არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ბათუმის ოლქი.

ბათუმის ოკრუგი (რუს. Батумский округ; 1878-1921) — რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული ისტორიულ-სამხრეთ დასავლეთ საქართველოში. ადმინისტრაციული ცენტრი — ბათუმი.

ბათუმის ოკრუგის რუკა

1878-1883 წლები

რედაქტირება

1878 წელს ბერლინის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, რუსეთის მიერ ოსმალეთის იმპერიისგან დაპყრობილ მიწებზე მოაქწყო ადმინისტრაციული ერთეულები, მათ შორის ბათუმის ოლქი, რომლის შემადგენლობაშიც ართვინისა და აჭარის ოკრუგებთან ერთად შედიოდა ბათუმის ოკრუგიც. ბათუმის ოკრუგის ფართობი დაახლოებით 1235 ვერსტი² იყო. 1881-1882 წლებში ოკრუგი მოითვლიდა: ბათუმის უბანი — 16 სოფელს, 681 კომლს ანუ 2922 კაცს; კინტრიშის უბანი — 15 სოფელს, 763 კომლს ანუ 3521 კაცს; გონიოს უბანი — 59 სოფელს, 1287 კომლს ანუ 6685 კაცს; სულ — 90 სოფელს, 2731 კომლს ანუ 13128 კაცს. მოსახლეობა ძირითადად მუსულმანი ქართველებით იყო დასახლებული[1].

1878-1880 წლებში ბათუმის ოკრუგის პირველი უფროსი იყო გრიგოლ გურიელი.

1883 წლის 12 ივლისის დადგენილებით ბათუმის ოლქი გაუქმდა, ხოლო მასში შემავალი ართვინის, აჭარისა და ბათუმის ოკრუგები, ქუთაისის გუბერნიაში ორი ოკრუგის ართვინისა და ბათუმის ოკრუგების (აჭარის ოკრუგი შეუერთეს ბათუმის ოკრუგს) სახით შევიდა[2].

1883-1903 წლები

რედაქტირება

1883 წლიდან ბათუმის ოკრუგი უშუალოდ დაუქვემდებარეს ქუთაისის გუბერნიას.

1903-1921 წლები

რედაქტირება

1903 წელს ქუთაისის გუბერნიას კვლავ გამოეყო ბათუმისა და ართვინის ოკრუგები და შეიქმნა ახალი ბათუმის ოლქი, რომელმაც აღნიშნული ფორმით იარსება 1921 წლის გასაბჭოებამდე, რომლის დროსაც ყარსის ხელშეკრულების თანახმად ბათუმის ოლქის სამხრეთი ნაწილი (მათ შორის ბათუმის ოკრუგის მცირე ნაწილი) დარჩა თურქეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში.

მოსახლეობა

რედაქტირება

XX საუკუნის დასაწყისში მოსახლეობის 63,9%-ს შეადგენდნენ ქართველები, 8,2% – რუსები, 8% –სომხები, 5,3% – ბერძნები, 3,6% – თურქები.[3]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1882[4] 38 539 20509 17760
1884[5]   50 900
1886[6]   46 632
1897[7]   85 576 50832 34744
1905   63 414

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Кавказский календарь на 1884 год, Тифлис, 1883, გვ. 325-328
  2. Полное собрание законов Российской империи, собрание 3-ое (1881-1913), т. III, указ 1636, ст. 300-301
  3. ანდერსენი ე., სამუსლიმანო საქართველო 1918-1921 წლებში და პირველი რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთი საზღვრის ფორმირება // საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება ასი წლის შემდეგ, თბილისი: თსუ, 2018. — გვ. 274, ISBN 978-9941-13-771-6.
  4. Кавказский календарь на 1885 год გვ. 215
  5. Кавказский календарь на 1887 год გვ. 223
  6. Кавказский календарь на 1889 год გვ. 153
  7. Кавказский календарь на 1898 год გვ. 340