ეროვნული ლიგა 2017საქართველოს უმაღლესი დონის ჩემპიონატის ოცდამერვე გათამაშება. ამ სეზონამდე ჩემპიონატს ერქვა უმაღლესი ლიგა. ჩემპიონატი განსხვავებული ფორმატით დაიწყო. ასევე ჩემპიონატისთვის შეიქმნა ლოგო და ჰიმნი. შეიქმნა ოფიციალური საიტი, დაიწყო ყველა მატჩის გაშუქება. ჩემპიონატის საიტზე შესაძლებელია ფენტეზის თამაშიც. გამარჯვებული გახდა ტორპედო ქუთაისი, მეორე ადგილზე გავიდა დინამო თბილისი.

ეროვნული ლიგა
სეზონი 2017
ჩემპიონი ტორპედო ქუთაისი
მე-4 წოდება
დაქვეითდა შუქურა
ჩემპიონთა ლიგა ტორპედო ქუთაისი
ევროპა ლიგა დინამო თბილისი
სამტრედია
გატანილი გოლი 506
საშუალო გოლი/თამაშში 2.49
ბომბარდირი საქართველოს დროშა ირაკლი სიხარულიძე (25)

2016 წლის საქართველოს გარდამავალ ჩემპიონატში 16-ის ნაცვლად 14-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ჩემპიონატის დასრულბის შემდეგ 4 გუნდი დაქვეითდა, რის შემდეგადაც ეროვნულ ლიგაში დარჩა 10 კლუბი.

დრამატული დასასრული

რედაქტირება

ჩემპიონობისთვის ბრძოლა

რედაქტირება

მეტად დაძაბული გამოდგა ტურნირის უკანასკნელი ორი ტური. პირველ ადგილზე მყოფი თბილისის „დინამო“ ოთხი ქულით უსწრებდა მეორე ადგილზე მყოფ ქუთაისის „ტორპედოს“.„სამტრედიას“, რომელიც ამ გუნდებთან ყველაზე ახლოს იყო სატურნირო ცხრილში, ჩემპიონობის ყოველგვარი შანსი დაკარგული ჰქონდა. ბოლოს წინა ტურში „დინამო“ გასვლაზე „საბურთალოს“ უპირისპირდებოდა, რომელსაც ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლის შესაძლებლობა უჩნდებოდა „ტორპედოს“ ჩემპიონობისას, ხოლო „ტორპედო“ - „ლოკომოტივს“, რომელიც მე-4 ადგილისთვის პაექრობდა „საბურთალოსთან“. თბილისურმა გუნდმა სენსაციურად თავისი თამაში ფრედ, 0:0 დაასრულა, ხოლო ქუთაისურმა 5:2 იმარჯვა, რითაც ლიგის მიგების შანსი დაიტოვა. ბოლო ტურის მატჩი ფინალის ტოლფასი იყო, რადგანაც „დინამო“ საკუთარ მოედანზე იღებდა „ტორპედოს“, რომელიც ორი ქულით ჩამორჩებოდა ლიდერს და მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში მოიპოვებდა ჩემპიონის ტიტულს. თამაში 26 ნოემბერს შედგა. მე-18 წუთზე ქუთაისურმა გუნდმა ანგარიში გახსნა, თუმცა მსაჯმა თამაშგარის გამო ანგარიში უცვლელი დატოვა. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ტაიმის 74-ე წუთზე კი ანგარიში თორნიკე კაპანაძემ გახსნა. როგორც მოსალოდნელი იყო, ამის შემდეგ მდგომარეობა მოედანზე უკიდურესად დაიძაბა. ბოლო წამებზე თბილისური გუნდის სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა. ოთარ კიტეიშვილს გოლი რომ გაეტანა, "დინამო" ჩემპიონი ხდებოდა, მაგრამ მეტოქეთა მეკარემ როინ კვასხვაძემ ბურთი მოიგერია და "ტორპედოს" ნანატრი, ისტორიაში მე-4 ჩემპიონის ტიტული მოუპოვა.


მონაწილე კლუბები

რედაქტირება
2017 ეროვნული ლიგის მონაწილე გუნდების მდებარეობა.
გუნდი მდებარეობა სტადიონი ტევადობა
დილა გორი გორი თენგიზ ბურჯანაძე 5 000
დინამო ბათუმი ქობულეთი ჩელე არენა 6 000
დინამო თბილისი თბილისი ბორის პაიჭაძე 54 549
კოლხეთი-1913 ქობულეთი ჩელე არენა 6 000
ლოკომოტივი თბილისი თბილისი მიხეილ მესხის სტადიონი 25 000
საბურთალო ზესტაფონი ბენდელა 2 000
სამტრედია სამტრედია ეროსი მანჯგალაძე 2 000
ტორპედო ქუთაისი რამაზ შენგელია 14 700
შუქურა ქობულეთი ჩელე არენა 6 000
ჩიხურა საჩხერე ცენტრალური 2 000

სატურნირო ცხრილი

რედაქტირება
გუნდი გტ გშ ბშ კვალიფიკაცია
1 ტორპედო ქუთაისი 36 23 7 6 59 27 +32 76 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 2018-19 პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი
2 დინამო თბილისი 36 23 6 7 79 29 +50 75 უეფა-ს ევროპა ლიგა 2018-19 პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი
3 სამტრედია 36 20 8 8 62 39 +23 68
4 საბურთალო თბილისი 36 18 6 12 61 42 +19 60
5 ჩიხურა საჩხერე 36 17 4 15 47 54 −7 55
6 ლოკომოტივი თბილისი 36 16 5 15 63 53 +10 53
7 დილა გორი 36 11 8 17 41 51 −10 41
8 დინამო ბათუმი 36 10 3 23 28 60 −32 33 ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელი პლეი-ოფი
9 კოლხეთი ფოთი 36 6 8 22 31 73 −42 26
10 შუქურა ქობულეთი 36 4 9 23 35 78 −43 21 დაქვეითდა ეროვნულ ლიგა 2-ში

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება