თერჯოლის მუნიციპალიტეტი

(გადამისამართდა გვერდიდან თერჯოლის რაიონი)

თერჯოლის მუნიციპალიტეტი — თვითმმართველი ერთეული იმერეთის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1930 წლამდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრაში, 1930 წლიდან გამოიყო ცალკე, როგორც ჩხარის რაიონი. 1950 წლიდან ეწოდება თერჯოლის რაიონი, 2006 წლიდან - თერჯოლის მუნიციპალიტეტი.

ადმინისტრაციული ერთეული
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
დროშა გერბი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
ადმ. ცენტრი თერჯოლა
კოორდინატები 42°11′00″ ჩ. გ. 42°58′38″ ა. გ. / 42.18333° ჩ. გ. 42.97722° ა. გ. / 42.18333; 42.97722
გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე     
ფართობი 357 კვადრატული კილომეტრი
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 35 563 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 99,6 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,7 %
რუსები 0,2 %
უკრაინელები 0,05 %
სომხები 0,04 %[1]
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მართლმადიდებლები 98,99 %[2]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
ოფიციალური საიტი https://terjola.gov.ge/
თერჯოლის მუნიციპალიტეტი — საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
თერჯოლის მუნიციპალიტეტი — იმერეთის მხარე
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
 
თერჯოლის მუნიციპალიტეტი

მუნიციპალიტეტის ტერიტორია ძირითადად მდებარეობს იმერეთის დაბლობზე. ტერიტორია — 357 კვ. კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 250 კვ.კმ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები ყვირილა, ჩოლაბური, ძევრულა, წყალწითელა და სხვები. მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა ქალცედონი, კირქვა, სპონგოლითი (ნახშირღელე), მარმარილო (კვახჭირი), საკრამიტე და სააგურე თიხა, ეკლარი და სხვა.

მოსახლეობა

რედაქტირება

მოსახლეობის რიცხოვნობა — 35 563 კაცი (2014); სიმჭიდროვე — 99,6 კაცი კვ.კმ-ზე (2014). რაიონში 46 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 45 სოფელი. მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელია, მუნიციპალიტეტის ტერიტორია თერჯოლისა და ტყიბულის ეპარქიას მიეკუთვნება. მოქმედებს 10-ზე მეტი ტაძარი.

აღწერის მონაცემები

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა
1989 44 019
2002 45 485  
2014 35 563  
2021[3] 31 400  

ადგილობრივი თვითმმართველობა

რედაქტირება

ადმინისტრაციული ერთეულები

რედაქტირება

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოა მუნიციპალიტეტის საკრებულო, მმართველობის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია:

საკრებულო

რედაქტირება
პარტია 2017[4] 2021[5] ამჟამინდელი საკრებულო
  ქართული ოცნება 29 17                                  
  ნაციონალური მოძრაობა 1 8                
  ევროპული საქართველო 4 3      
  საქართველოსთვის 1  
  ხალხის ძალა 1[]  
  პატრიოტთა ალიანსი 1
სულ 35 30  

ეკონომიკა

რედაქტირება

ეკონომიკის წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, მათ შორის მევენახეობა, მებოსტნეობა, მეხილეობა, მარცვლეული კულტურების (სიმინდი) მოყვანა და მეცხოველეობა. მუნიციპალიტეტში არის ჩაის და ღვინის ქარხნები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის ჰიდროელექტროსადგური „ძევრულაჰესი“.

ტრანსპორტი

რედაქტირება

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის რკინიგზის მაგისტრალი სამტრედია-ხაშურის ხაზზე. არის რკინიგზის სადგური სოფელ კვახჭირში. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს1 და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზები: თერჯოლა-ტყიბული და ქუთაისი-ვარციხე.

განათლება და კულტურა

რედაქტირება

მუნიციპალიტეტში 24 საჯარო სკოლაა, 30 ბიბლიოთეკა, 3 თეატრი და დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმი სოფელ ზედა სიმონეთში.[7]

ღირსშესანიშნაობანი

რედაქტირება

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლებია: სკანდეს ციხე, ბერციხე, ნავენახევის მღვიმე, ჩხარის ეკლესია. გოდოგნის ეკლესია, თუზის ეკლესია, ღვანკითის დედაღვთისა.

ასევე აღსანიშნავია ჩიხორისა და ჩხარის შუა საუკუნეების ნაქალაქარების ნაშთები, ეკლესია ქვედა სიმონეთში, ციხეები ძევრსა და ჭალასთავში, ხიდი ნაგარევში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

შენიშვნები

რედაქტირება