ვარდიგორის მაცხოვრის ეკლესია
ვარდიგორის მაცხოვრის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თერჯოლის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდიგორაში. აგებულია XIX საუკუნეში.
აღწერა
რედაქტირებავარდიგორის მაცხოვრის ეკლესია დარბაზული ნაგებობაა, ნაშენია ძირითადად ნატეხი ქვით, კირის დუღაბზე. კონსტრუქციულ ადგილებში გათლილი კვადრებია გამოყენებული. აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის თავზე, მხედრული წარწერაა, რომლის მიხედვითაც დგინდება აღმშენებლობის თარიღი. ეკლესიის გადახურვა ჩანგრეულია. შემორჩენილია კამარის საბჯენი თაღი. ყველა კარი გარედან არქიტრავული, შიგნიდან თაღოვანია. დარბაზი გეგმით წაგრძელებული სწორკუთხედია, აღმოსავლეთით ნახევარწრიული მხრებით გამოყოფილი აფსიდით, რომლის ღერძზე თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. გვერდებზე ნიშებია მოწყობილი. დარბაზის გრძივი კედლები ერთსაფეხურიანი პილასტრებითაა დანაწევრებული. მათზე თაღებია გადაყვანილი, რომლებიც პროფილირებულ კაპიტელებს ეყრდნობა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 9254