ზესტაფონის რაიონული სასამართლო

ზესტაფონის რაიონული სასამართლო — პირველი ინსტანციის სასამართლო საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში, რომელიც განიხილავს სამოქალაქო, სისხლისა და ადმინისტრაციული კატეგორიის დავებს.

ზესტაფონის რაიონული სასამართლო
უწყების შესახებ
იურისდიქცია ზესტაფონის რაიონი, თერჯოლის რაიონი, ხარაგაულის რაიონი
უწყების ხელმძღვანელი/ები მერაბ გაბინაშვილი, სასამართლოს თავმჯდომარე
 
აკაკი მაისურაძე, სასამართლოს მენეჯერი
საიტი
  • სასამართლოს საიტი
  • საქართველოს სასამართლოების Facebook-ის გვერდი
  • ფაქტი|2009 წლის 2 დეკემბერიდან ზესტაფონის რაიონული სასამართლოს განსჯადობა ვრცელდება უშუალოდ ზესტაფონის, ასევე თერჯოლისა და ხარაგაულის რაიონებზე. მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით თერჯოლისა და ხარაგაულის რაიონებში მოქმედებენ მაგისტრატი მოსამართლეები[1].

    სტრუქტურა

    რედაქტირება

    ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში მართლმსაჯულებას აღასრულებს 4 მოსამართლე. სასამართლოში დასაქმებულა 24 საჯარო მოსამსახურე[1][2].

    ზესტაფონის რაიონული სასამართლო განთავსებულია ქ. ზესტაფონში, წერეთლის ქუჩა №7-ში[3].

    შენობა სასამართლოს გადაეცა 2006 წელს. ამავე წელს შენობას ჩაუტარდა რეკონსტრუქცია და სასამართლომ მუშაობა განაგრძო განახლებულ და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ სივრცეში.

    სასამართლოს შენობა არის სამსართულიანი. დამატებითი სართული განთავსებულია შენობის ქვედა ნაწილში. ქვედა სართულზე მდებარეობს 2 სხდომის დარბაზი, სადაც განიხილება სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეები. შენობის პირველ სართულზე განთავსებულია მოქალაქეთა მისაღები და ერთი სხდომის დარბაზი, სადაც ყველა კატეგორიის საქმე განიხილება. შენობის მე-2 სართულზე მდებარეობს ერთი სხდომის დარბაზი, სადაც განიხილება სისხლის სამართლის საქმეები. შენობის მე-3 სართულზე განთავსებულია ერთი სხდომის დარბაზი, სადაც სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეები განიხილება. სხდომის დარბაზებთან ერთად შენობის მე-2 და მე-3 სართულებზე განთავსებულია მოსამართლეთა და სასამართლოს თანამშრომელთა სამუშაო ოთახები.

    ხარაგაულის მაგისტრატი სასამართლო

    რედაქტირება

    ხარაგაულის მაგისტრატი სასამართლო განთავსებულია დაბა ხარაგაულში, სოლომონ მეფის ქუჩა 48-ში.

    აშენობა სასამართლოს გადაეცა 2009 წელს. სასამართლო რეფორმის ფარგლებში, 2010 წელს განხორციელდა სასამართლოს შენობის რეკონსტრუქცია და ხარაგაულის მაგისტრატმა სასამართლომ ფუნქციონირება განაგრძო განახლებულ და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ სივრცეში.

    შენობის პირველ სართულზე განთავსებულია მოქალაქეთა მისაღები და ნივთიერ მტკიცებულებათა შესანახი ოთახი, ხოლო მეორე სართულზე სხდომათა დარბაზი, მოსამართლისა და აპარატის თანამშრომელთა სამუშაო კაბინეტები.

    თერჯოლის მაგისტრატი სასამართლო

    რედაქტირება

    თერჯოლის მაგისტრატი სასამართლო განთავსებულია ქ. თერჯოლაში, ლეონიძის ქუჩა №2-ში.

    1981 წლიდან აღნიშნული შენობაში ფუნქციონირება დაიწყო თერჯოლის რაიონულმა სასამართლომ.

    2008 წელს, სასამართლო რეფორმის ფარგლებში, განხორციელდა სასამართლოს შენობის რეკონსტრუქცია და სასამართლომ ფუნქციონირება განაგრძო განახლებულ და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ სივრცეში.

    შენობაში განთავსებულია მოქალაქეთა მისაღები, სხდომის დარბაზი, მოსამართლისა და აპარატის თანამშრომელთა სამუშაო კაბინეტები.

    რესურსები ინტერნეტში

    რედაქტირება
    1. 1.0 1.1 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №213. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (2005-04-12).
    2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საიტი. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-06.
    3. ზესტაფონის რაიონული სასამართლო Google Map-ზე. Google Map.