კახაბრის ვაკე — დაბლობი აჭარაში, ქალაქ ბათუმის ცენტრალურ ნაწილსა და მდინარე ჭოროხს შორის, ზღვის დონიდან 22 -მდე. კახაბრის ვაკე ჭოროხის ძველი დელტის ნაწილია. აგებულია მეოთხეული კენჭნარითა და ქვიშებით. სიგრძე 8 კმ, სიგანე 5 კმ.

ადგილი ატარებს ამ ტერიტორიის მთავრის, კახაბერ I ან კახაბერ II გურიელის სახელს, რომლებსაც ეს მხარე საბატონიშვილოდ ჰქონდათ.[1] გადმოცემის მიხედვით ნადირობის დროს აქ, უღრან ტყეში, ტახმა გაფატრა კახაბერ გურიელი. 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შედეგად გადაეცა რუსეთის იმპერიას. ამ დროს ის პრაქტიკულად დაიცალა მოსახლეობისგან. შემორჩენილი იყო გურიელების ციხის ნანგრევები.[2]

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. ჩხატარაიშვილი ქ., გურიის სამთავროს შეერთება რუსეთთან, თბ.: მეცნიერება, 1985. — გვ. 5.
  2. ფრენკელი ა., „ნარკვევები ჩურუქ-სუსა და ბათუმზე“ = Очерки Чурук-Су и Батума [1879], თბილისი, 2012. — გვ. 171.