თუზი (თერჯოლის მუნიციპალიტეტი)
სოფელი საქართველოში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში.
თუზი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის თერჯოლის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: თუზი, ვარდიგორა, თავასა, კაკაბაური, ჯგილათი). მდებარეობს მდინარე ძუსასა და ბუჯას წყალგამყოფზე, თერჯოლიდან 21 კილომეტრი.
სოფელი | |
---|---|
თუზი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | თერჯოლის მუნიციპალიტეტი |
თემი | თუზი |
კოორდინატები | 42°16′25″ ჩ. გ. 43°06′08″ ა. გ. / 42.27361° ჩ. გ. 43.10222° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 480 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1060[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,8 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1060 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 1397 | 698 | 699 |
2014[1] | 1060 | 541 | 519 |
განათლება
რედაქტირებასოფელში არის საჯარო სკოლა. სწავლობს 378 მოსწავლე, ასწავლის 62 პედაგოგი. შენობის ფართობია 3587 კვ.მ.[3].
ეკლესია
რედაქტირებასოფელში დგას XI-XII საუკუნეებისა და განვითარებული შუა საუკუნეების ორი ეკლესია. თუზის ეკლესია წმინდა გიორგის სახელობისაა, მასზე შემორჩენილია ძველი ქართული წარწერა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 701.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
- ↑ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო[მკვდარი ბმული]