეტაპი
2004-05 პიველი ლიგა 1 30 23 3 4 93 18 72 1/4 ფინალი აღზევდა
2005-06 უმაღლესი ლიგა 7 30 15 4 11 32 26 49 გამარჯვებული
2006-07 უმაღლესი ლიგა 3 26 17 6 3 53 14 57 გამარჯვებული უეფა-ს თასის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი
2007-08 უმაღლესი ლიგა 5 26 15 3 8 48 27 48 ფინალისტი უეფა-ს თასის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი დაქვეითდა
2008-09 პირველი ლიგა 1 30 21 5 4 56 16 68 1/4 ფინალი
2009-10

მეორე გუნდი

რედაქტირება
სეზონი ლიგა ადგ. გტ გშ შენიშვნა მწვრთნელი
2004-05 რეგიონული ლიგა აღმოსავლეთი Promoted
2005-06 პირველი ლიგა 7 34 14 9 11 40 29 51
2006-07 პირველი ლიგა 6 34 15 12 7 58 36 57
2007-08 პირველი ლიგა აღმოსავლეთი 8 27 9 2 16 42 44 29 Relegated
2008-09 მეორე ლიგა აღმოსავლეთი

მესამე გუნდი

რედაქტირება
სეზონი ლიგა ადგ. გტ გშ შენიშვნა მწვრთნელი
2005-06 რეგიონული ლიგა აღმოსავლეთი 2
2007-08 რეგიონული ლიგა ცენტრი

გამოჩენილი ფეხბურთელები

რედაქტირება
  1. ლელო: ამერი არსებობს, გუნდი დაიშალა დაარქივებული 2017-01-06 საიტზე Wayback Machine. , ქართული პრესის ელექტრონული არქივი, 6 აგვისტო, 2009.