ბაქარ ქარდავა (დ. 4 ოქტომბერი, 1994) — ქართველი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის“ ნახევარმცველი.

ბაქარ ქარდავა
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ბაქარ ქარდავა
დაბადების
თარიღი
4 ოქტომბერი, 1994 (1994-10-04) (29 წლის)
დაბადების
ადგილი
სენაკი, საქართველოს დროშა საქართველო
სიმაღლე 185 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
დინამო თბილისი
ნომერი 6
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2012-2013 სასკო თბილისი 21 (1)
2013-2015 გაგრა 31 (3)
2015-2017 ცხინვალი 51 (1)
2017- დინამო თბილისი 5 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 7 აპრილი, 2017

კარიერა რედაქტირება

კარიერა დაიწყო 2012 წელს, პირველი ლიგის კლუბ „სასკოში“. 2013-14 წლების სეზონიდან გადავიდა ამავე ჩემპიონატის კლუბ „გაგრაში“. 2014-15 წლების სეზონიდან გახდა „გაგრას“ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი. ნახევარი სეზონის შემდეგ გადავიდა უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე „ცხინვალში“.[1] მისი დებიუტი საქართველოს უმაღლეს ლიგაში შედგა 2015 წლის 1 მარტს, მარტვილის „მერანის“ წინააღმდეგ.[2]2015-16 წლების სეზონის დაწყებიდან ყველა მატჩი ჩაატარა ძირითად შემადგენლობაში. 2016 წლის გარდამავალ ჩემპიონატში ყველა მატჩი ჩაატარა შეუცვლელად და შეძლო 1 გოლის გატანა.

ეროვნული ლიგის 2017 წლის სეზონის დაწყებამდე, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას შეუერთდა „დინამო თბილისს“.[3] „დინამოში“ გადასვლისთანავე ადგილი დაიკავა ძირითად შემადგენლობაში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება