ნაჰიე
ნაჰიე (არაბ. ناحية, : Nāḥiyah; მრავლობითი Nawahi, არაბ. 'نواحي, : Nāwaḥy — ოლქი) — მეორე დონის ადმინისტრაციული დაყოფის ერთეული (მუნიციპალიტეტი) ოსმალეთის იმპერიაში. განაგებდა მუსელიმი ან მუდირი. სერბიაში ნაჰიე იყოფოდა სამთავრობოებად და სოფლებად. სერბების პირველი აჯანყებების დროს, 1804-1813 წლებში, მუსელიმი შეცვალა უხუცესმა — ვოევოდამ. 1815 წლიდან კი სერბიაში ნაჰიის სათავეში ობერკნეზი იდგა. 1834 წელს ნაჰიეს ეწოდა ოლქი. ნაჰიებად ტრადიციული დაყოფა ჩერნოგორიაში 1918 წლამდე შემორჩა.
ადმინისტრაციული ერთეულის სახით დღესაც გამოიყენება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში: იორდანიაში, სირიაში, ეგვიპტეში და ერაყში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 358.