სოსო აბაშიძე

ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი

სოსო აბაშიძე (დ. 17 აპრილი, 1953, ვაშლოვანი — გ. 2013) — ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი.

სოსო აბაშიძე
დაბადების თარიღი 17 აპრილი, 1953(1953-04-17)[1]
დაბადების ადგილი ვაშლოვანი[1]
გარდაცვალების თარიღი 2013[1]
საქმიანობა მწერალი და პუბლიცისტი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1975 წელს. მისი პირველი ლექსები დაბეჭდილია ახალგაზრდა ავტორთა კრებულში „ყვავილობა“. ავტორია წიგნებისა: „გააღეთ კარი“, „ჟამი ფრთის გასწორებისა“, „ლიტერატურული წერილები“, „გახელილი სარკმელი“, „გუმბათი ცასთან“, „ლექსები“ (1990), „სალამი ჩემო“, „ლექსები“ (1994), „დრო მიჰქრის“, „ლიტერატურული წერილები“ (2004) და სხვა. ასევე შექმნა მრავალი სატელევიზიო საავტორო გადაცემა. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა: საქართველოს ტელე-რადიოს კორესპონდენტად, საქართველოს ტელე-რადიოს ბიუროს ხელმძღვანელად აჭარაში, აჭარის ტელე-რადიოს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ცისანა ანთაძე, საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ, ბათუმი, 2019, გვ. 134

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00018945