სამება (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სამება (მრავალმნიშვნელოვანი).

სამებასოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ახალშენის თემში[2]. მდებარეობს მდინარე ბარცხანის მარცხენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 80 მეტრზე. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1732 კაცი[1].

სოფელი
სამება

სამების მონასტერი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
თემი ახალშენი
კოორდინატები 41°37′37″ ჩ. გ. 41°41′21″ ა. გ. / 41.62694° ჩ. გ. 41.68917° ა. გ. / 41.62694; 41.68917
ცენტრის სიმაღლე 80
მოსახლეობა 1732[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,5 %, რუსები 0,2 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
სამება (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
სამება (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი)
სამება (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი) — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
სამება (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი)
სამება (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი) — ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
სამება (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი)

XVII საუკუნის მიწურულს ბათუმს და მიმდებარე სოფლებს ფლობდნენ თავდგირიძეები. XVII საუკუნის ბოლოს გურიელმა თავდგირიძეს ბათუმის მხარე დაუმორჩილებლობის გამო წაართვა. თავდგირიძეების გვარის ორმა წარმომადგენელმა ისლამი მიიღო და ოსმალეთის იმპერიის დახმარებით დაესაკუთრა გონიოს. 1718 წელს სანჯაყ-ბეგ აჰმედ თავდგირიძემ და მისმა ძმამ მუსტაფა ბეგმა სულთანისგან მიიღეს სანჯაყი და ნაჰიე: ბათუმი, გონიო, ანარია, ქისატური, ახალშენი, ყოროლისთავი, სამება, ლიმანის თევზის სარეწი და მდინარე ჭოროხში მცურავი ნავის ბაჟი.[3]

დემოგრაფია

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 1993[4][5]
2014 1732[1]   884 848

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თემები და სოფლები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2012-10-08.
  3. სოსელია, ო. (1981). ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან, წიგნი II. თბილისი: მეცნიერება, გვ. 178-179. 
  4. pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2011-05-30.
  5. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-02-29.