ჭილყვავი (ლათ. Corvus frugilegus) — ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 45 სმ აღწევს. ფერად შავია, ლურჯი, ლითონისებრი ბზინვარება დაკრავს. ზრდასრულს ნისკარტის ფუძესთან კანი შიშველი აქვს. სპორადულად არის გავრცელებული ევრაზიაში. აღმოსავლეთ საქართველოში გვხვდება როგორც მობინადრე, ზამთარში ადგილობრივ პოპულაციებს ემატება ჩრდილოეთიდან დასაზამთრებლად მასობრივად შემოფრენილები. ბინადრობს მეტწილად კოლონიებად, მაღალ ხეებზე — ტყისპირებში, ჭალებში, ბაღებსა და მისთანებზე. სარგებლობა მოაქვს მავნე მწერების დიდი რაოდენობით განადგურებით. თესვის დროს კი ერთგვარი მავნებელია, კენკავს დათესილ მარცვლებს.

ჭილყვავი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ბეღურასნაირნი
ოჯახი:  ყორნისებრნი
გვარი:  ყორანი
სახეობა:  ჭილყვავი
ლათინური სახელი
Corvus frugilegus (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22705983
გავრცელება

ლიტერატურა

რედაქტირება