ახალშენი (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ახალშენი.

ახალშენი[2]სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ახალშენი, ზედა ახალშენი, განახლება, სამება, ქვედა სამება, ხეღრუ)[3]. მდებარეობს მდინარე ბარცხანას ნაპირებზე. სოფელში არის 2 საჯარო სკოლა და შუა საუკუნეების ეკლესია.

სოფელი
ახალშენი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
თემი ახალშენი
კოორდინატები 41°37′28″ ჩ. გ. 41°42′35″ ა. გ. / 41.62444° ჩ. გ. 41.70972° ა. გ. / 41.62444; 41.70972
მოსახლეობა 1966[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,7 %, სომხები 0,9 %, ბერძნები 0,2 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ახალშენი (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ახალშენი (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი)
ახალშენი (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი) — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
ახალშენი (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი)
ახალშენი (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი) — ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
ახალშენი (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი)

XVII საუკუნის მიწურულს ახალშენს ფლობდნენ თავდგირიძეები. XVII საუკუნის ბოლოს გურიელმა თავდგირიძეს ბათუმი და მიმდებარე მხარე დაუმორჩილებლობის გამო წაართვა. თავდგირიძეების გვარის ორმა წარმომადგენელმა ისლამი მიიღო და ოსმალეთის იმპერიის დახმარებით დაესაკუთრა ბათუმის მხარეს. 1718 წელს სანჯაყ-ბეგ აჰმედ თავდგირიძემ და მისმა ძმამ მუსტაფა ბეგმა სულთანისგან მიიღეს სანჯაყი და ნაჰიე: ბათუმი, გონიო, ანარია, ქისატური, ახალშენი, ყოროლისთავი, სამება, ლიმანის თევზის სარეწი და მდინარე ჭოროხში მცურავი ნავის ბაჟი.[4]

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1966 კაცი[1].

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 1952[5][6]
2014 1966[1]   989 977

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 20.
  3. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თემები და სოფლები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2012-10-06.
  4. სოსელია, ო. (1981). ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან, წიგნი II. თბილისი: მეცნიერება, გვ. 178-179. 
  5. pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2011-07-20.
  6. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.