მაჭახელა ხელვაჩაური (საფეხბურთო კლუბი)
„მაჭახელა“ — საქართველოს საფეხბურთო კლუბი ხელვაჩაურიდან. ასპარეზობს პირველ ლიგაში. საშინაო მატჩებს ატარებს ხელვაჩაურის ცენტრალურ სტადიონზე.
სრული სახელი | საფეხბურთო კლუბი მაჭახელა ხელვაჩაური |
---|---|
დაარსდა | 2011 |
სტადიონი |
ცენტრალური სტადიონი, ხელვაჩაური (ტევადობა: 1,000) |
მწვრთნელი | ამირან გოგიტიძე |
ლიგა | პირველი ლიგა ჯგუფი B |
ისტორია
რედაქტირებასაფეხბურთო გუნდი 2011 წელს ა(ა)იპ ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის ბაზაზე ჩამოყალიბდა და აქტიურად ჩაერთო დასავლეთ საქართველოს მეორე ლიგის გათამაშებაში. 2012-2013 წლების სეზონში საფეხბურთო გუნდი მონაწილეობას იღებდა საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის მეორე ლიგის გათამაშებაში (დასავლეთის ზონა. მეორე კალენდარი) და ლიგის ჩემპიონი გახდა, რითაც ის პირველ ლიგაში გადავიდა. სამომავლოდ დაგეგმილია გუნდის დაფინანსების ზრდა და მისი როგორც იურიდიული სახით ჩამოყალიბება, რომელსაც შემდგომში სპონსორების დაფინანსებაც უნდა დაემატოს. ხელვაჩაურში გარდა დიდების საფეხბურთო გუნდისა ფუნქციონირებს 4 ბავშვთა ჯგუფი, რომლებიც სამომავლოდ ჩაანაცვლებენ მოწვეულ სპეციალისტებს. 2013 წელს იგი პირველ ლიგაში დაწინაურდა[1].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ პირველ ლიგაში ფოთის “კოლხეთი”, ხელვაჩაურის “მაჭახელა” და “სამტრედია” ლიდერობენ, საინფორმაციო სააგენტო „მსოფლიო სპორტი“, 25 ოქტომბერი, 2013.