ჩხერიმელა ხარაგაული (საფეხბურთო კლუბი)

საფეხბურთო კლუბი ჩხერიმელა“ — საქართველოს საფეხბურთო კლუბი დაბა ხარაგაულიდან. თამაშობს პირველ ლიგაში.

ჩხერიმელა
FC-Chkherimela-logo.jpg
კლუბის ლოგო
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი ჩხერიმელა ხარაგაული
დაარსდა 1982
სტადიონი სოსო აბაშიძის სახელობის სტადიონი
(ტევადობა: 2,000)
პრეზიდენტი საქართველოს დროშა ბესო კვირიკაშვილი
მწვრთნელი საქართველოს დროშა მამუკა ხუნდაძე
ლიგა პირველი ლიგა
2011-12 მე-5
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

ისტორიარედაქტირება

 
ორჯონიკიძის რაიონის პირველობის გამარჯვებული რაიკოოპერატივის გუნდი. 1983 წელი
 
ჩხერიმელა 1987 წელი

საფეხბურთო კლუბი ჩხერიმელა დაარსდა 1982 წელს ძმებ მურთაზ და სოსო აბაშიძეების მიერ. ჩხერიმელა ასპარეზობდა მაშინდელ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში, დასავლეთ საქართველოს ზონალურ პირველობაზე.

1987 წლიდან ხელმძღვანელობამ (პრეზიდენტი – თემიკო დევდარიანი) გუნდის შემადგენლობა გააძლიერა, გუნდში მოიყვანა თბილისელი მოთამაშეები და შედეგად გუნდი „ბ“ ლიგიდან „ა“ ლიგაში გადავიდა.

საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის შემდეგ 1990 წლის 30 მარტს ჩატარდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი მატჩი. შესაბამისად, ჩხერიმელაც შეუერთდა ახალ ეროვნულ ჩემპიონატს და გამოდიოდა საქართველოს მეორე ლიგის დასავლეთის ზონაში.

1996-97 წლებისთვის გუნდი დაიშალა და 12 წლის მანძილზე ხარაგაულში მხოლოდ ახალგაზრდული გუნდები არსებობდა.

2009 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის ინიციატივით მოხერხდა გუნდის აღდგენა და ჩემპიონატში ჩართვა. ჩხერიმელა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მეორე ლიგიდან ჩაერთო და დასავლეთ ზონაში გამოდიოდა, სადაც პირველსავე წელს მეოთხე ადგილი დაიკავა და საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის საგზური მოიპოვა.

2010-11 წლებში "ჩხერიმელამ" საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში ითამაშა და სეზონი 35 ქულით 11 ადგილზე დაასრულა, ბურთების შეფარდებით 35-45, 7 მოგება, 14 ფრე და 11 წაგება. 2011-12 წლების სეზონში "ჩხერიმელამ" საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის პირველი ეტაპი ჩემპიონატის "ა" ჯგუფში ჩაატარა. ათ გუნდში 28 ქულით მეოთხე ადგილზე გავიდა 8 მოგება, 4 ფრე და 6 წაგება. ჩემპიონატის მეორე ეტაპზე გუნდი "ბ" ჯგუფში მოხვდა, და 30 ქულით მეხუთე ადგილს დასჯერდა: 6 მოგება, 4 ფრე, 4 წაგება. 2012-13 წლების სეზონში ხარაგაულის "ჩხერიმელა" ასპარეზობს პირველ ლიგაში, "ბ" ზონაში.

სტადიონირედაქტირება

 
ჩხერიმელა 1991 წელი

ხარაგაულის საფეხბურთო მოედანი აშენდა 1981 წელს. 1986 წელს მოედანზე მოეწყო დასაჯდომები. 2010–11 წლებში მოხდა სტადიონის რეაბილიტაცია. შერემონტდა და დაემატა ტრიბუნები, განახლდა მოედნის საფარი. დღეისათვის ტრიბუნა დაახლოებით 400 მაყურებელს იტევს. ამჟამად სტადიონი ატარებს „ჩხერიმელას“ ყოფილი ფეხბურთელის და მისი ერთ–ერთი დამაარსებლის სოსო აბაშიძის სახელს.

 
სოსო აბაშიძის სახელობის საფეხბურთო მოედანი

შემადგენლობა 2010/11რედაქტირება

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე   საქართველო მიხეილ ლომსაძე
2 მცველი   საქართველო ბესო ტყეშელაშვილი
3 მცველი   საქართველო გურამ ხეცურიანი
4 მცველი   საქართველო ნიკოლოზ ხარაბაძე
5 მცველი   საქართველო გიორგი მეტრეველი
6 მცველი   საქართველო ლადო თაბუკაშვილი
7 თავდამსხმელი   საქართველო ჯაბა ავალიშვილი
8 ნახევარმცველი   საქართველო ვახტანგ ჭაჭიაშვილი
9 თავდამსხმელი   საქართველო ბექა კეპულაძე
10 ნახევარმცველი   საქართველო დაჩი კოსტავა
11 ნახევარმცველი   საქართველო ირაკლი ღიბრაძე
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
12 მეკარე   საქართველო იორამ კუჭუხიძე
13 ნახევარმცველი   საქართველო ლევან მაჩალაძე
14 თავდამსხმელი   საქართველო თორნიკე დანელია
16 მცველი   საქართველო გივი ზაქარაშვილი
17 ნახევარმცველი   საქართველო ზაზა კაპანაძე
18 მცველი   საქართველო ცოტნე ნანიტაშვილი

შემადგენლობა 2010/11რედაქტირება

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე   საქართველო იორამ კუჭუხიძე
12 მეკარე   საქართველო გივი კიკნაძე
მეკარე   საქართველო იოსებ ებრალიძე
მცველი   საქართველო ჯაბა არევაძე
მცველი   საქართველო ირაკლი გვარჯალაძე
მცველი   საქართველო ირაკლი გვეტაძე
მცველი   საქართველო ალექსანდრე ქაშაკაშვილი
მცველი   საქართველო ლევან მახარაძე
ნახევარმცველი   საქართველო გიორგი ჭაავა
4 ნახევარმცველი   საქართველო ირაკლი ჭანკვეტაძე
ნახევარმცველი   საქართველო არმაზ დოღონაძე
10 ნახევარმცველი   საქართველო დაჩი კოსტავა
ნახევარმცველი   საქართველო გოგი გოგიჩაიშვილი
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
ნახევარმცველი   საქართველო ლევან გუმბერიძე
ნახევარმცველი   საქართველო გიორგი ივანაშვილი
16 ნახევარმცველი   საქართველო გივი ზაქარაშვილი
18 ნახევარმცველი   საქართველო გიორგი თურმანიძე
თავდამსხმელი   საქართველო ბექა ახალაია
9 თავდამსხმელი   საქართველო გიგა ბოხუა
თავდამსხმელი   საქართველო ოთარ გიორგობიანი
თავდამსხმელი   საქართველო ლევან კირკიტაძე

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება