ნახშირღელე

სოფელი საქართველოში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში.

ნახშირღელესოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის თერჯოლის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფელი: ნავენახევი). მდებარეობს მდინარე ყვირილის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 150 მეტრი, თერჯოლიდან 20 კილომეტრი. სოფლის მიდამოებშია ქალცედონის, კირქვისა და სპონგოლითის საბადოები. სოფელში არის საექიმო ამბულატორია.

სოფელი
ნახშირღელე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი თერჯოლის მუნიციპალიტეტი
თემი ნახშირღელე
კოორდინატები 42°13′23″ ჩ. გ. 42°49′20″ ა. გ. / 42.22306° ჩ. გ. 42.82222° ა. გ. / 42.22306; 42.82222
ცენტრის სიმაღლე 150
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1432[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,4 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ნახშირღელე — საქართველო
ნახშირღელე
ნახშირღელე — იმერეთის მხარე
ნახშირღელე

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1432 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 1726 824 902
2014[1]   1432 693 739

განათლება

რედაქტირება

სოფელში არის საჯარო სკოლა. სკოლაში 261 მოსწავლე და 32 მასწავლებელია. შენობის საერთო ფართობია 3575 კვ.მ.[3] სოფელში არის საბავშვო ბაღი.

ტრანსპორტი

რედაქტირება

სოფელში გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს1, ასევე ნახშირღელე-ნავენახევის საავტომობილო გზა.

ლიტერატურა

რედაქტირება