ბარცხანა

მდინარე საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში

ბარცხანამდინარე საქართველოში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.[1] სიგრძე 8,2 კმ, აუზის ფართობი 19 კმ². სათავე აქვს მესხეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე, მთა ახალშენის სიახლოვეს. ერთვის შავი ზღვის ბათუმის ყურეს. საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალმოვარდნები იცის მთელი წლის განმავლობაში. საშუალო წლიური ხარჯი 0,6 მ³/წმ.[2] ბარცხანის შესართავთან აღმოაჩენილია ბარცხანის განძი. მდინარის მარცხენა ნაპირზე გაშენებულია სოფლები: მნათობი, განახლება და სამება. მდინარე ბარცხანა ბინძურდება ბათუმის ფარმაკოქიმიური ქარხნის ნახმარი წყლებით.[3]

ბარცხანა

ბარცხანის შესართავი შავ ზღვასთან
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
ქალაქები ბათუმი
სათავე მესხეთის ქედი
41°36′09″ ჩ. გ. 41°44′47″ ა. გ. / 41.60250° ჩ. გ. 41.74639° ა. გ. / 41.60250; 41.74639
სათავის მდებარეობა მთა ახალშენი
შესართავი შავი ზღვა
41°39′01″ ჩ. გ. 41°39′52″ ა. გ. / 41.65028° ჩ. გ. 41.66444° ა. გ. / 41.65028; 41.66444
შესართავის მდებარეობა ბათუმის ყურე
შესართავის სიმაღლე 0 მ
სიგრძე 8,2 კმ
აუზის ფართობი 19 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 0,6 მ³/წმ
ბარცხანა — საქართველო
ბარცხანა
ბარცხანა
ბარცხანა — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
ბარცხანა
ბარცხანა
— სათავე, — შესართავი
  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 32.
  2. ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 361.
  3. ვაჟა ტრაპაიძე. წყლის რესურსები. სასწავლო კურსი, თსუ. 2012