კვახჭირი
კვახჭირი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის თერჯოლის მუნიცპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ოდილაური, სარბევი). სოფელში მოქმედებს საექიმო პუნქტი და საჯარო სკოლა.
სოფელი | |
---|---|
კვახჭირი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | თერჯოლის მუნიციპალიტეტი |
თემი | კვახჭირი |
კოორდინატები | 42°12′21″ ჩ. გ. 42°44′02″ ა. გ. / 42.20583° ჩ. გ. 42.73389° ა. გ. |
პირველი ხსენება | XIII საუკუნე |
ცენტრის სიმაღლე | 130 მ |
მოსახლეობა | 647[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია
რედაქტირებაკვახჭირი ისტორულ წყაროებში იხსენიება XIII საუკუნიდან. დოკუმენტის მიხედვით დავით ნარინის მეუღლე თამარ დედოფალმა ბეღე ქვაბულიძისგან შეიძინა სოფელი კვახჭირი..[2] 1820-იან წლებში სოფელში ცხოვრობდა 30 ოჯახი.[3]
გეოგრაფია
რედაქტირებასოფელი მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე წყალწითელის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 130 მეტრი. თერჯოლიდან 35 კილომეტრი. სოფელში არის მარმარილოს საბადო.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 647 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[4] | 801 | 387 | 414 |
2014[1] | 647 | 317 | 330 |
ტრანსპორტი
რედაქტირებასოფელში გადის რკინიგზის ხაზი სამტრედია-ხაშურის ხაზზე. არის რკინიგზის ბაქანი. სოფელში გადის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა ქუთაისი-ვარციხე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 491.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ ე. გვენეტაძე, გ. გაგუა „საჯავახოს მხარე“ „პარალელი“ N5, გვ. 218 — თბილისი, 2013 წ. ISSN 0235-8417
- ↑ ჟაკ ფრანსუა გამბა, „მოგზაურობა ამიერკავკასიაში“ გვ. 168 — „განათლება“, თბილისი, 1987
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II