ზაზა ბენდელიანის სახელობის სტადიონი „ბენდელა“ — საფეხბურთო სტადიონი თბილისში, საბურთალოზე, მიხეილ ასათიანის ქუჩაზე (სამედიცინო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე). „ბენდელაზე“ საშინაო მატჩებს ატარებს საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“, აქვეა განლაგებული მისი ადმინისტრაცია.

ბენდელა
სრული სახელი ზაზა ბენდელიანის სახელობის სტადიონი „ბენდელა“
მდებარეობა თბილისი, საქართველო.
გაიხსნა 2011
საფარი ხელოვნური
ტევადობა 2000
გუნდები

საბურთალო

სპარტაკი ცხინვალი

2011 წლის დეკემბერში „საბურთალოს“ ხელმძღვანელობის ინიციატივით სტადიონზე გაიმართა „ვოლკსვაგენის თასი“, სადაც ტურნირის მასპინძელ „საბურთალოს“ ჰოლანდიური „ვიტესი“ გაეჯიბრა. შემდეგ წელს „ვოლკსვაგენის თასი“ „სალერის თასმა“ ჩაანაცვლა, სადაც მონაწილეებს დაემატნენ ესპანური „მალაგა“ და თბილისური „ლოკომოტივი“, 2013 წლის კი იგივე ტურნირზე „საბურთალოს“ და „ლოკომოტივს“ ამჯერად მადრიდის „ატლეტიკო“, უკრაინის „დნიპრო“ და ისრაელის „მაკაბი“ შეეჯიბრნენ. ეს საერთაშორისო ახალგაზრდული ტურნირები დადებითად შეაფასეს როგორც უცხოური, ასევე ადგილობრივი გუნდების მწვრთნელებმა. სამივე წელიწადს გამარჯვებული „საბურთალო“ გახდა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება