ბექა ახალაია

ქართველი პოეტი

ბექა ახალაია (დ. 9 იანვარი, 1986) — ქართველი პოეტი და მწერალი.

ბექა ახალაია
დაბადების თარიღი 9 იანვარი, 1986(1986-01-09) (38 წლის)
დაბადების ადგილი ჩხოროწყუ, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა მწერალი და პოეტი
მოქალაქეობა  საქართველო

დაიბადა 1986 წლის 9 იანვარს, ჩხოროწყუში.[1] დაამთავრა სოხუმის უნივერსიტეტი. 2007 წლიდან აქვეყნებს ლექსებს, ლირიკულ პოემებსა და მოთხრობებს. იგი სხვადასხვა კონკურსის ფინალისტი და გამარჯვებულია.

2016 წელს გამომცემლობა „ინტელექტმა გამოსცა ბექა ახალაიას სადებიუტო პოეტური კრებული — „ამ ვალმოხდილი ფოთლებისთვის“. 2017 წელს მიიღო ლიტერატურული პრემია „საბა“ (ნომინაციაში „წლის საუკეთესო დებიუტი“).[2] მისი მეორე კრებული, „მტრედების იონა“, პრემია „ლიტერას“ 2019 წლის ლაურეატია ნომინაციაში „საუკეთესო პოეტური კრებული“.[3] 2016 წლიდან არის ინტერნეტგაზეთ mastsavlebeli.ge-ს ბლოგერი.

მისი ლექსები თარგმნილია გერმანულ, ბერძნულ, ლიეტუვურ და იტალიურ ენებზე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ბექა ახალაია. გამომცემლობა „ინტელექტი“. ციტირების თარიღი: 20 ივლისი, 2018.
  2. „საბას" ნომინაციაში საუკეთესო დებიუტი, ჟიურის რჩეული ბექა ახალაია გახდა“. ipress.ge (1 ოქტომბერი, 2017). ციტირების თარიღი: 21 ივლისი, 2018.[მკვდარი ბმული]
  3. ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ გამარჯვებულები ცნობილია. „რადიო თავისუფლება“. radiotavisupleba.ge (2019-10-21). ციტირების თარიღი: 7 ოქტომბერი, 2020.