ნუკრი კაპანაძე

ქართველი მომღერალი

ნუკრი კაპანაძე (დ. 19 სექტემბერი, 1964, ზესტაფონი, საქართველოს სსრ) — ქართველი მომღერალი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (2000).

ნუკრი კაპანაძე
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 19 სექტემბერი, 1964 (1964-09-19) (60 წლის)
დაბ. ადგილი ზესტაფონი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა მომღერალი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი. სიმღერა დაიწყო ანსამბლ „თაიგულში“. 1980 წლიდან შეუდგა სოლო კარიერას; მღერის ძირითადად ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს. გამოცემული აქვს ორი ალბომი: „ნუშების თოვლი„ და „არეული“. მისი ცნობილი სიმღერებია: „ნუშების თოვლი“, „არეული“, „ნუკრი ლექსითა და საკრავით“, „თეთრი ვარდები“, „წყარო“ და „საღიღნო“. 2003 წელს გადაიღეს ქართულ ფილმში „ჯერ შეიცადეთ (ოტელო ქუთაისში)“.[1]

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ნუკრი კაპანაძე. რადიო „ფორტუნა“. ციტირების თარიღი: 29 ივლისი, 2019.