სასკო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)

„სასკო“საქართველოს საფეხბურთო კლუბი ქალაქ თბილისიდან. ასპარეზობს პირველ ლიგაში. საშინაო მატჩებს ატარებს სპორტ–კომპლექსი შატილის მოედანზე.

სასკო თბილისი
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი სასკო თბილისი
მეტსახელი თემქელები
დაარსდა 2005
სტადიონი შატილი, თბილისი
(ტევადობა: 2,000)
მწვრთნელი საქართველოს დროშა გიორგი ხიზანიშვილი
ლიგა პირველი ლიგა ჯგუფი B

საფეხბურთო კლუბი "სასკო" დაარსდა 2005 წელს და დაკომპლექტებულია 1993 წელს დაბადებული ფეხბურთელებით.

გუნდი 1993 წელს დაბადებულ “ნორჩი დინამოს” ბაზაზეა შექმნილი. მისი მფლობელი საამშენებლო კომპანია “სასკოს” დირექტორი გია სიჭინავაა და ეს ერთი შეხედვით უცნაური სახელიც აქედან მოდის. აბრევიატურა არ გეგონოთ. ბიჭები უკვე წლებია, ერთად მოდიან. რამდენიმე აღზრდილი სხვა კლუბებშიც გაუშვეს. მათგან ყველაზე ცნობილი საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრების და დანიური “ორჰუსის” თავდამსხმელი დავით სხირტლაძეა. 2010 წელს მე-2 ლიგაში გაიმარჯვეს, მაგრამ ფინანსური პრობლემები შეექმნათ და სეზონის წინ მათი ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგა. კიდევ კარგი, რომ მშველელად უცხოეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი თორნიკე გულუა გამოუჩნდათ, რომელიც ახლა სიჭინავასთან ერთად კლუბის თანამეპატრონე არის. “თემქელებს”, ასე უწოდებენ სტადიონის ადგილმდებარეობის გამო. “სასკო” სპორტკომპლექს “შატილის” ბაზაზე ემზადება და თამაშობს. ყმაწვილები შემოქმედებით ფეხბურთს თამაშობენ, უმთავრესად მოკლე და საშუალო გადაცემებით ცდილობენ კომბინაციების აწყობას.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება