ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

მუნიციპალიტეტი საქართველოში

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიმუნიციპალიტეტი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 11 ტერიტორიული ერთეულია. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი მდებარეობს ბათუმში.

ადმინისტრაციული ერთეული
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
დროშა გერბი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური
რესპუბლიკა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
ადმ. ცენტრი ხელვაჩაური (შარაბიძეების თემი)
შიდა დაყოფა აგარა, აგარა, ავგია (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი), აჭარისაღმართი, აჭარისწყალი (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი), ახალსოფელი (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი), ახალშენი (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი), ახალშენის მეურნეობა, განახლება (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი), განთიადი (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი), გვარა და ერგე
კოორდინატები 41°35′08″ ჩ. გ. 41°40′08″ ა. გ. / 41.58556° ჩ. გ. 41.66889° ა. გ. / 41.58556; 41.66889
მერი ზაზა დიასამიძე     
ფართობი 356.4 კმ²
მოსახლეობა 51 189 (2014)[1]
სიმჭიდროვე 143,6 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,3 %
სომხები 0,2 %
რუსები 0,2 %
აფხაზები 0,1 %
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მუსლიმები 56,3 %
მართლმადიდებლები 36,4 %[2]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი (427)
საფოსტო ინდექსი 6400
ოფიციალური საიტი http://khelvachauri.ge
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი — საქართველო
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

გეოგრაფია

რედაქტირება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი მდებარეობს საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ეს ტერიტორია ოდითგანვე იწვევდა დიდ ინტერესს, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ, თავისი ისტორიული წარსულით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, ადგილობრივი მოსახლეობის სტუმართმოყვარეობით, არაჩვეულებრივი კლიმატური პირობებითა და უნიკალური ლანდშაფტებით.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მდებარეობს დასავლეთ საქართველოს უკიდურეს სამხრეთ ნაწილში. ფართობი — 356,4 კმ². მოსახლეობა — 51 189 ადამიანი (2014 წ.). 11 ტერიტორიული ერთეული, სოფელი — 64. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი მდებარეობს ქ. ბათუმში, დიდაჭარის ქუჩა #23.

ჩრდილოეთით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს ესაზღვრება ქ. ბათუმი და ნაწილობრივ ქობულეთის მუნიციპალიტეტი, აღმოსავლეთით ქედის მუნიციპალიტეტი, სამხრეთ-აღმოსავლეთით თურქეთის რესპუბლიკა, სამხრეთ-დასავლეთით შავი ზღვა. სანაპიროს სიგრძე შეადგენს 3 კმ-ს. ვაკე დაბლობებზე მორფოლოგიურად გამოიყოფა ზღვისპირა პლაჟი. ყველაზე დიდი და წყალუხვი მდინარეა ჭოროხი, რომლის სიგრძე მუნიციპალიტეტის ფარგლებში შეადგენს 21 კმ-ს.

მუნიციპალიტეტის ტერიტორია ბორცვიანი მთისწინეთის ზონაა (მთა ანარია, 410 მ, მთა ჯვარი, 418 მ). უფრო პერიფერიულ ნაწილებში ქობულეთ-ჩაქვის (სამხრეთ-დასავლეთით), ჭანეთისა (ჩრდილო-აღმოსავლეთით) და კარჩხალის (ჩრდილო-დასავლეთით) ქედების დაბალი და საშუალო სიმაღლის განტოტებებია (მთა ბოლოკო, 1531 მ, მთა მირვეთი, 1094 მ, მთა გორეზული, 1447 მ), რომლებიც ძირითადად აგებულია შუა ეოცენური ანდეზიტური განფენებითა და მათი პიროკლასტოლითებით. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ძირითადი ნაწილი მთაგორიანია და ხასიათდება მცირემიწიანობით. ახალი მიწების ათვისება პრაქტიკულად ამოწურულია. მუნიციპალიტეტი სპეციფიკურია თავისი გეოგრაფიული და კლიმატური პირობებით. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ჰავა, ისევე როგორც შავი ზღვის მთელი სანაპირო ზოლისა, წარმოადგენს ნოტიო-სუბტროპიკული ჰავის სახესხვაობას და იგი ჩვეულებრივ გამოირჩევა ტემპერატურის უმნიშვნელო რყევადობით.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ჰავის სუბტროპიკული ხასიათი და ბუნება უმთავრესად განპირობებულია მისი გეოგრაფიული მდებარეობით, ასევე რელიეფის სირთულით და შავ ზღვასთან სიახლოვით.

ნალექების უმეტესი ნაწილი უმთავრესად შემოდგომასა და ზამთარში მოდის. ყვველაზე უმცირესი კი გაზაფხულსა და ზაფხულში. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქარის საშუალო სიჩქარე უდრის 1,9 მ/წმ-ს.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ზღვის დონიდან 500-1200 მ-მდე გავრცელებულია ტყის ზონა, რომელიც უმთავრესწილად წარმოდგენილია სხვადასხვა ფოთლოვანი მცენარით. ამ ზონის ფარგლებში ძირითადად ვხდებით წიფელის ტყეებს.

ძუძუმწოვართაგან გავრცელებულია ტურა, მგელი, დათვი, ირემი, შველი. ასევე მრავლადაა სხვადასხვა სახის ხელფრთიანები, მაგალითად, ღამურა, ჭილყვავი, შევარდენი, ძერა, ოფოფი, ტყის ქათამი, გედი, იხვი, მწყერი.

XIX საუკუნის მეორე ნახევარში აფხაზი მუჰაჯირების ნაწილი ოსმალეთის იმპერიიდან დღევანდელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლებში სილიბაურში, ანგისისა და ფეიზიში გადავიდა საცხოვრებლად. აფხაზი მუჰაჯირების შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ რეგიონში — საერთო ჯამში, დაახლოებით 52 ეთნიკური აფხაზი.

1917 წლამდე ახლანდელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა ქუთაისის გუბერნიის ბათუმის ოლქში, 1921 წლიდან საქართველოს ადმინისტრაციული დაყოფით — აჭარის ბათუმის ოკრუგში. 1924 წელს ცალკე გამოიყო და ეწოდა ჭოროხის მაზრა, 1929 წლიდან ეწოდა ბათუმის მაზრა, 1930 წლიდან 1968 წლამდე ბათუმის რაიონი იყო. 1968 წლიდან ხელვაჩაურის რაიონია, ხოლო 2006 წლიდან — ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი. 2011 წელს მუნიციპალიტეტის ტერიტორია მნიშვნელოვნად შემცირდა ქალაქ ბათუმის საზღვრების გაფართოების გამო. ბათუმს გადაეცა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ათამდე სოფელი, დაბა მახინჯაური და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი — დაბა ხელვაჩაური. ამიტომ მუნიციპალიტეტის მმართველობა ქალაქ ბათუმშია განთავსებული.

პოლიტიკა

რედაქტირება

ხელვაჩაურის საკრებულო — ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც შედგება 24 წევრისგან და ირჩევა ყოველ 4 წელიწადში ერთხელ. ბოლო არჩევნები ჩატარდა 2021 წლის ოქტომბერში. ქალაქის მერად არჩული იქნა ზაზა დიასამიძე „ქართული ოცნებიდან“.

პარტია 2017[3] 2021[4] ამჟამინდელი საკრებულო
  ქართული ოცნება 17 14                          
  ნაციონალური მოძრაობა 6 7              
  საქართველოსთვის 3      
  პატრიოტთა ალიანსი 2
  ევროპული საქართველო 1
სულ 26 24

დემოგრაფია

რედაქტირება

მოსახლეობა

რედაქტირება
წლები[5] 1959 წ. აღწ. 1970 წ. აღწ. 1979 წ. აღწ. 1989 წ. აღწ. 1991' 2002 წ. აღწ. 2014 წ. აღწ. 2021' 2022' 2023'
მოსახლეობა 42 870   61 905   71 887   83 562   85 200   90 843   51 189   52 737   52 696   52 930

ეთნიკური ჯგუფები

რედაქტირება
ადმინისტრაციული

ერთეული

მოსახლეობა (2014) ქართველები სომხები რუსები სხვა
რაოდენობა % რაოდენობა % რაოდენობა % რაოდენობა %
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი 51 189 50 811 99,26 125 0,24 110 0,21 143 0,28
აჭარისწყლის თემი 1 494 1 492 99,87 1 0,07 1 0,07 0 0
ახალშენის თემი 8 898 8 832 99,26 24 0,27 12 0,13 30 0,34
თხილნარის თემი 6 448 6 432 99,75 0 0 9 0,14 7 0,11
კირნათის თემი 1 336 1 332 99,7 1 0,07 1 0,07 2 0,15
მაჭახელას თემი 2 228 2 223 99,78 0 0 1 0,04 4 0,18
მახინჯაურის თემი 3 210 3 153 98,22 27 0,84 25 0,78 5 0,16
ორთაბათუმის თემი 9 073 8 967 98,83 47 0,52 23 0,25 36 0,4
სოფელი სარფი 826 812 98,31 0 0 7 0,85 7 0,85
ფერიის თემი 3 461 3 382 97,72 22 0,64 5 0,14 52 1,5
შარაბიძეების თემი 8 112 8 087 99,69 2 0,02 8 0,1 15 0,18
ჭარნალის თემი 6 103 6 099 99,93 0 0 3 0,05 1 0,02
რელიგია 2014
რაოდენობა %
ქრისტიანობა 18 682 36,5
–საქართველოს მართმადიდებლური ეკლესია 18 618 36,37
–სომხური სამოციქულო ეკლესია 41 0,08
–კათოლიკური ეკლესია 23 0,04
–იეჰოვას მოწმეები 0 0
–პროტესტანტიზმი 0 0
ისლამი 28 841 56,34
ეზიდიზმი 0 0
იუდაიზმი 3 0,01
სხვა რელიგიები 3 0,01
არარელიგიურობა 1816 3,55
უარი პასუხზე 1277 2,49
რელიგია არ არის მითითებული 558 1,09
სულ 51 189 100

ადმინისტრაციული ერთეულები

რედაქტირება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი იყოფა 11 ადმინისტრაციულ ერთეულად.

1) მახინჯაურის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: მახინჯაური, შუა მახინჯაური, განთიადი.

2) ორთაბათუმის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: წინსვლა, კაპრეშუმი, აგარა, ყოროლისთავი, ორთაბათუმი, მასაურა, ქვედა სალიბაური, სალიბაური.

3) ახალშენის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: ახალშენი, ზედა ახალშენი, ხეღრუ, განახლება, ქვედა სამება, სამება.

4) ფერიის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: მნათობი, ფერია, ახალშენის მეურნეობა.

5) შარაბიძეების ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: მახვილაური, შარაბიძეები, ზანაქიძეები, ხელვაჩაური, ერგე, ზედა ერგე, ქვემო ჯოჭო, ზემო ჯოჭო.

6) თხილნარის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: მახო, სიმონეთი, აგარა, ზედა თხილნარი, მურმანეთი, თხილნარი, ომბოლო.

7) ჭარნალის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: ზედა ჭარნალი, ახალსოფელი, ავგია, ჭარნალი.

8) სარფის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: სარფი.

9) მაჭახელას ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: ქედქედი, სინდიეთი, აჭარისაღმართი, სკურდიდი, ცხემლარა, ქვედა ჩხუტუნეთი, ზედა ჩხუტუნეთი, ჩიქუნეთი, ქოქოლეთი, ქოქოლეთი.

10) კირნათის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: კირნათი, კობალეთი, გვარა, შუშანეთი, ზედა კირნათი, მარადიდი, ძაბლავეთი.

11) აჭარისწყლის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: კიბე, კაპნისთავი, აჭარისწყალი, მაღლაკონი, მაჭახლისპირი, ხერთვისი, მირვეთი.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა

რედაქტირება

გერბის ფარი გაკვეთილ-გადაკვეთილია და იყოფა 4 ნაწილად (ველად): I ნაწილი და III ნაწილი გადაკვეთილია ტეხილად; I ნაწილი - მეწამულ ველზე მოთავსებულია გადაჯვარედინებული ორი ოქროს თოფი; II ნაწილი - ზურმუხტოვან ველზე ზედა ნაწილში ოქროს საწმისი, ქვედა ნაწილში ოქროს ციხე-სიმაგრე; III ნაწილი - ზურმუხტოვან ველზე ზედა ნაწილში ოქროს თაღოვანი ხიდი, ქვედა ნაწილში ვერცხლის სამი შემცირებული ტალღოვანი სარტყელი; IV ნაწილი - ლაჟვარდის ველს მარჯვნიდან მარცხნივ კვეთს სამი ვერცხლის ყაბიწი. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი - სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრადღია კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ზურმუხტოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი „ხელვაჩაური“.

დროშა ვერტიკალურად გაყოფილია ორ თანაბარ ნაწილად, პირველი ნაწილი ჰორიზონტალურად ტეხილად არის გაყოფილი თანაბარ მეწამულ და ზურმუხტოვან ველებად. მეორე ნაწილის ლაჟვარდოვან ველს ჰორიზონტალურად ყოფს სამი ვერცლის სარტყელი. დროშის პროპორციაა 2:3.

ღირსშესანიშნაობანი

რედაქტირება
  • ჩიქუნეთი — ადრეული შუა საუკუნეების ხიდი;
  • მახო — თაღოვანი ხიდი;
  • ერგე — განვითარებული შუა საუკუნეების ციხე;
  • ახალშენი — შუა საუკუნეების ეკლესია.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014
  2. georgia-religion 2014
  3. Protocol elected municipal council members and mayors 2017 ka. CESKO Central Election Commission. ციტირების თარიღი: 2021-01-06[მკვდარი ბმული]
  4. Protocol elected municipal council members and mayors 2021 ka. CESKO Central Election Commission. ციტირების თარიღი: 2021-01-06[მკვდარი ბმული]
  5. Georgia division