ხელვაჩაური (ბათუმი)

დასახლება ქალაქ ბათუმში. საქართველო
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ხელვაჩაური (მრავალმნიშვნელოვანი).

ხელვაჩაური — დასახლება ქალაქ ბათუმის შემადგენლობაში. მდებარეობს კახაბრის ვაკეზე, მდინარე ჭოროხის მარჯვენა ნაპირას, ზღვის დონიდან 80 მ., ბათუმის რკინიგზის სადგურიდან 8 კმ. ხელვაჩაურში არის 2 საჯარო სკოლა.

დასახლება
ხელვაჩაური
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
ქალაქი ბათუმი
კოორდინატები 41°35′21″ ჩ. გ. 41°38′52″ ა. გ. / 41.58917° ჩ. გ. 41.64778° ა. გ. / 41.58917; 41.64778
დაარსდა ქვის ხანა
ცენტრის სიმაღლე 80
მოსახლეობა 6143 კაცი (2002)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 427/+995 422
საფოსტო ინდექსი 6200
ხელვაჩაური (ბათუმი) — საქართველო
ხელვაჩაური (ბათუმი)
ხელვაჩაური (ბათუმი) — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
ხელვაჩაური (ბათუმი)

ხელვაჩაური და მისი მიდამოები ადამიანს ახალი ქვის ხანიდან ჰქონდა ათვისებული. სახელწოდება ხელვაჩაძეების გვარიდან მომდინარეობს. 1948 წელს კაპანდიბის სასოფლო საბჭოს ეწოდა ხელვაჩაურის სასოფლო საბჭო.[1] 1968 წელს მიიღო დაბის სტატუსი და გახდა ხელვაჩაურის რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრი. ამავდროულად იყო სადაბო საბჭოს ცენტრი, რომელშიც შედიოდნენ სოფლები ერგე, ზანაქიძეები, ზედა ერგე, ზემო ჯოჭო, მახვილაური, ქვემო ჯოჭო, შავლიძეები, შარაბიძეები. მოქმედებდა ჩაის და ციტრუსების შემფუთავი ფაბრიკები, სამშენებლო მასალების, პურის და ლიმონათის ქარხნები. 2011 წელს გახდა ქალაქ ბათუმის ნაწილი. დაბის მცირე ნაწილი სოფელ ხელვაჩაურის სახით დარჩენილია ხელვაჩაურის მუნციპალიტეტში.[2]

დემოგრაფია

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1970[3] 2874
1979[3]   3238
1989[3]   5104
2002[3]   6143

ლიტერატურა

რედაქტირება