მურთაზ დაუშვილი
მურთაზ 'ბუბა' დაუშვილი (დ. 1 მაისი, 1989, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, კვიპროსის საფეხბურთო კლუბ ლარნაკის „ანართოსისსა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | მურთაზ დაუშვილი | ||
დაბადების თარიღი | 1 მაისი, 1989 | ||
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 176 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | საყრდენი ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ანორთოსისი | ||
ნომერი | 8 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
დინამო თბილისი | |||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2004-2005 | დინამო-2 თბილისი | 1 | (0) |
2005-2011 | ზესტაფონი | 128 | (4) |
2012 | სკ ლვოვი | 0 | (0) |
2012 | → კარპატი (იჯარით) | 10 | (0) |
2012-16 | კარპატი ლვოვი | 75 | (1) |
2018 | სამტრედია | 12 | (0) |
2018-2019 | ჰალადასი | 19 | (0) |
2019- | ანორთოსისი | 0 | (0) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2005-2006 | საქართველო 17 წლ. | 3 | (0) |
2006-2007 | საქართველო 19 წლ. | 2 | (0) |
2008-2010 | საქართველო 21 წლ. | 11 | (0) |
2008- | საქართველო | 34 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 28 ივლისი, 2019 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 12 ოქტომბერი, 2014 |
კარიერა
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირებადაუშვილი თბილისის „დინამოს“ აღზრდილია. პროფესიონალურ ფეხბურთში მისი დებიუტი შედგა 2005 წელს „ზესტაფონის“ შემადგენლობაში. „ზესტაფონთან“ ერთად შვიდი სეზონის მანძილზე ჩაატარა 128 მატჩი უმაღლეს ლიგაში.
2012 წლის იანვარში გადავიდა საფეხბურთო კლუბ „ლვოვში“, სადაც არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია. ამავე წლის თებერვალში იჯარის წესით გადავიდა ლვოვის „კარპატში“. ივლისში „კარპატმა“ ტრანსფერი გამოისყიდა და მას შემდეგ დაუშვილი უკრაინული კლუბის ღირსებას იცავს.
სანაკრებო
რედაქტირებამისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში შედგა 2008 წლის 19 ნოემბერს რუმინეთის წინააღმდეგ, დაუშვილმა შეუცვლელად ითამაშა. [1]