როინ კვასხვაძე
როინ კვასხვაძე (დ. 31 მაისი, 1989, ქუთაისი, საქართველოს სსრ) — ქართველი ფეხბურთელი. ბათუმის „დინამოს“ მეკარე. საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი, საქართველოს თასის ოთხგზის მფლობელი და ოთხგზის ფინალისტი, საქართველოს სუპერთასის ხუთგზის მფლობელი და ორგზის ფინალისტი. ორჯერ იყო აღიარებული ეროვნული ლიგის საუკეთესო მეკარედ.[1]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | როინ კვასხვაძე | ||
დაბადების თარიღი | 31 მაისი, 1989 | ||
დაბადების ადგილი |
ქუთაისი, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირი | ||
სიმაღლე | 185 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მეკარე | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | დინამო ბათუმი | ||
ნომერი | 30 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2003–2005 | სკ თბილისი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2005–2014 | ზესტაფონი | 124 | (0) |
2014 | ტორპედო ქუთაისი | 14 | (0) |
2014–15 | ოთელოსი | 6 | (0) |
2015 | პაფოსი | 15 | (0) |
2015–2019 | ტორპედო ქუთაისი | 111 | (0) |
2020–2021 | დინამო თბილისი | 35 | (0) |
2021–2023 | ტორპედო ქუთაისი | 38 | (0) |
2023– | დინამო ბათუმი | 31 | (0) |
ეროვნული ნაკრები | |||
2005 | საქართველო 17 | 3 | (0) |
2006–2007 | საქართველო 19 | 2 | (0) |
2008–2010 | საქართველო 21 | 5 | (0) |
2012–2018 | საქართველო | 8 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
საკლუბო კარიერა
რედაქტირებავარჯიში დაიწყო საფეხბურთო კლუბ „მემორიალში“. 2005–2014 წლებში იცავდა „ზესტაფონის“ ღირსებას. მის შემადგენლობაში ორჯერ საქართველოს ჩემპიონის წოდება მოიპოვა, ერთხელ საქართველოს თასს და ორჯერ საქართველოს სუპერთასს დაეუფლა.
2014 წელს კვასხვაძემ „ზესტაფონი“ დატოვა და ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელი გახდა.[2] სეზონის დასრულების შემდეგ გადავიდა კვიპროსულ „ოთელოსში“.[3]
2015–2019 და 2021–2023 წლებში კვლავ ქუთაისის „ტორპედოში“ გამოდიოდა, რომლის შემადგენლობაშიც ერთხელ საქართველოს ჩემპიონი გახდა, სამჯერ საქართველოს თასი, ხოლო ორჯერ საქართველოს სუპერთასი დაისაკუთრა.
2020–2021 წლებში თამაშობდა თბილისის „დინამოში“, რომლის შემადგენლობაში ქვეყნის ჩემპიონი და საქართველოს სუპერთასის მფლობელი გახდა.
სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის ფინალი 2021 წლის 21 თებერვალს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. ერთმანეთს 2020 წლის ეროვნული ლიგის ჩემპიონი თბილისის „დინამო“ და დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მფლობელი „გაგრა“ დაუპირისპირდნენ. ძირითადი დროის ფრედ 2–2 დასრულების შემდეგ გამარჯვებულის გამოსავლენად დანიშნული 11-მეტრიანი დარტყმების სერია კვასხვაძის თანაგუნდელებმა უკეთ შეასრულეს, მეტოქე ანგარიშით — 5–4 დაამარცხეს და საქართველოს სუპერთასს ისტორიაში მერვედ დაეუფლნენ. დინამოელებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს: კვასხვაძე, მონხილი, კობოური (79' იაშვილი), ქარდავა (59' კუცია), რადინი, გაბედავა, პაპავა, ბენიო, სპორკსლედე, მექვაბიშვილი, მარუშიჩი (79' ახვლედიანი).[4]
სანაკრებო კარიერა
რედაქტირება2005 წლიდან იცავდა საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებთა ღირსებას. რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 2012 წლის 11 სექტემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, ესპანეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში შედგა. როინ კვასხვაძე 72-ე წუთზე გიორგი ლორიას ნაცვლად ჩაერთო თამაშში. ეს იყო ერთადერთი შეხვედრა რომელიც როინ კვასხვაძემ 2012 წელს ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა.[5]
ეროვნული ნაკრების რიგებში ბოლოჯერ 2018 წლის პირველ ივნისს, მალტის ნაკრების წინააღმდეგ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა.[6]
სანაკრებო სტატისტიკა
რედაქტირებაეროვნული ნაკრები | წელი | მატჩი | გოლი |
---|---|---|---|
საქართველო |
2012 | 1 | 0 |
2013 | 1 | 0 | |
2014 | 1 | 0 | |
2016 | 2 | 0 | |
2017 | 2 | 0 | |
2018 | 1 | 0 | |
ჯამში | 8 | 0 |
მიღწევები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირება- ეროვნული ლიგა: 2010–11, 2011–12
- საქართველოს თასის მფლობელი: 2007–08
- საქართველოს თასის ფინალისტი: 2005–06, 2006–07, 2011–12
- საქართველოს სუპერთასის მფლობელი: 2011, 2012
- საქართველოს სუპერთასის ფინალისტი: 2008
- ეროვნული ლიგა: 2017
- საქართველოს თასის მფლობელი: 2018, 2019, 2022
- საქართველოს თასის ფინალისტი: 2017
- საქართველოს სუპერთასის მფლობელი: 2018, 2019
- საქართველოს სუპერთასის ფინალისტი: 2017
ინდივიდუალური
რედაქტირება- ეროვნული ლიგის წლის საუკეთესო მეკარე: 2017,[8] 2018[9]
ფაქტები
რედაქტირება2023 წლის ნოემბრის ბოლოს, ბათუმის „დინამოს“ მიერ საქართველოს ჩემპიონის წოდების მეორედ მოპოვების შემდეგ როინ კვასხვაძემ უნიკალური რეკორდი დაამყარა, მან საკლუბო კარიერაში ეროვნული ლიგის საჩემპიონო ფარი ოთხ სხვადასხვა გუნდში მოიპოვა. კვასხვაძემ პროფესიული კარიერა „ზესტაფონში“ დაიწყო, სადაც ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი. შემდეგ ამ წარმატებას ქუთაისის „ტორპედოში“ მიაღწია. მესამედ თბილისის „დინამოსთან“ ერთად მოიპოვა ჩემპიონობა, მეოთხედ კი — ბათუმის „დინამოს“ შემადგენლობაში.[1]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- როინ კვასხვაძე — ეროვნული ლიგის ოფიციალურ საიტზე
- როინ კვასხვაძე — fctorpedo.ge
თემატური საიტები |
---|
AFS · AS.com · EU-Football.info · FBref.com · FootballDatabase.eu · FootballFacts.ru · National Football Teams.com · Soccerbase · Soccerway · Transfermarkt · WorldFootball.net |
მედია |
---|
1tv.ge · Lelo.ge |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 როინ კვასხვაძის უნიკალური მიღწევა. 1tv.ge
- ↑ როინ კვასხვაძე „ზესტაფონს“ დაემშვიდობა
- ↑ როინ კვასხვაძე კვიპროსულ „ოთელოსში“ გადადის
- ↑ Dinamo Tbilisi 2–2 Gagra / Super Cup
- ↑ Georgia 0–1 Spain / UEFA World Cup Qualifiers.
- ↑ Georgia 1–0 Malta / International Friendly.
- ↑ 2021 წლის საქართველოს სუპერთასი „დინამო“ თბილისმა მოიგო
- ↑ GFF AWARDS 2017-ზე წლის საუკეთესოები გამოავლინეს
- ↑ GFF AWARDS 2018-ზე წლის საუკეთესოები გამოავლინეს