ვარდიგორასოფელი საქართველოში (იმერეთის მხარე), თერჯოლის მუნიციპალიტეტში (თუზის ადმინისტრაციული ერთეული).

სოფელი
ვარდიგორა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი თერჯოლის მუნიციპალიტეტი
თემი თუზი
კოორდინატები 42°15′09″ ჩ. გ. 43°04′52″ ა. გ. / 42.25250° ჩ. გ. 43.08111° ა. გ. / 42.25250; 43.08111
ცენტრის სიმაღლე 370
მოსახლეობა 416[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ვარდიგორა — საქართველო
ვარდიგორა
ვარდიგორა — იმერეთის მხარე
ვარდიგორა

მდებარეობს იმერეთის ჩრდილოეთ მთისწინეთში, მდინარეების ძუსისა და ბუჯის (ყვირილის აუზი) წყალგამყოფ სერზე, ზღვის დონიდან 370 მ-ზე, თერჯოლიდან 17 კმ-ში, ზესტაფონიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 21 კმ-ში. სოფელში დგას XIX საუკუნის დარბაზული ეკლესია. ვარდიგორის მიდამოებშია ზედაცარცულ შრეებრივ კირქვებში გამომუშავებული სამჭინკას მღვიმე.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 416 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 350 177 173
2014[1]   416 220 196

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II