ზურაბ იონანიძე (დ. 2 დეკემბერი, 1971, ქუთაისი, საქართველოს სსრ) — ქართველი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი, თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე.

ზურაბ იონანიძე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ზურაბ იონანიძე
დაბადების
თარიღი
2 დეკემბერი, 1971 (1971-12-02) (53 წლის)
დაბადების
ადგილი
ქუთაისი, საქართველოს სსრ
სიმაღლე 182 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
1989–1990 სამგურალი წყალტუბო
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1990–1992 სამგურალი 67 (15)
1992–1993 ტორპედო 29 (14)
1993–1996 სამტრედია 71 (49)
1996–1997 ჟემჩუჟინა სოჭი 24 (7)
1997 ლოკომოტივი ნ. 7 (1)
1997–2003 ტორპედო 142 (90)
2003–2005 ტავრია 18 (5)
2005–2010 ზესტაფონი 112 (48)
ეროვნული ნაკრები
1996–2006 საქართველო 4 (1)
სამწვრთნელო კარიერა
2014 მერანი მარტვილი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ქუთაისის „ტორპედოს“ რიგებში სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი (1999–2000, 2000–01, 2001–02). ორჯერ მოიგო ბომბარდირთა დავა (1999–2000, 2002–03). 2000, 2003 და 2006 წლებში დასახელდა ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად.

2009 წელს იონანიძე გახდა უმაღლესი ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ისტორიის მანძილზე (216 გოლი) და ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც მიითვალა 200 გოლი ეროვნულ ჩემპიონატში.

სანაკრებო

რედაქტირება

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში პირველად 1996 წლის 24 აპრილს, საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში, რუმინეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა, როდესაც მატჩის 63-ე წუთზე კახი გოგიჩაიშვილი შეცვალა. მატჩი ბუქარესტში გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 5–0 დამთავრდა.

თავისი ერთადერთი სანაკრებო გოლი კი 2001 წლის 9 მაისს, აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრებითან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში გაიტანა. მატჩი ქუთაისში გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 1–0 დამთავრდა.

სამწვრთნელო

რედაქტირება

2014 წელს წვრთნიდა მარტვილის „მერანს“.[1] 2016 წლიდან მუშაობდა ქუთაისის „ტორპედოს“ ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელად.

სანაკრებო სტატისტიკა

რედაქტირება
ეროვნული ნაკრები წელი მატჩი გოლი
საქართველო
 
1996 1 0
2000 1 0
2001 1 1
2006 1 0
ჯამში 4 1

სანაკრებო მატჩები და გოლები

რედაქტირება
თარიღი შეხვედრის ადგილი მასპინძელი ანგ. სტუმარი შეჯიბრება გოლები შენიშვნა წყარო
1 24.04.1996 ბუქარესტი რუმინეთი   5–0   საქართველო ამხანაგური   63' [2]
2 26.04.2000 ერევანი სომხეთი   0–0   საქართველო ამხანაგური [3]
3 09.05.2001 ქუთაისი საქართველო   1–0   აზერბაიჯანი ამხანაგური   62' [4]
4 27.05.2006 ალტენკირხენი საქართველო   1–3   ახალი ზელანდია ამხანაგური   66' [5]

მიღწევები

რედაქტირება
  ტორპედო ქუთაისი
  ზესტაფონი

ინდივიდუალური

რედაქტირება

შოთა არველაძესთან ერთად შესულია საქართველოს ეროვნული ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში.[7]

ზურაბ იონანიძე ერთადერთი ფეხბურთელია საქართველოს ჩემპიონატში, რომელმაც 200-გოლიან ნიშნულს გადააბიჯა.

2020 წელს ქუთაისის „ტორპედოს“ გულშემატკივართა ვებ-გვერდზე, „ჩვენ ვართ ტორპედო“-ს მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა და ქუთაისის „ტორპედოს“ დამოუკიდებლობის პერიოდის საუკეთესო მოთამაშედ ზურაბ იონანიძე აღიარეს.[6]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
თემატური საიტები
AFS · FBref.com · Football Database.eu · National-football-teams.com · Soccerway · Transfermarkt