ჩხარისოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის თერჯოლის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფ. ოქტომბერი). მდებარეობს მდინარე ჩხარის ზემოთში, ზღვის დონიდან 280 მეტრზე. სოფელში არის საჯარო სკოლა, საავადმყოფო, აფთიაქი, ურთხელის კორომი.

სოფელი
ჩხარი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი თერჯოლის მუნიციპალიტეტი
თემი ჩხარი
კოორდინატები 42°14′58″ ჩ. გ. 42°58′42″ ა. გ. / 42.24944° ჩ. გ. 42.97833° ა. გ. / 42.24944; 42.97833
დაარსდა ქვის ხანა
პირველი ხსენება XVII საუკუნე
ცენტრის სიმაღლე 280
მოსახლეობა 643[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ჩხარი — საქართველო
ჩხარი
ჩხარი — იმერეთის მხარე
ჩხარი

არქეოლოგიური მონაცემებით დასტურდება, რომ ჩხარის მიდამოები ჯერ კიდევ ქვის ხანაში ადამიანის საცხოვრისს წარმოადგენდა, ხოლო ბრინჯაოსა და რკინის ხანაში ფართოდ იყო ათვისებული. ოქონის გორაზე აღმოჩენილია II საუკუნის სამარხებში მოთავსებული ვერცხლის, რკინის, ბრინჯაოს ნივთები და რომაული მონეტები.

იხსნიება XVII საუკუნიდან, როგორც სავაჭრო-სახელოსნო დასახლება. გვიან ფეოდალურ ხანაში ჩხარი მეფეთა და მიტროპოლიტების საზაფხულო რეზიდენციას წარმოადგენდა.

 
„არს მთის ძირას ჩხარი. ეს ყოფილა ქალაქი, არამედ აოხრდა ლევან დადიანისაგან. აქ არს დაბა“

XVII საუკუნის 40-იან წლებში დადიანისგან განადგურებული ჩხარი კვლავ აღდგა XVIII საუკუნის 30-იან წლებში. ჩხარი დატანილია 1737 წელს ტიმოთე გაბაშვილის მიერ შედგენილ იმერეთის რუკაზე. 1819-1820 წლების აჯანყების დროს ჩხარი ააჯანყების ძლიერი კერა იყო, ხოლო ჩხარის ეპისკოპოსი, გენათელი მიტროპოლიტი ექვთიმე — აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი. აჯანყების ჩახშობის დროს ჩხარი გადაწვეს. XIX საუკუნის დასაწყისში უკვე სოფლად ქცეულ ჩხარში იმერლების (მართლმადიდებლების და გრიგორიანელების) 100-მდე ოჯახი ცხოვრობდა და მოქმედებდა ერთი ბაზარი.[3] 1933-1950 წლებში სოფელში გამოდიოდა ადგილობრივი გაზეთი „ჩხარის კოლმეურნე“.[4]

ისტორიული ძეგლები

რედაქტირება

წმინდა გიორგის ეკლესია

რედაქტირება

სოფელში, ოქონის სერის ძირში, ზღვის დონიდან 365 მეტრზე მდებარეობს განვითარებული შუა საუკუნეების წმიდა გიორგის ეკლესია, სამრეკლოთი და გალავნით. ტაძარი საეპისკოპოსო კათედრას წარმოადგენდა. ჩხარის წმიდა გიორგის ეკლესია ჯერ კიდევ 1650 წელს უნახავთ რუს ელჩებს ალექსი იევლევს და ნიკიფორე ტოლოჩანოვს. ეკლესია 1726 და 1737 წლებში მეფე ალექსანდრე V-მ აღადგინა. ეკლესია აღწერა ჟაკ ფრანსუა გამბამ 1820 წელს. XIX საუკუნეში ეკლესია დაინგრა და 1849 წელს, ყოფილი ეკლესიის შენობიდან ჩრდილოეთით, გალავნის გარეთ, აშენდა ახალი ეკლესია, რომელიც აღწერეს ექვთიმე თაყაიშვილმა 1920 წელს და ნიკო ბერძენიშვილმა, XX საუკუნის 30-იანი წლებში. ეკლესია XX საუკუნის 40-იან წლებში ბოლომდე დაანგრიეს და მისი მასალით აბანო ააგეს. წმინდა გიორგის ეკლესია ძველი ეკლესიის საძირკველზე ხელახლა ააშენეს 2003 წელს. ამჟამად თავდაპირველი ნაგებობიდან მხოლოდ საძირკვლის ფრაგმენტებია შემორჩენილი.

ავთენტური სახითაა შემორჩენილი ეკლესიის სამრეკლო. თორმეტკუთხა სამრეკლო ორსართულიანია, თორმეტი ფრონტონი აქვს, ფასადებზე რელიეფური გამოსახულებებია, ხოლო სარკმელები მოჩუქურთმებულია.

სადგერ-ჩხარის ჯვარი

რედაქტირება

წმიდა გიორგის ეკლესიაში ინახებოდა სხვადასხვა სიძველეები, რომელთაგან აღსანიშნავია წმიდა საბას კარედი (1780 წ.), წმინდა საბას შეჭედილი ხატი, წმინდა გიორგის ხატი ვერცხლის ფირფიტაზე, ოქროთი დაფერილი და ძვირფასი ქვებით შემკული სადგერ-ჩხარის მუხის ჯვარი (XVI საუკუნე) და სხვა ნივთები.

 
„ეკლესია უგუმბათო, რომელსა შინა ასვენია ჯვარი დიდ ფრიად. მდებარეობს მას შინა ბეჭი მთავარ-მოწამის გიორგისა, მარადის სასწაულთმოქმედი. ეს ჯვარი პირველი იყო ყორანთას, შემდგომად სამცხეს, მერმე ატოცს და აწ აქა“
(ვახუშტი ბატონიშვილი[5])

ჯვარი შესრულებებულია XVI საუკუნეში მამნე ოქრომჭედლის მიერ.[6] იგი ამჟამად დაცულია ხელოვნების მუზეუმში.

სხვა ეკლესიები

რედაქტირება

სოფელში იდგა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია და სამრეკლო, რომელიც XV საუკუნის დამლევს ააშენა, ან განაახლა იმერეთის მეფე ალექსანდრე II-მ (1484-1510). ეკლესიის მხოლოდ ნანრევებია გადარჩენილი. უკეთაა შემორჩენილი 1894 წელს აგებული დაბლა მაცხოვრის ეკლესია. ძველი ეკლესიის ნანგრევებს წარმოადგენენ აგრეთვე საკვირაოსა და საჯვარეს ნაშთები.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 643 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1926 [7] 1362
2002[8]   722 316 406
2014[1]   643 309 334

ცნობილი ადამიანები

რედაქტირება

სოფელში დაიბადნენ:

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. ვახუშტი ბატონიშვილი „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ გვ. 153 — თბილისი, 1941
  3. ჟაკ ფრანსუა გამბა, „მოგზაურობა ამიერკავკასიაში“ გვ. 124 — „განათლება“, თბილისი, 1987
  4. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
  5. ვახუშტი ბატონიშვილი „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ გვ. 153 — თბილისი, 1941
  6. ა. ჩხარტიშვილი, „მამნე ოქრომჭედელი“ გვ. 8-74 — თბილისი, 1978
  7. Cities and towns of Georgia pop-stat.mashke.org
  8. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II